„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 155/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018573
155/ნ
27/09/2024
ვებგვერდი, 30/09/2024
430210000.22.022.018573
„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №155/ნ

2024 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ  ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/03/2022, 22/03/2022; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018150) დამტკიცებულ „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები:

„უ)  ვიდეომონიტორინგი –  საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით  ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა;

ფ)  აუდიომონიტორინგი – საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, აუდიოკონტროლი ან/და აუდიოჩაწერა.“.

2. მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ცენტრი უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრებში ვიდეომონიტორინგის განხორციელებას გამოცდების/ტესტირების ორგანიზების/ადმინისტრირების, საკუთრების, უსაფრთხოებისა და  საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებით, ხოლო აუდიომონიტორინგის განხორციელებას – ცენტრის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების, ცენტრის კანონიერი ინტერესების დაცვის, გამოცდის/ტესტირების მიმდინარეობის პროცესის ტექნიკური ადმინისტრირებისა და საგამოცდო ცენტრებში ტესტირების ადმინისტრირებაში ჩართულ პირთა საქმიანობის ადმინისტრირების მიზნებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი