დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018286 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ : |
მუხლი 1 |
„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/03/2022; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018150) დამტკიცებულ „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე მუხლი:
„მუხლი 33. 2023 წელს ორგანიზებული საგნის გამოცდის თავისებურებები 1. 2023 წლის საგნის გამოცდაზე რეგისტრირებულ იმ პირებს, რომელთაც „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მიენიჭათ ან 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე მიენიჭებათ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ გათვალისწინებული მასწავლებლის ერთ-ერთი სტატუსი, უფლება აქვთ უარი განაცხადონ ტესტირებაში მონაწილეობაზე და დაიბრუნონ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში. 2. ცენტრი უფლებამოსილია ინფორმაცია პირისათვის „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მასწავლებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაამოწმოს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები