ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 340
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021358
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
340
18/07/2019
ვებგვერდი, 23/07/2019
300160070.10.003.021358
ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/07/2019 - 08/04/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №340

2019 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნები“.
მუხლი 2
დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“  მე-3-მე-4 მუხლების,  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 − მე-12 მუხლების, მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, დანართ №4-ის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, დანართ №6-ის მე-6 მუხლის მე-4 − მე-6 პუნქტებისა და დანართი №7-ის მე-2 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტებისა ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-3 მუხლი, მე-4 მუხლი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, მე-7 − მე-9 და მე-11-მე-12  მუხლები ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 4
დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-10 მუხლი და მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, დანართი №4-ის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, დანართი №6-ის მე-6 მუხლის მე-4 − მე-6 პუნქტები და დანართი №7-ის მე-2 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 5
ფრინველის ხორცი, რომლის მარკეტინგი განხორციელდა ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს „გამოიყენება ...მდე“ ვადის გასვლამდე.
მუხლი 6
დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-19 მუხლი ძალაშია 2025 წლის 1 იანვრამდე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



ტექნიკური რეგლამენტი ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნები

მუხლი 1

1. „ტექნიკური რეგლამენტი ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნები“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს მარკეტინგთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ფრინველის ტანხორცისა და მისი ნაჭრების მიმართ.

2. ეს ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ფრინველის ხორცის მარკეტინგთან დაკავშირებული რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობას  უზრუნველყოფს ბიზნესოპერატორი.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 2

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ტანხორცი – ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის „განსაზღვრებები“ პირველი მუხლით  განსაზღვრული სახეობის ფრინველის მთლიანი სხეული სისხლისგან დაცლის, ბუმბულის გაცლის და შიგნეულის გამოცლის შემდეგ; თუმცა თირკმელების ამოღება ხდება შეხედულებისამებრ; გამოშიგნული ტანხორცი შეიძლება წარმოდგენილი იყოს გასაყიდად შიგნეულით ან მის გარეშე, როგორიცაა გული, მუცლის ღრუში არსებული ღვიძლი, კუჭი და კისერი;

ბ) ნაჭრები – ფრინველის ხორცი, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის ზომის და მახასიათებლების გამო იდენტიფიცირებული უნდა იყოს, როგორც ტანხორცის კონკრეტული ნაწილიდან მიღებული;

გ) დაფასოებული ფრინველის ხორცი – „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ (შემდგომში – „ტექნიკური რეგლამენტი  მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად წარმოდგენილი ფრინველის ხორცი;

დ) დაუფასოებელი ფრინველის ხორცი – საბოლოო მომხმარებლისთვის შეფუთვის გარეშე გასაყიდად წარდგენილი ფრინველის ხორცი ან ამ უკანასკნელის მოთხოვნით გაყიდვის ადგილას დაფასოებული (შეფუთული) ფრინველის ხორცი;

ე) მარკეტინგი – გასაყიდად ფლობა ან წარდგენა, გასაყიდად შეთავაზება, გაყიდვა, მიწოდება ან მარკეტინგის ნებისმიერი სხვა ფორმა;

ვ) პარტია – ერთნაირი სახეობის და ტიპის, იმავე კლასის იმავე საწარმოო ციკლის, იმავე სასაკლაოდან ან იმ დამჭრელი საამქროდან მიღებული ფრინველის ხორცი, რომელიც განთავსებულია იმავე ადგილას, რომელიც უნდა იქნეს ინსპექტირებული. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლთან, დანართთან №3 „ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრულ აღნიშვნებთან დაკავშირებული მოთხოვნები“ და დანართთან №4 „ლღობის შედეგად გამოწვეული დანაკარგის განსაზღვრა (წვეთოვანი მეთოდი)“ დაკავშირებით, პარტია უნდა მოიცავდეს იმავე ნომინალური წონის კატეგორიის დაფასოებას;

ზ) მოყინული (ხარისხის შემცირების თვალსაზრისით) – ადგილობრივად ან გავრცობილად კანისა და/ან ხორცის შეუქცევადი გამოშრობის შედეგი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ერთ-ერთი შემდეგი ცვლილება:

ზ.ა) ბუნებრივ ფერში ( ძირითადად გაუფერულება);

ზ.ბ) სუნსა და არომატში (უსუნო ან არასასიამოვნო);

ზ.გ) ტექსტურაში (მშრალი, ფორებიანი).

თ) ნომინალური წონა – პროდუქტის რაოდენობა წონაში ან მოცულობაში, რომელსაც დაფასოებული პროდუქტი უნდა შეიცავდეს;

ი) რეალური შემცველობა – დაფასოებული პროდუქტის ფაქტობრივი რაოდენობა (წონა ან მოცულობა). მოცულობის ერთეულებში გამოხატული პროდუქტის რაოდენობის შემოწმებასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციისას, რეალური შემცველობის გასაზომად გამოყენებული სიდიდე უნდა გაიზომოს ან კორექტირდეს 200C ტემპერატურაზე, მიუხედავად იმისა, შეფუთვა ან შემოწმება რა ტემპერატურაზეა განხორციელებული. ტემპერატურასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ გამოიყენება ღრმად გაყინული და გაყინული პროდუქტების მიმართ, რომელთა რაოდენობა გამოხატულია მოცულობით ერთეულში;

კ) უარყოფითი შეცდომა – რაოდენობა, რამდენითაც დაფასოებული პროდუქტის რეალური შემცველობა ნაკლებია მის ნომინალურ წონაზე.

მუხლი 3

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, მარკეტინგის განსახორციელებლად ფრინველის ტანხორცი წარდგენილი უნდა იქნეს გასაყიდად ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:

ა) ნაწილობრივ გამოშიგნული;

ბ) შიგნეულით;

გ) შიგნეულის გარეშე (შეიძლება დამატებული იქნეს სიტყვა „გამოშიგნული“).

2. ნაწილობრივ გამოშიგნულია ტანხორცი, რომლიდანაც გული, ღვიძლი, ფილტვები, კუჭი, ჩიჩახვი და თირკმელი არ არის ამოღებული.

3. ყველა ტანხორცის წარდგენისთვის, თუ თავი არ არის მოჭრილი, ტრაქეა, საყლაპავი და ჩიჩახვი შეიძლება დარჩეს ტანხორცში.

4. შიგნეული უნდა მოიცავდეს მხოლოდ შემდეგს: გული, კისერი, კუჭი და ღვიძლი და ყველა სხვა ნაწილი, რომელიც ითვლება საკვებად ვარგისად ბაზრის მიერ, სადაც პროდუქტი გამიზნულია საბოლოო მოხმარებისთვის. ღვიძლი უნდა იყოს ნაღვლის ბუშტის გარეშე. კუჭი უნდა იყოს რქოვანი მემბრანისა და შიგთავსის გარეშე. გული შესაძლოა იყოს პერიკარდიუმის პერანგის გარეშე. თუ კისერი რჩება ტანხორცზე, ის არ ითვლება როგორც შიგნეული. თუ ამ ოთხი ორგანოდან ერთ-ერთი ჩვეულებრივ არ შედის გასაყიდ ტანხორცში, მაშინ მისი არარსებობა მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე.

5. ფრინველის ხორცი მარკეტინგისას უნდა აკმაყოფილებდეს „ტექნიკური რეგლამენტი – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ განსაზღვრულ მოთხოვნებს   და ქვემოთ განსაზღვრული მაჩვენებლები წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართულ დოკუმენტებში აღნიშნული დადგენილების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლით განსაზღვრული კატეგორია;

ბ) პირობები (ახალი, გაყინული, სწრაფად გაყინული), რომელშიც ფრინველის ხორცის მარკეტინგი განხორციელდა და  შენახვის რეკომენდებული ტემპერატურა.

მუხლი 4

1. დასახელება, რომლითაც ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტი იყიდება „ტექნიკური რეგლამენტის „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრულ დასახელებებს, რომელიც განმარტებულია შემდეგ შემთხვევაში:

ა) მთლიანი ტანხორცი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წარდგენის ერთ-ერთ ფორმაზე მითითებით;

ბ) ფრინველის ნაჭრები, შესაბამისი სახეობების მითითებით.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის პირველი-მე-2 მუხლებით განსაზღვრული დასახელება შეიძლება შეივსოს სხვა ტერმინებით იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი  შეცდომაში არ შეიყვანს მომხმარებელს  და კონკრეტულად არ გამოიწვევს აღრევას ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის პირველი-მე-2 მუხლებით განსაზღვრულ სხვა პროდუქტთან ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრულ მითითებებთან.

მუხლი 5

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრული პროდუქტებისგან განსხვავებული პროდუქტების მარკეტინგი უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ დასახელებით, რომელიც შეცდომაში არ შეიყვანს მომხმარებელს და არ შეუქმნის მცდარ წარმოდგენას ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრულ დასახელებებთან ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრულ მითითებებთან.

2. გარდა იმისა, რომ უნდა შეესაბამებოდეს „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ დადგენილების მოთხოვნებს, საბოლოო მომხმარებლისთვის განკუთვნილი ფრინველის ხორცის ეტიკეტირება, წარდგენა და რეკლამირება უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს.

3. ახალი ფრინველის ხორცის შემთხვევაში, მითითებული უნდა იქნეს „გამოიყენება...მდე“ ვადა  „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“  23-ე მუხლის შესაბამისად.

4. დაფასოებული ფრინველის ხორცის შემთხვევაში, პროდუქტზე ან თანდართულ ეტიკეტზე ასევე მითითებული უნდა იქნეს შემდეგი მახასიათებლები:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლით განსაზღვრული კატეგორია;

ბ) პირობები (ახალი, გაყინული, სწრაფად გაყინული), რომელშიც ფრინველის ხორცის მარკეტინგი ხორციელდება და  შენახვის რეკომენდებული ტემპერატურა;

 გ) სასაკლაოს ან დამჭრელი საამქროს აღიარების ნომერი, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ჭრა და ხორციდან ძვლის მოცილება ხდება რეალიზაციის ადგილზე;

 დ) იმპორტირებულ ფრინველის ხორცზე – წარმოშობის ქვეყანა.

 5. დაუფასოებელი ფრინველის ხორცის გასაყიდად წარდგენისას, გარდა ისეთი შემთხვევისა, როცა დაჭრა და ხორცის ძვლისგან მოცილება ხდება რეალიზაციის ადგილას, იმ პირობით, რომ ასეთი ჭრა და ხორცის ძვლისგან მოცილება ხორციელდება მომხმარებლის მოთხოვნითა და თანდასწრებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს „ტექნიკური რეგლამენტი – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“   31-ე მუხლი.

6. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტების გაუთვალისწინებლად, არ არის აუცილებელი ფრინველის ხორცის კატეგორიზაცია ან ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დამატებითი მონაცემების მითითება დამჭრელ ან გადამამუშავებელ საწარმოში მიწოდების შემთხვევაში.

მუხლი 6

ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული გაყინული ფრინველის ხორცის ტემპერატურა უნდა იყოს სტაბილური და შენარჩუნებული მთელ პროდუქტში – (-12 °C)-ზე ან დაბლა, არაუმეტეს 3°C-ის აღმავალი ცვლილებით. პროდუქტის ტემპერატურის ეს ცვლილება უნდა იყოს დაშვებული ადგილობრივ დისტრიბუციაში და საცალო ვაჭრობის ვიტრინებში შენახვისა და განაწილების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით.

მუხლი 7

1. „ა“ და „ბ“ კატეგორიებად კლასიფიცირებისათვის, ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ფრინველის ტანხორცი და ნაჭრები უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ წარმოდგენილ მინიმალურ მოთხოვნებს და იყოს:

ა) უცვლელი, წარდგენის გათვალისწინებით;

ბ) სუფთა, ნებისმიერი ხილული უცხო სხეულის, ჭუჭყის ან სისხლის გარეშე;

გ) უცხო სუნის გარეშე;

დ) ხილული, სისხლის ლაქების გარეშე, გარდა პატარა და შეუმჩნეველი ლაქებისა;

ე) გამოშვერილი, გატეხილი ძვლების გარეშე;

ვ) მძიმე ტრავმების გარეშე.

2. ახალი ფრინველის ხორცს არ უნდა ჰქონდეს ადრინდელი გაციების ნაკვალევი.

3. იმისთვის, რომ კლასიფიცირებული იყოს, როგორც „ა“ კატეგორიის, ფრინველის ტანხორცი და ნაჭრები დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) უნდა იყოს კარგი სტრუქტურის. ხორცი უნდა იყოს გლუვი, მკერდი კარგად განვითარებული, განიერი, გრძელი და ხორციანი, და კიდურებიც უნდა იყოს ხორციანი. ქათმის, ახალგაზრდა იხვისა ან ჭუჭულის და ინდაურის მკერდზე, ზურგსა და ბარძაყებზე უნდა იყოს თხელი ცხიმის ფენა. მამალზე, ქათამზე, იხვსა და ახალგაზრდა ბატზე დასაშვებია ცხიმის უფრო სქელი ფენა. ბატს უნდა ჰქონდეს ზომიერიდან სქელამდე სისქის ცხიმის ფენა მთელ ტანხორცზე;

ბ) რამდენიმე პატარა ბუმბული, ბუბულის ბუდე და ღინღლი (filoplumes) შესაძლოა იყოს მკერდზე, კიდურზე, ზურგზე, ფეხის სახსრებზე და ფრთების კიდეებზე. მოსახარში ფრინველის, იხვის, ინდაურის და ბატის შემთხვევაში შესაძლოა, ცოტაოდენი ასევე იყოს სხვა ნაწილებზეც;

გ) გარკვეული დაზიანება, ტრავმა და ფერის შეცვლა დაშვებულია, თუ ის პატარა და შეუმჩნეველია და არ არის მკერდზე ან კიდურებზე. შეიძლება არ ჰქონდეს ფრთის წვერი, მისი არსებობის შემთხვევაში კი დასაშვებია ოდნავი სიწითლე და ფოლიკულები;

დ) გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის შემთხვევაში არ უნდა იყოს მოყინვის ნაკვალევი, გარდა ისეთი ნაკვალევისა, რომელიც დამახასიათებელია, პატარა და შეუმჩნეველია და არ არის წარმოდგენილი მკერდზე ან კიდურებზე.

მუხლი 8

1. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 და მე-7 მუხლებით და დანართი №1-ით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შედეგად, შეიძლება მიღებულ იქნეს მთელ პარტიაზე, რომელმაც გაიარა კონტროლი ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ნიმუში, რომელიც შედგება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრული ცალკეული პროდუქტების ჩამოთვლილი რაოდენობისგან, აღებული უნდა იყოს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით თითოეული შესამოწმებელი პარტიიდან სასაკლაოზე, დამჭრელ საამქროში, საბითუმო და საცალო საწყობებში ან მარკეტინგის ნებისმიერ სხვა ეტაპზე, მათ შორის ტრანსპორტირების დროს, შემდეგი რაოდენობით:

 

 

პარტიის ზომა 

(ცალი)

ნიმუშების  რაოდენობა

(ცალი)

დეფექტური ელემენტების დასაშვები რაოდენობა (ცალი)

სულ

დანართი №1-ის პირველი (1) და მე-3 მუხლებისთვის და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტებისათვის

1

2

3

4

100-500

501-3200

>3200

30

50

80

5

7

10

2

3

4

(1) დაშვება თითოეული სახეობის ფარგლებში, არა ერთი სახეობიდან მეორეში

 

ხოლო იმპორტის შემთხვევაში, ნიმუში აღებული უნდა იქნეს ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის დროს, სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შეასაბამისად  მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. „ა“ კატეგორიის ფრინველის ხორცის პარტიის კონტროლის დროს, დეფექტური ელემენტების მთლიანი დასაშვები რაოდენობა მითითებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ცხრილის მე-3 სვეტში. ეს დეფექტური ელემენტები მკერდის ფილეს შემთხვევაში შესაძლოა ასევე მოიცავდეს ფილეებს დაახლოებით ხრტილის წონის 2%-მდე (მოქნილი მკერდის ძვალი). თუმცა დეფექტური ელემენტების რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის პირველი და მე-3 მუხლების და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ცხრილის მე-4 სვეტში წარმოდგენილ მაჩვენებლებს.

4. რაც შეეხება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის მე-3 მუხლს, დაუშვებელია თუნდაც ერთი დეფექტური ელემენტის არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  იხვის ღვიძლი შეადგენს არანაკლებ 240 გრამს და ბატის ღვიძლი  –  არანაკლებ 385 გრამს.

5. „ბ“ კატეგორიის ფრინველის ხორცის პარტიის კონტროლის დროს, დეფექტური ელემენტების დასაშვები რაოდენობა უნდა გაორმაგდეს.

6. როცა შემოწმებული პარტია არ არის შესაბამისი, სააგენტომ უნდა აკრძალოს მისი მარკეტინგი, ხოლო თუ პროდუქტის პარტია სხვა ქვეყნიდანაა, იკრძალება მისი იმპორტი, სანამ არ იქნება იმის მტკიცებულება, რომ ის აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლსა და დანართი №1-ს.

7. თუ ბაზარზე განთავსებული შემოწმებული იმპორტირებული პარტია არ არის შესაბამისი, სააგენტომ ამის შესახებ უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურს, რომელიც, თავის მხრივ, ასეთი პარტიის მწარმოებელი საწარმოდან შემდგომი იმპორტირებისას ვალდებულებას აკისრებს ბიზნესოპერატორს (იმპორტიორს), განახორციელოს ნიმუშის აღება  და გამოკვლევა სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დასადგენად.

უხლი 9

1.  საცალო ვაჭრობაში (გარდა სადისტრიბუციო ტერმინალების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში არსებული სასადილოების, ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების, რესტორნებისა და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევი ობიექტებისა) საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით დაფასოებული გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცი შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს წონის კატეგორიის მიხედვით. შეფუთვა  მოიცავს:

ა) ფრინველის ერთ ტანხორცს;

ბ) ან ერთი ან მეტი, ერთსა და იმავე ტიპის და სახეობის ფრინველისაგან მიღებულ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრულ ნაჭერს.

2. ყველა დაფასოებულ პროდუქტს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად უნდა ჰქონდეს პროდუქტის წონის მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და ცნობილია, როგორც „ნომინალური წონა”.

3. გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის დაფასოება შეიძლება კლასიფიცირებული იყოს ნომინალური წონების კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად:

ა) ტანხორცი:

ა.ა) <1 100გ: 50 გ-ის კლასები (1 050-1000-950, სხვა);

ა.ბ) 1 100 – <2 400 გ: 100გ კლასები (1 100 -1 200 -1300, სხვა);

ა.გ) ≥ 2 400 გ: 200გ კლასები (2400 – 2600 – 2800, სხვა);

ბ) ნაჭრები:

ბ.ა) <1 100 გ: 50გ კლასები (1 050 – 1000-950, სხვა);

ბ.ბ) ≥ 1 100 გ: 100გ კლასები (1100 – 1200 – 1300, სხვა).

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაფასოება უნდა განხორციელდეს ისე, რომ ის აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) რეალური შემცველობა არ უნდა იყოს, საშუალო ნომინალურ წონაზე ნაკლები;

ბ) დაფასოებული პროდუქტების ნაწილი, რომლის უარყოფითი შეცდომა ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ დასაშვებ უარყოფით შეცდომაზე მეტია, საკმაოდ მცირე უნდა იყოს დაფასოებული პარტიებისთვის საიმისოდ, რომ დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები;

გ) არ უნდა განხორციელდეს  მარკეტინგი იმ დაფასოებული პროდუქტის, რომელსაც აქვს ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული დასაშვებ უარყოფით შეცდომაზე ორჯერ მეტი უარყოფითი შეცდომა.

5. გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის დამფასოებლის ან იმპორტიორის პასუხისმგებლობისთვის და სააგენტოს მიერ განსახორციელებელი  კონტროლისთვის, გამოიყენება ამ მუხლის მე-16-23-ე პუნქტები.

6. დაფასოების კონტროლი უნდა განხორციელდეს ნიმუშების აღებით და მოიცავს ორ ნაწილს:

ა) ნიმუშში თითოეული დაფასოების რეალური შემცველობის კონტროლი;

ბ) ნიმუშში დაფასოების საშუალო რეალური შემცველობის კონტროლი.

7. დაფასოებული პროდუქტების პარტია უნდა ჩაითვალოს მისაღებად, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დაფასოების კონტროლი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-12-მე-15 პუნქტებით განსაზღვრულ დაშვების კრიტერიუმს.

8. პროდუქტის პარტია უნდა შედგებოდეს ერთნაირი ნომინალური წონის, ერთნაირი ტიპის და იმავე საწარმოო ციკლის ყველა დაფასოებული პროდუქტებისგან, რომელიც ხორციელდება შემოწმებას დაქვემდებარებულ ერთსა და იმავე ადგილას. პროდუქტის პარტიის ზომა უნდა შემოიფარგლოს ქვემოთ მითითებული რაოდენობებით:

ა) თუ დაფასოება კონტროლდება დაფასოების ხაზის ბოლოს, თითოეული პარტიის რაოდენობა ტოლი უნდა იყოს დაფასოების ხაზზე საათში მაქსიმალურად წარმოებული პროდუქტის, პარტიის ზომის ნებისმიერი შეზღუდვების გარეშე;

ბ) სხვა შემთხვევებში პარტიის ზომა უნდა შემოიფარგლოს 10 000-ით.

 9. ნიმუში, რომელიც მოიცავს დაფასოების შემდეგ რაოდენობას, უნდა იქნეს აღებული შემთხვევითი შერჩევის წესით თითოეული შესამოწმებელი პარტიიდან:

 

პარტიის ზომა

ნიმუშების რაოდენობა

100-500

501-3 200

>3 200

30

50

80

           

10. პარტიაზე, რომელიც შეიცავს 100 დაფასოებულ პროდუქტზე ნაკლებს, თუ განხორციელდა არადესტრუქციული ტესტი, ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 100%-ს.

11. დაფასოებული ფრინველის ხორცის შემთხვევაში დასაშვები უარყოფითი შეცდომა (გრამი) შეადგენს:

 

ნომინალური წონა (გრამი)

დასაშვები უარყოფითი შეცდომა (გრამი)

 

ტანხორცი

ნაჭრები

1100-ზე ნაკლები

1100 < 2 400

2400 და მეტი

25

50

100

25

50

50

 

12. ნიმუშში თითოეული დაფასოებული პროდუქტის რეალური შემცველობის კონტროლისთვის, მინიმალური დასაშვები შემცველობა უნდა გაანგარიშდეს დასაშვები უარყოფითი შეცდომის დაფასოებული პროდუქტის ნომინალური წონიდან გამოკლებით. დაფასოებული პროდუქტის ნიმუში, რომლის რეალური შემცველობა მინიმალურ დასაშვებ შემცველობაზე ნაკლებია, უნდა ჩაითვალოს დეფექტურად.

13. შემოწმებული დაფასოებული პარტია უნდა ჩაითვალოს მისაღებად ან უარყოფილად, თუ ნიმუშში აღმოჩენილი დეფექტური კომპონენტები ნაკლებია ან ტოლია დაშვების კრიტერიუმის ან ტოლია ან აღემატება უარყოფის ქვემოთ ნაჩვენებ კრიტერიუმს:

 

ნიმუშების რაოდენობა

დეფექტური კომპონენტების რაოდენობა

 

დაშვების კრიტერიუმი

უარყოფის კრიტერიუმი

30

50

80

2

3

5

3

4

6

 

14. საშუალო რეალური შემცველობის კონტროლისთვის, დაფასოებული პარტია უნდა ჩაითვალოს მისაღებად, თუ დაფასოების, რომელიც ფორმირებულია ნიმუშად, საშუალო რეალური შემცველობა აღემატება ქვემოთ მითითებულ დაშვების კრიტერიუმს:

 

ნიმუშების რაოდენობა

დაშვების კრიტერიუმი საშუალო

რეალური შემცველობისათვის

 

30

50

80

 

 

X---------≥ Qn – 0,503 s

X------≥ Qn – 0,379 s

X------≥ Qn – 0,295 s

 

X------ = დაფასოებული პროდუქტის საშუალო რეალური შემცველობა;

Qn = დაფასოებული პროდუქტის ნომინალური წონა;

S = პარტიაში დაფასოებული პროდუქტის რეალური შემცველობის სტანდარტული გადახრა.

 

16. შემფუთავი ან იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს დაფასოებული პროდუქტის ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

17. დაფასოებული პროდუქტის რაოდენობა (ან შესაფუთი რაოდენობა) ანუ „რეალური შემცველობა“ უნდა გაიზომოს ან შემოწმდეს წონის ან მოცულობის მიხედვით იმპორტიორის ან/და შემფუთავის მიერ. გაზომვა ან შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი დაშვებული გასაზომი ხელსაწყოების გამოყენებით.

18. შემოწმება შეიძლება ჩატარდეს ნიმუშის აღებით.

19. როდესაც რეალური შემცველობა არ არის გაზომილი (შეფასებული), შემფუთავის მიერ განხორციელებული შემოწმება უნდა იყოს იმგვარად ორგანიზებული, რომ მოახდინოს შიგთავსის რაოდენობრივი ხარისხის უზრუნველყოფა.

20. ამ მუხლის მე-19 პუნქტის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება, თუ შემფუთავი განახორციელებს შემოწმებას სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად და მას ხელთ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს რომ შემოწმება, ცვლილებებისა და შესწორებების გათვალისწინებით, ჩატარდა ყველა მოთხოვნის შესაბამისად.

21. გაზომვისა და შემოწმების სანაცვლოდ იმპორტიორს შეუძლია წარმოადგინოს დასტური (მტკიცებულება), რომ მას აქვს ყველა საჭირო გარანტია, რათა უზრუნველყოს საკუთარი პასუხისმგებლობა.

22. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი რაოდენობრივად გამოსახულია მოცულობით ერთეულში, შეფუთვისას გაზომვისა და შემოწმებისათვის გამოყენებულi უნდა იქნეს ამ ტექნიკურi რეგლამენტის დანართი №4-is შესაბამისად შერჩეული გამზომი კონტეინერი.

23. დაფასოებული პროდუქტის ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შემოწმდეს სააგენტოს მიერ შემფუთავ საწარმოში ნიმუშის აღებით ან, თუ ეს არაპრაქტიკულია, საქართველოში დაფუძნებული იმპორტიორის ან იმპორტიორის წარმომადგენლის საწარმოში.     

მუხლი 10

ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი გაციების მეთოდი უნდა მიეთითოს ეტიკეტზე „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში:

ა) ჰაერით გაციება, იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის ტანხორცის გაციება ხდება ცივი ჰაერით;

ბ) ჰაერის გაფრქვევით გაციება, იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის ტანხორცის გაციება ხდება ცივi წყლის ჭავლით ან წყლის შხეფებით;

გ) ჩაყურსვით (იმერსიით) გაციება, იმ შემთხვევაში, თუ ფრინველის ტანხორცის გაციება ხდება წყლის რეზერვუარში ან ყინულისა და წყლის რეზერვუარში შემხვედრი ნაკადის პროცესის შესაბამისად;

დ) ამ მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მეთოდები, იმ შემთხვევაში, თუ  ფრინველის ტანხორცის გაციება ხდება ამ მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული  მეთოდების  კომბინაციით.

მუხლი 11

1. მეურნეობის ტიპის მითითებისთვის, გარდა ორგანული ან ბიოლოგიური მეურნეობისა, დაუშვებელია ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი დასახელების გარდა  სხვა დასახელების აღნიშვნა ეტიკეტზე „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №3-ით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების შესრულებისას, დასაშვებია ფრინველის ხორცის ეტიკეტზე შემდეგი აღნიშვნების გაკეთება:

ა) „გამოკვებილია . . .%-ით“;

ბ) „ჩაკეტილ სივრცეში გაზრდილი” („საფრინველედან”);

გ) „ბუნებრივ პირობებში გაზრდილი”;

დ) „ტრადიციულად ბუნებრივ პირობებში გაზრდილი”;

ე) „ბუნებრივ პირობებში გაზრდილი – სრული თავისუფლება”.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასახელებები შეიძლება შეივსოს მინიშნებებით, რომლებიც ეხება მეურნეობის ტიპის კონკრეტულ მახასიათებლებს.

4. პაშტეტის საწარმოებლად განკუთვნილი იხვის და ბატის ხორცის ეტიკეტზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მეურნეობის ტიპის მითითებისას, ასევე უნდა მიეთითოს ტერმინი „პაშტეტის წარმოებიდან”.

5. დაკვლასთან დაკავშირებით ასაკის და სუქების პერიოდის ხანგრძლივობა აღნიშნული უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუ გამოყენებულია ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი მეურნეობის ტიპი, და ასაკი არ უნდა იყოს დანართი №3-ის მე-3-მე-4 მუხლებით ან მე-5 მუხლით განსაზღვრულ ასაკზე ნაკლები. თუმცა ეს მოთხოვნა არ გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის პირველი მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფრინველის მიმართ.

მუხლი 12

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრული ტერმინების გამოყენების ავტორიზაციის მქონე სასაკლაო ექვემდებარება აღრიცხვას სააგენტოს მიერ. სასაკლაომ უნდა აწარმოოს ცალკე ჩანაწერები მეურნეობის ტიპის მიხედვით, სადაც შეიტანება ინფორმაცია:

ა) ასეთი ფრინველის მწარმოებელთა საიდენტიფიკაციო მოცემების შესახებ, რომელიც უნდა იქნეს აღრიცხული სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შემდეგ;

ბ) სააგენტოს მოთხოვნისას, თითოეული მწარმოებლის მიერ შენახული ფრინველების რაოდენობის შესახებ, ერთ საწარმოო ციკლში;

გ) მიწოდებული და გადამუშავებული ასეთი ფრინველის რაოდენობისა და ცოცხალი ფრინველის ან ტანხორცის საერთო წონის შესახებ;

დ) გაგზავნის შემდეგ, სულ მცირე, ექვსი თვის გაყიდვების დეტალები, მათ შორის, შემსყიდველების სახელისა და მისამართის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბიზნესოპერატორების ინსპექტირება უნდა განხორციელდეს რეგულარულად. ბიზნესოპერატორებმა უნდა აწარმოონ განახლებული ჩანაწერები გაგზავნიდან არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში, რომელიც ეხება მეურნეობის ტიპის მიხედვით ფრინველების და გაყიდული ფრინველების რაოდენობას და შეიცავდეს ინფორმაციას მყიდველების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მიწოდებული ცხოველის საკვების რაოდენობისა და წყაროს შესახებ.

3. წარმოება, რომელიც იყენებს „ბუნებრივ პირობებში გაზრდილი” დიაპაზონის სისტემას ასევე უნდა აწარმოებდეს იმ თარიღების შესახებ ჩანაწერებს, როცა ფრინველს პირველად მიეცა ამ დიაპაზონში წვდომის შესაძლებლობა.

4. ცხოველის საკვების მწარმოებლებმა და მიმწოდებლებმა უნდა აწარმოონ ჩანაწერები გაგზავნიდან სულ მცირე ექვის თვის განმავლობაში, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეურნეობის ტიპთან დაკავშირებით მწარმოებლებისთვის მიწოდებული საკვების შემადგენლობა შესაბამისობაში იქნება მოცემულ ცხოველის კვებასთან დაკავშირებულ მაჩვენებლებთან.

5. ინკუბატორში უნდა იწარმოებოდეს და ინახებოდეს სულ მცირე გაგზავნიდან ექვსი თვე ფრინველების  ხაზის შესახებ ჩანაწერები, რომლებიც აღიარებულია როგორც ნელა მზარდი და რომლებიც მიეწოდება მწარმოებლებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და ,ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მეურნეობის ტიპის მიხედვით.

6. რეგულარული ინსპექტირება უნდა ჩატარდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლისა და ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტების შესაბამისობის დასადგენად:

ა) ფერმაში: სულ მცირე ერთ საწარმოო ბრუნვაში ერთხელ;

ბ) ცხოველის საკვების მწარმოებელი და მომწოდებელი: სულ მცირე წელიწადში ერთხელ;

გ) სასაკლაოში: სულ მცირე ოთხჯერ წელიწადში;

დ) ინკუბატორში: სულ მცირე ერთხელ წელიწადში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მეურნეობის ტიპისთვის.

7. ამ მუხლით განსაზღვრული ინსპექტირების დროს მოწმდება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის პირველი მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფრინველის დაკვლის ასაკიც.

მუხლი 13

1. იმპორტირებულ ფრინველის ხორცს უნდა ჰქონდეს მითითებული ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით ერთი ან მეტი არჩევითი მაჩვენებელი, წყლის შემცველობის მითითებით, და თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმეტი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იქნეს  ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პროდუქტების ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. იმპორტირებულ ფრინველის ხორცს შეიძლება ჰქონდეს მითითებული ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით ერთი ან მეტი არჩევითი მაჩვენებელი, თუ მას ახლავს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმეტი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იქნეს  ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პროდუქტების ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

3. იმპორტირებულ ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმეტი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იქნეს  ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პროდუქტების ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მუხლი 14

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ში ან დანართ №5-ში – „ქათამში წყლის საერთო შემცველობის განსაზღვრა (ქიმიური მეთოდი)“ აღწერილი მეთოდით განსაზღვრულ ტექნიკურ მაჩვენებლებს.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სასაკლაომ გაატაროს ყველა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულთან შესაბამისობისთვის, კერძოდ სასაკლაოში:

ა) ხორციელდებოდეს წყლის შეწოვის მონიტორინგისთვის, გაციების ეტაპზე და გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის წყლის შემცველობის განსაზღვრისათვის, ნიმუშების აღება;

ბ) შემოწმებების შედეგები აღირიცხებოდეს და ინახებოდეს ერთი წლის განმავლობაში;

გ) თითოეული პარტიის ნიშანდება ხდებოდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს წარმოების თარიღის იდენტიფიცირება და ასახული უნდა იყოს საწარმოს შესაბამის ჩანაწერებში.

მუხლი 15

1. შეწოვილი წყლის შესახებ, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №7-ის „წყლის შეწოვის შემოწმება საწარმოში (გამოკვლევა სასაკლაოზე)“ შესაბამისად, რეგულარული შემოწმებები ან ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №4-ის შესაბამისად შემოწმებები უნდა განხორციელდეს სასაკლაოზე, სულ მცირე, თითოეულ რვასაათიან სამუშაო პერიოდში ერთხელ.

2. თუ ასეთი შემოწმებები გამოავლენს, რომ შეწოვილი წყლის მოცულობა აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტით დაშვებულ წყლის საერთო შემცველობას, გათვალისწინებული უნდა იქნეს გადამუშავების ეტაპზე ტანხორცის მიერ შეწოვილი წყალი, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს, და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შეწოვილი წყლის მოცულობა აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №7 -ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით ან დანართი №4-ის მე-7 მუხლით განსაზღვრულ დონეს, მყისიერად უნდა განხორციელდეს პროცესთან დაკავშირებით აუცილებელი ტექნიკური კორექტირებები სასაკლაოს მიერ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ნებისმიერ შემთხვევაში, სულ მცირე, ყოველ ორ თვეში ერთხელ, უნდა ჩატარდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული წყლის შემცველობის კონტროლი, თითოეული სასაკლაოდან გაყინული ან სწრაფად გაყინული ქათმიდან ნიმუშების აღებით, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ის ან დანართ №5-ის შესაბამისად, რომელთა შერჩევა მოხდება სააგენტოს მიერ. ეს კონტროლი არ უნდა განხორციელდეს ტანხორცისთვის, რომელთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია სააგენტოსთვის დამაკმაყოფილებელი მტკიცებულება, რომ ისინი გამიზნულია ექსკლუზიურად ექსპორტისთვის.

4. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემოწმებები უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. სააგენტოს შეუძლია კონკრეტულ შემთხვევებში, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები, და კერძოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №7-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნატი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სიხშირე გაზარდოს მოცემული სასაკლაოს მიმართ, სადაც დადასტურებულია, რომ ეს აუცილებელია ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად დასაშვები წყლის საერთო შემცველობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის.

5. ყველა შემთხვევაში, როცა მიიჩნევა, რომ გაყინული ან სწრაფად გაყინული ქათმის პარტია არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, სასაკლაომ უნდა განაგრძოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კონტროლი მინიმალური სიხშირით მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ის ან დანართ №5-ის შესაბამისად სამი თანმიმდევრული კონტროლის შემდეგ, რომელიც უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში წარმოების სამ სხვადასხვა დღეს აღებული ნიმუშებით, რომლებმაც აჩვენა უარყოფითი შედეგები.

6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემოწმების ხარჯებს იხდის დაინტერესებული სასაკლაო.

7. გაციების შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემოწმებების შედეგები ასახავს ექვსი თვის განმავლობაში ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართებით №4-№7 განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული კონტროლის სიხშირე შეიძლება შემცირდეს ყოველ თვე ერთ შემოწმებამდე. დანართებში №4-№7 ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შემოწმებების ხელახალი ჩატარება.

8. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კონტროლის შედეგები აღემატება დასაშვებ ლიმიტებს, აღნიშნული პარტია ითვლება, რომ არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს. ასეთ შემთხვევაში სასაკლაოს შეუძლია მოითხოვოს, რეფერენტული გამოცდის ჩატარება აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სააგენტოს მიერ შერჩეული მეთოდის გამოყენებით. ამ რეფერენტული გამოცდის ხარჯები იფარება პარტიის მფლობელის მიერ.

9. თუ რეფერენტული გამოცდის შემდეგ აღნიშნული პარტია არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტომ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა მიზანია დაუშვას ამ სახით მათი მარკეტინგი მხოლოდ იმ პირობით, რომ ტანხორცის, როგორც ინდივიდუალური, ისე ნაყარის, შეფუთვა ნიშანდებული იქნება სასაკლაოს მიერ სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ და ექნება ეტიკეტი ან წარწერა წითელი ფერის ასოებით „წყლის საერთო შემცველობა აღემატება დაშვებულს“.

 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პარტია უნდა დარჩეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, სანამ მისი განხილვა არ მოხდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ხოლო განმეორებით გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში განიკარგება სხვაგვარად. თუ დაუდასტურებს სააგენტოს, რომ უნდა მოხდეს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პარტიის ექსპორტირება, სააგენტომ უნდა გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა აღნიშნული პროდუქტის პარტიის მარკეტინგი არ განხორციელდეს ქვეყანაში.

 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ნიშანდება უნდა იყოს გარკვევით, თვალსაჩინო ადგილზე, არ უნდა იყოს წაშლადი, დამალული, გამუქებული ან შეწყვეტილი სხვა ნაწერით ან გრაფიკულად. ასოები უნდა იყოს სულ მცირე 1 სმ სიმაღლის ცალკეულ შეფუთვაზე და 2 სმ ნაყარი პროდუქტის შეფუთვაზე.

მუხლი 16

1. თუ არსებობს სერიოზული საფუძველი სავარაუდო დარღვევის შესახებ, სააგენტოს შეუძლია განახორციელოს გაყინული ან სწრაფად გაყინული ქათმის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით კონტროლი იმის შესამოწმებლად, რომ ტვირთი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 და მე-15 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოწმებები უნდა განხორციელდეს საქონლის დანიშნულების ადგილას ან ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას, იმ პირობით, რომ საქონლის მარშუტში ჩარევა უნდა მოხდეს რაც შეიძლება ნაკლებად და საქონელი შეიძლება გაიგზავნიოს დანიშნულების ადგილზე სათანადო ნიმუშების აღების შემდეგ. თუმცა აღნიშნული პროდუქტები არ უნდა მიეყიდოს საბოლოო მომხმარებელს სანამ ხელმისაწვდომი არ იქნება კონტროლის შედეგი.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კონტროლი უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად, რათა არ მოხდეს ფრინველის ხორცის ბაზარზე განთავსების გაუმართლებელი დაგვიანება ან ამ დაგვიანებამ არ გამოიწვიოს მათი ხარისხის გაუარესება.

 4. შემოწმებების შედეგები და ნებისმიერი შემდგომი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების მიღების საფუძველი უნდა ეცნობოს ტვირთის მიმღებს, ტვირთის გამგზავნს ან მათ წარმომადგენელს ნიმუშის აღებიდან არაუგვიანეს ორ სამუშაო დღეში.

 5. ტვირთის გამგზავნის ან მისი წარმომადგენელის მოთხოვნისას, აღნიშნული გადაწყვეტილებები და მიზეზები უნდა გადასცეს მას წერილობით, გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობის მოქმედი პროცედურისა და ხანდაზმულობის ვადების მითითებით.

6. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლის შედეგები აღემატება დასაშვებ ლიმიტებს, პარტიის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს რეფერენტული გამოცდის ჩატარება  მისთვის ლაბორატორიული გამოკვლევის პირველადი შედეგებისა და დასკვნის მიწოდებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 

7. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის გამოკვლევა ხდება თავდაპირველი ტესტისთვის გამოყენებული მეთოდით. ასეთი რეფერენტული გამოცდით გამოწვეული ხარჯები უნდა დაფაროს პროდუქტის პარტიის მფლობელმა და იგი ტარდება:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ანალიზი განსაზღვრულია მისი აკრედიტაციის სფეროთი და პირველადი ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებულია სხვა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ;

ბ)  მხარეთა შეთანხმებით შერჩეულ, სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, გარდა საქონლის წარმოშობის ქვეყნისა.

8. თუ ამ მუხლის პირველი–მე-5 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შემდეგ, და თუ მოთხოვნილია რეფერენტული გამოცდა, რომლის შემდეგაც, აღმოჩნდება, რომ გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 და მე-15 მუხლებს, სააგენტომ უნდა გამოიყენოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პროცედურები.

მუხლი 17

1. სააგენტომ უნდა გაატაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14–მე-16 მუხლებით განსაზღვრული შემოწმებებისთვის პრაქტიკული ღონისძიებები მარკეტინგის ყველა ეტაპზე, მათ შორის იმპორტზე კონტროლი ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის დროს უნდა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №4-ის და დანართი №5-ის, ხოლო მე-18 მუხლით განსაზღვრული ფრინველის ნაჭრებისა – დანართი №6-ის შესაბამისად.

2. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14–მე-16 მუხლებით განსაზღვრული შემოწმებებისას, იმპორტირებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №4-ით და დანართი №5-ით, ხოლო მე-18 მუხლით განსაზღვრული ფრინველის ნაჭრების – დანართი №6-ით განსაზღვრული მოთხოვნებს, დაუშვებელია მისი საქართველოში რეალიზაცია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების სიხშირის განსაზღვრის მიზნით, რისკზე დაფუძნებული, სააგენტოსთან შეთანხმებული „მონიტორინგის გეგმა“ მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 18

1. ახალი, გაყინული და სწრაფად გაყინული ფრინველის ქვემოთ ჩამოთვლილი ნაჭრების მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყლის შემცველობა არ აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №6-ში „ფრინველის ნაჭრებში წყლის საერთო შემცველობის განსაზღვრა (ქიმიური მეთოდი)“ აღწერილ გამოკვლევის მეთოდით განსაზღვრულ ტექნიკურად გარდაუვალ ოდენობას:

ა) ქათმის გულმკერდის ფილე, ძვლით ან მის გარეშე, კანის გარეშე;

ბ) ქათმის გულმკერდი კანით;

გ) ქათმის ბარძაყები, ბარკლები, კიდურები, კიდურები ზურგის ნაწილით, კიდურების მეოთხედი – კანით;

დ) ინდაურის გულმკერდის ფილე, კანის გარეშე;

ე) ინდაურის გულმკერდის ფილე კანით;

ვ) ინდაურის ბარძაყები, ბარკლები, კიდურები – კანით;

ზ) ინდაურის უძვლო კიდურის ხორცი, კანის გარეშე.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სასაკლაომ და დამჭრელმა საამქრომ, მიუხედავად იმისა, ისინი მიბმულია თუ არა სასაკლაოზე, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა შესაბამისობაში იყოს ამ მუხლის პირველ პუნქტთან და კერძოდ:

ა) შეწოვილ წყალზე რეგულარულად ტარდება შემოწმებები სასაკლაოზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ასევე ქათმის და ინდაურის ტანხორცთან დაკავშირებით, რომელიც გამიზნულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გასაზღვრულ ახალი, გაყინული და სწრაფად გაყინული ნაჭრების წარმოებისთვის. ეს შემოწმებები უნდა განხორციელდეს სულ მცირე ერთხელ თითოეულ რვასაათიან სამუშაო პერიოდში. თუმცა ინდაურის ტანხორცის ჰაერით გაციების შემთხვევაში არ არის აუცილებელი შეწოვილ წყალზე რეგულარული შემოწმებების ჩატარება. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №7-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ფიქსირებული ლიმიტის მაჩვენებლები ასევე გამოყენებული უნდა იყოს ინდაურის ტანხორცის მიმართ;

ბ) შემოწმებების შედეგები დაფიქსირებულია და ინახება ერთი წლის განმავლობაში;

გ) თითოეული პარტია ნიშანდებულია ისე, რომ შესაძლებელია მისი წარმოების თარიღის იდენტიფიცირება; პარტიის ნიშანდება წარმოდგენილი უნდა იყოს წარმოების ჩანაწერებში.

3. თუ ქათმის  გაციების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტსა და მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების შედეგები აჩვენებს ექვსი თვის განმავლობაში ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართებში №4-№7 ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმების სიხშირე შეიძლება შემცირდეს და ჩატარდეს თვეში ერთხელ. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართებში №4-№7 ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობა გამოიწვევს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმების გამეორებას.

4. სულ მცირე სამ თვეში ერთხელ უნდა განხორციელდეს ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრული წყლის შემცველობის შემოწმებები დამჭრელ საამქროში წარმოებული ფრინველის გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ნაჭრებიდან ნიმუშების აღებით ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №6-ის შესაბამისად. ეს შემოწმებები არ უნდა განხორციელდეს იმ ფრინველის ნაჭრების მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია სააგენტოსთვის დამაკმაყოფილებელი მტკიცებულება, რომ ისინი განკუთვნილია ექსკლუზიურად ექსპორტისთვის.

 5. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №6-ით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის ერთწლიანი პერიოდის შემდეგ დამჭრელ საამქროში გამოკვლევების სიხშირე უნდა შემცირდეს და ჩატარდეს ყოველ ექვს თვეში ერთხელ. ამ კრიტერიუმებთან შეუსაბამობა გამოიწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემოწმებების აღდგენას.

6. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-4-მე-11 პუნქტები და მე-16 და მე-17 მუხლები უნდა იყოს გამოყენებული ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ფრინველის ნაჭრებთან მიმართებაში.

მუხლი 19

გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ტანხორცსა და ახალ, გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში წყლის საერთო შემცველობა, მიუხედავად გამოყენებული გაციების მეთოდისა, განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა.

 

 

დანართი №1

 

განსაზღვრებები

მუხლი 1

 ფრინველის ტანხორცია:

ა) შინაური ფრინველი (Gallus domesticus):

ა.ა) ქათამი, ბროილერი – ფრინველი, რომელშიც გულმკერდის ძვალი მოქნილია (არ არის გაძვლოვანებული);

ა.ბ) მამალი, დედალი, შემწვარი ან მოხარშული ფრინველი – ფრინველი, რომელშიც გულმკერდის ძვალი გამაგრებულია (გაძვლოვანებული);

ა.გ) კასტრირებული მამალი – მამრობითი სქესის ქირურგიული წესით კასტრირებული ფრინველი სქესობრივ სიმწიფემდე, რომელიც დაკლულია სულ მცირე 140 დღის ასაკში: კასტრაციის შემდეგ იგი უნდა იმყოფებოდეს სუქებაზე სულ მცირე 77 დღის განმავლობაში;

ა.დ) 4-6 კვირის წიწილა – 650 გ-ზე ნაკლები ტანხორცის წიწილა (შიგნეულის, თავის და ფეხების გარეშე); 650-750 გ-მდე წიწილას შეიძლება ეწოდოს „წიწილა”, თუ დაკვლის დროს ასაკი არ აღემატება 28 დღეს;

ა.ე) ყვინჩილა – მამრობითი სქესის წიწილა, რომლის გულმკერდის ძვალი გამაგრებულია, მაგრამ არ არის სრულად გაძლოვანებული და რომლის დაკვლის ასაკია სულ მცირე 90 დღე;

ბ) ინდაური (Meleagris gallopavo dom):

ბ.ა) ახალგაზრდა ინდაური ან ინდაურის ჭუკი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი მოქნილია (არ არის გაძვლოვანებული);

ბ.ბ) ინდაური – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი გამაგრებულია (გაძვლოვანებულია);

გ) იხვები (Anas platyrhynchos dom., Cairina muschata), Mulard ducks (cairina muschata x Anas platyrhynchos):

გ.ა) ახალგაზრდა იხვი ან ჭუჭული, ახალგაზრდა მუსკუსის იხვი, ახალგაზრდა მულარდის იხვი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი მოქნილია (არ არის გაძვლოვანებული);

გ.ბ) იხვი მუსკუსის იხვი, მულარდის იხვი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი გამაგარებულია (გაძვლოვანებული);

დ) ბატი (Anser anser dom.):

დ.ა) ახალგაზრდა ბატი ან ბატის ჭუკი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი მოქნილია (არ არის გაძვლოვანებული). ცხიმის ფენა მთელ ტანხორცში თხელია ან ზომიერია; ახალგაზრდა ბატის ცხიმს შესაძლოა ჰქონდეს სპეციალური კვების ფერის ინდიკატორი;

დ.ბ) ბატი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი გამაგრებულია (გაძვლოვანებული); ზომიერიდან სქელამდე ცხიმის ფენა წარმოდგენილია მთელს ტანხორცში;

ე) ციცარი (Numida meleagris domesticus):

ე.ა) ახალგაზრდა ციცარი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი მოქნილია (არ არის გაძვლოვანებული);

ე.ბ) ციცარი – ფრინველი, რომლის გულმკერდის ძვალი გამაგრებულია (გაძვლოვანებული).

მუხლი 2

1. ფრინველის ნაჭრებია:

ა) ნახევარი – ტანხორცის ნახევარი, მიღებული სიგრძივი ამონაჭერით გულმკერდისა და ხერხემლის გასწვრივ გაჭრის შედეგად;

ბ) მეოთხედი – კიდურის მეოთხედი ან მკერდის მეოთხედი, რომელიც მიღებულია ნახევრის სიგანეზე გაჭრის შედეგად;

გ) განუყოფელი კიდურის მეოთხედები – ორივე ფეხის მეოთხედი ზურგის ნაწილთან ერთად, გავით ან მის გარეშე;

დ) მკერდი – გულმკერდი და ნეკნები, ან მათი ნაწილი, განაწილებული მის ორივე მხარეს, გარშემო არსებული კუნთებით. მკერდი შეიძლება წარმოდგენილი იყოს მთლიანი ან ნახევარი;

ე) კიდური – მენჯი, წვივი და პატარა მენჯის ძვალი გარშემო არსებულ კუნთებთან ერთად. ეს ორი გაჭრა უნდა გაკეთდეს შესახსრების ადგილში;

ვ) ქათმის კიდური ზურგის ნაწილით – ზურგის წონა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ნაჭრის 25%-ს;

ზ) ბარძაყი – მენჯი გარშემო კუნთებთან ერთად. ეს ორი გაჭრა უნდა მოხდეს შეერთების სახსრების ადგილებში;

თ) ბარკალი – წვივი და პატარა მენჯი გარშემო კუნთებით. ეს ორი გაჭრა უნდა მოხდეს შესახსრების ადგილში;

ი) ფრთა – მხრის ძვალი, მიმდებარე ნაწილი და იდაყვის ძვალი, გაშემო კუნთებთან ერთად. ინდაურის ფრთის შემთხვევაში მხრის ძვალი, მიმდებარე ნაწილი და იდაყვის ძვალი, გაშემო კუნთებთან ერთად შეიძლება წარმოდგენილი იყოს ცალ-ცალკე. მკერდის ძვალი ფრთის ძვლის ჩათვლით შეიძლება არ იქნეს მოცილებული. გაჭრა შეიძლება მოხდეს შესახსრების ადგილში;

კ) განუყოფელი ფრთები – ორივე ფრთა გაერთიანებული ზურგის ნაწილით, სადაც ამ უკანასკნელის წონა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ნაჭრის 45%-ს;

ლ) მკერდის ფილე – მთლიანი ან ნახევარი მკერდის ძვლის გარეშე ე.ი. მკერდის ძვლისა და ნეკნების გარეშე, ინდაურის მკერდის შემთხვევაში ფილე შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ღრმა მკერდის კუნთებს;

მ) მკერდის ფილე მკერდის ძვლით – მკერდი ფილე კანის გარეშე, მხოლოდ ლავიწისა და მხოლოდ მკერდის ძვლის ხრტილის ნაწილით. ლავიწის და ხრტილის ნაწილის წონა არ უნდა აღემატებოდეს ნაჭრის 3%-ს;

ნ) მკერდის ფილე მაგრეტი – ამ დანართის მე-3 მუხლით  განსაზღვრული იხვისა და ბატის მკერდის ფილე კანითა და კანქვეშა ცხიმით, რომელიც ფარავს მკერდის კუნთებს, მკერდის ღრმა პექტორალური კუნთის გარეშე;

ო) ინდაურის კიდურის უძვლო ხორცი – ინდაურის ბარძაყები ან/და ბარკლები ძვალგაცლილი ე.ი. მენჯის, წვივის და პატარა მენჯის გარეშე, მთლიანი, კუბებად ან სიგრძივად დაჭრილი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუქტებით განსაზღვრული პროდუქტებისთვის „გაჭრა შეიძლება მოხდეს შესახსრების ადგილებში” ნიშნავს გაჭრას ორი ხაზის ფარგლებში, რომელიც მიჯნავს სახსრების შეერთების ადგილებს, როგორც ეს ნაჩვენებია დანართი №2-ის „გამყოფი ჭრა“ გრაფიკულ პრეზენტაციაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტები შეიძლება წარმოდგენილი იყოს კანით ან მის გარეშე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროდუქტის შემთხვევაში კანის არარსებობა ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქტის შემთხვევაში, კანის არსებობა, მითითებული უნდა იქნეს ეტიკეტზე „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში.

მუხლი 3

1. ბატის ან იხვის ღვიძლის პაშტეტისათვის –  Cairina muschata ან Cairina muschata x Anas platyrhynchos სახეობის ბატის ან იხვის ღვიძლი, რომელსაც უნდა კვებავდნენ ისე, რომ წარმოიქმნას ღვიძლის ცხიმის უჯრედოვანი ჰიპერტროფია.

2. ფრინველები, რომლებიდანაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღვიძლი ამოიღეს სრულად უნდა იყოს სისხლგამოცლილი და  ერთგვაროვანი ფერის.

3.  ღვიძლი უნდა იწონიდეს:

ა) იხვისა – არანაკლებ 300გრ-ს (ნეტო);

ბ) ბატისა – არანაკლებ 400 გრ-ს(ნეტო).

 

 

დანართი №2

გამყოფი ჭრა

სურ. 1

ბარძაყის/კიდურისა და ზურგის გამყოფი გაჭრა

მენჯ-ბარძაყის შესახსრების გამიჯვნა

 

 

სურ. 2

ბარძაყისა და ბარკლის გამყოფი გაჭრა

მუხლის შესახსრების გამიჯვნა

 

 

 

 

დანართი №3

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრულ აღნიშვნებთან

დაკავშირებული მოთხოვნები

მუხლი 1

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრული აღნიშვნების დატანა ფრინველის ხორცის ეტიკეტზე დასაშვებია ამ დანართით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისას.

მუხლი 2

1. აღნიშვნის „გამოკვებილი . . . %-ით (კონკრეტული ცხოველის საკვები ინგრედიენტებზე მითითება) გამოყენება შეიძლება მხოლოდ:

ა)  მარცვლეულის შემთხვევაში, თუ ის შეადგენს ცხოველის საკვების ფორმულის სულ მცირე 65% -ს წონის მიხედვით, სუქების პერიოდის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, რომელიც შესაძლოა არ მოიცავდეს მარცვლეულის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის 15%-ზე მეტს; მარცვლეულის ერთი კონკრეტული სახეობის მითითებისას, ის უნდა შეადგენდეს გამოყენებული ცხოველის საკვების ფორმულის სულ მცირე 35%-ს და სულ მცირე 50%-ს სიმინდის შემთხვევაში;

ბ) პარკოსნების ან მწვანე ბოსტნეულის შემთხვევაში, თუ ის შეადგენს საკვების ფორმულის სულ მცირე 5%-ს წონის მიხედვით, სუქების პერიოდის უმეტესი ნაწილის განმავლობაში;

გ) რძის ნაწარმის შემთხვევაში, თუ ის შეადგენს საკვების ფორმულის სულ მცირე 5%-ს წონის მიხედვით დამასრულებელი სტადიის განმავლობაში.

2. აღნიშვნა „შვრიით ნაკვები ბატი” შეიძლება გამოყენებული იყოს, თუ  ბატი იღებს სამკვირიანი სტადიის დამასრულებელ პერიოდში არანაკლებ 500 გ შვრიას დღეში.

მუხლი 3

აღნიშვნის „ჩაკეტილ სივრცეში გაზრდილი (საფრინველიდან)გამოყენება შეიძლება:

ა)  მხოლოდ, როდესაც  იატაკის ერთ მ2 ფართობზე სული ფრინველის რაოდენობა არ აღემატება:

ა.ა) ქათმის, ყვინჩილის, კასტრირებული მამლის შემთხვევაში – 15 ფრინველს, მაგრამ არაუმეტეს 25 კგ. ცოცხალი მასისა;

ა.ბ) იხვის, ციცრის, ინდაურის შემთხვევაში – 25 კგ ცოცხალ მასას;

ა.გ) ბატის შემთხვევაში – 15 კგ ცოცხალ მასას;

ბ)  თუ ფრინველის დაკვლა ხდება:

ბ.ა) ქათმის – 56 დღეში ან უფრო გვიან;

ბ.ბ) ინდაურის – 70 დღეში ან უფრო გვიან;

ბ.გ) ბატის  – 112 დღეში ან უფრო გვიან;

ბ.დ) პეკინის იხვის – 49 დღეში ან ან უფრო გვიან;

ბ.ე) მუსკუსის იხვის – 70 დღეში ან უფრო გვიან მდედრების შემთხვევაში, 84 დღე ან უფრო გვიან მამრების შემთხვევაში;

ბ.ვ) მულარდის მდედრი იხვის – 65 დღე ან უფრო გვიან;

ბ.ზ) ციცრის – 82 დღეში ან მეტი;

ბ.თ) ბატის ჭუკის – 60 დღეში ან უფრო გვიან;

ბ.ი) ყვინჩილის – 90 დღეში ან უფრო გვიან;

ბ.კ) კასტრირებული მამლის – 140 დღეში ან უფრო გვიან.

მუხლი 4

1. აღნიშვნის „ბუნებრივ პირობებში გაზრდილი“ გამოყენება შეიძლება მხოლოდ, თუ:  

ა) საქათმეში სულადობა და დაკვლის ასაკი შეესაბამება ამ დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ლიმიტებს, გარდა ქათმისა, რომელთან დაკავშირებითაც სულადობა შეიძლება გაიზარდოს 13 კგ-მდე, მაგრამ არ უნდა იყოს 27,5 კგ-ზე მეტი ცოცხალი მასა ერთ მ2-ზე, ხოლო კასტრირებული მამლის შემთხვევაში სულადობა არ უნდა აღემატებოდეს 7,5მ2-ს, და არ უნდა იყოს 27,5 კგ ცოცხალ მასაზე მეტი ერთ მ2-ზე;

ბ) ფრინველს თავისი სიცოცხლის ნახევარი პერიოდი მაინც ჰქონდა უწყვეტად დღისით ღია ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც დაფარულია მცენარეებით არანაკლებ:

ბ.ა) 1 მ2 – ერთ ქათამზე ან ციცარზე;

ბ.ბ) 2 მ2 – ერთ იხვზე ან ერთ კასტრირებულ მამალზე;

ბ.გ) 4 მ2ერთ ინდაურზე ან ბატზე;

გ) სუქების სტადიაზე გამოყენებული საკვების ფორმულა  მოიცავს მარცვლეულის არანაკლებ 70%-ს;

დ) საქათმეს აქვს გასასვლელები, რომელთა ჯამური სიგრძე ტოლი იქნება სულ მცირე 4მ-ისა, საქათმის ზედაპირის თითოეულ 100მ2-ზე.

2.  ფრინველის ხორცის ეტიკეტზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აღნიშვნის გამოყენებისთვის  ციცარის შემთხვევაში, ჰაერზე ყოფნა შეიძლება შეიცვალოს ქანდარით, რომლის იატაკის ფართობი უნდა იყოს სულ მცირე საქათმის ფართობის ტოლი და სიმაღლე სულ მცირე 2 მ; გამოყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 10 სმ სიგრძის ქანდარა ერთ ფრინველზე მთლიანად (საქათმე და ქანდარა).

მუხლი 5

1. აღნიშვნის „ტრადიციულად ბუნებრივ პირობებში გაზრდილი“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ:

ა)  საქათმეში სულადობა ერთ მ2-ზე არ აღემატება:

ა.ა) ქათმის შემთხვევაში – 12-ს, მაგრამ არაუმეტეს 25 კგ. ცოცხალ მასას; თუმცა მობილური საქათმის შემთხვევაში, რომლის იატაკის ზედაპირის ფართობი არ აღემატება 150 მ2-ს და რომელიც ღია რჩება ღამით, სულადობა შეიძლება გაიზარდოს 20-მდე, მაგრამ არაუმეტეს 40 კგ-ზე მეტი ცოცხალი მასისა ერთ მ2-ზე;

ა.ბ) კასტრირებული მამლის შემთხვევაში – 6,25 (91 დღემდე ასაკის -12-ს) არაუმეტეს 35კგ ცოცხალი მასა;

ა.გ) მუსკუსის და პეკინის იხვების შემთხვევაში – 8 მამრს, მაგრამ არაუმეტეს 35 კგ. ცოცხალი მასისა, 10 მდედრს, მაგრამ არაუმეტეს 25კგ. ცოცხალი მასისა;

ა.დ) მალარდის იხვის შემთხვევაში – 8-ს, მაგრამ არაუმეტეს 35 კგ. ცოცხალი მასისა;

ა.ე) ციცრის შემთხვევაში – 13-ს, მაგრამ არაუმეტეს 25 კგ. ცოცხალი მასისა;

ა.ვ) ინდაურის შემთხვევაში – 6,25 (შვიდ კვირამდე ასაკის – 10-ს) მაგრამ არაუმეტეს 35 კგ. ცოცხალი მასისა;

ა.ზ) ბატის შემთხვევაში – 5-ს (ექვს კვირამდე ასაკის – 10-ს), 3 სუქების ბოლო სამი კვირის განმავლობაში, თუ იმყოფება დახურul სივრცეში, მაგრამ არაუმეტეს 30კგ. ცოცხალი მასისა;

ბ) საქათმის მთლიანი გამოსაყენებელი ტერიტორია ნებისმიერ ერთ საწარმოო ობიექტზე არ აღემატება 1 600მ2-ს;

გ) თითოეული საქათმე არ მოიცავს:

გ.ა) 4 800 ქათამზე მეტს;

გ.ბ) 5 200 ციცარზე მეტს;

გ.გ) 4 000 მდედრი მუსკუსის ან პეკინის იხვებზე ან 3 200 მამრი მუსკუსის ან პეკინის იხვებზე ან 3 200 მალარდის იხვებზე მეტს;

გ.დ) 2 500 კასტრირებული მამალს, ბატსა და ინდაურზე მეტს;

დ) საქათმეს აქვს გასავლელები, რომელთა კომბინირებული სიგრძეა სულ მცირე 4 მ; საქათმის ზედაპირის თითოეულ 100 მ2-ზე;

ე) არსებობს დღის განმავლობაში უწყვეტად ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა სულ მცირე შემდეგი ასაკიდან:

ე.ა) ექვსი კვირა – ქათმის და კასტრირებული მამლის შემთხვევაში;

ე.ბ) რვა კვირა – იხვის, ბატის, ციცარის და ინდაურის შემთხვევაში;

ვ) ჰაერზე ყოფნა მოიცავს ტერიტორიას, რომელიც ძირითადად დაფარულია მცენარეებით და მოიცავს არაკლებ:

ვ.ა) 2 მ2-ს, თითოეულ ქათამზე ან მუსკუსის ან პეკინის იხვზე ან ციცარზე;

ვ.ბ) 3 მ2-ს, ერთ მალარდის იხვზე;

ვ.გ) 4 მ2-ს, 92 დღიდან ერთ კასტრირებულ მამალზე, 91 დღემდე – 2 მ2-ს;

ვ.დ) 6 მ2-ს ერთ ინდაურზე;

ვ.ე) 10 მ2-ს ერთ ბატზე;

ზ) სუქებაზე მყოფი ფრინველი არის იმ ჯიშის, რომელიც აღიარებულია, როგორც ნელა მზარდი;

თ) სუქების ეტაპზე გამოყენებული ცხოველის საკვების ფორმულა მოიცავს მარცვლეულის არანაკლებ 70%-ს;

ი) დაკვლის მინიმალური ასაკია:

ი.ა) 81 დღე ქათმისთვის;

ი.ბ) 150 დღე კასტრირებული მამალისთვის;

ი.გ) 49 დღე პეკინის იხვისთვის;

ი.დ) 70 დღე მდედრი მუსკუსის იხვისთვის;

ი.ე) 84 დღე მამრი მუსკუსის იხვისთვის;

ი.ვ) 92 დღე მულარდის იხვისთვის;

ი.ზ) 94 დღე ციცარისთვის;

ი.თ) 140 დღე ინდაურისთვის, და ბატისთვის, რომელიც იყიდება მთლიანად შესაწვავად;

ი.ი) 98 დღე მდედრი ინდაურისთვის, რომელიც უნდა დაიჭრას;

ი.კ) 126 დღე მამრი ინდაურისთვის, რომელიც უნდა დაიჭრას;

ი.ლ) 95 დღე ბატისთვის, რომელიც გამიზნულია პაშტეტის და მკერდის ფილე მაგრეტის დასამზადებლად;

ი.მ) 60 დღე ბატის ჭუკებისთვის;

კ) დახურულ სივცეში ყოფნა არ აღემატება:

კ.ა) ქათმისთვის 90 დღის ასაკის შემდეგ – 15 დღეს;

კ.ბ) კასტრირებული მამლისთვის – 4 კვირას;

კ.გ) ბატისა და მალარდის იხვისთვის, რომლებიც გამიზნულია პაშტეტისთვის და მკერდის ფილეს მაგრეტისთვის, 70 დღიანი ასაკის შემდეგ – 4 კვირას.

2. ფრინველის ხორცის ეტიკეტზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აღნიშვნის გამოყენებისათვის ციცრის შემთხვევაში, ჰაერზე ყოფნა შეიძლება შეიცვალოს ქანდარით, რომლის ზედაპირის ფართობი საქათმის ზედაპირის ფართობზე ორჯერ მეტია და სიმაღლე სულ მცირე 2 მ-ია. სულ მცირე 10 სმ. სიგრძის შენობა განკუთვნილია ერთ ფრინველზე მთლიანად (საქათმე და ქანდარა)

მუხლი 6

1. აღნიშვნის „ბუნებრივ პირობებში გაზრდილისრული თავისუფლება“   გამოყენება მოითხოვს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, გარდა ამისა ფრინველებს უნდა შეეძლოთ დღისით ჰაერზე უწყვეტად ყოფნა შეუზღუდავ ტერიტორიაზე.

2. შეზღუდვების შემთხვევაში, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებული ვეტერინარული შეზღუდვებისა, რომელიც გულისხმობს საზოგადოების და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვას და თან სდევს ფრინველის ჰაერზე ყოფნის შეზღუდვა, ფრინველი, რომელიც მოშენდება ამ დანართის პირველი პუნქტის „გ – ე“ ქვეპუნქტებში აღწერილ საწარმოო მეთოდებით, გარდა ციცარისა, რომელიც მრავლდება საქათმეში, შეიძლება განხორციელდეს მარკეტინგი მისი მოშენების მეთოდის სპეციალური მითითებით შეზღუდვის პერიოდის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 12 კვირაზე მეტი ხნით.

 

 

დანართი №4

 

ლღობის შედეგად გამოწვეული დანაკარგის განსაზღვრა

(წვეთოვანი მეთოდი)

მუხლი 1

ეს მეთოდი „ლღობის შედეგად გამოწვეული დანაკარგის განსაზღვრა (წვეთოვანი მეთოდი)“ (შემდგომში – წვეთოვანი მეთოდი) გამოყენებული უნდა იყოს გაყინული ან სწრაფად გაყინული ქათმის დნობის შედეგად წყლის დანაკარგის მოცულობის განსაზღვრისთვის. თუ ტანხორცის წონის პროცენტით გამოხატული ეს წვეთოვანი დანაკარგი (მათ შორის შეფუთვაში დამატებული საკვებად განკუთვნილი სუბპროდუქტები) აღემატება ამ დანართის მე-7 მუხლით განსაზღვრულ ლიმიტირებულ მაჩვენებელს, ითვლება, რომ ჭარბი წყალი შეწოვილი იქნა დამუშავების დროს.

მუხლი 2

წვეთოვანი მეთოდით განსაზღვრული წვეთოვანი დანაკარგი გამოხატული უნდა იყოს, როგორც გაყინული ან სწრაფად გაყინული ტანხორცის, მათ შორის საკვებად განკუთვნილი სუბპროდუქტების, მთლიანი წონის პროცენტის სახით.

მუხლი 3

გაყინული ან სწრაფად გაყინული ტანხორცი, მათ შორის საკვებად განკუთვნილი სუბპროდუქტები, უნდა გალღვეს კონტროლირებად პირობებში, რომელიც საშუალებას იძლევა გაანგარიშდეს დაკარგული წყლის წონა.

მუხლი 4

წვეთოვანი მეთოდის გამოყენებისთვის, საჭიროა შემდეგი აპარატურა:

ა) სასწორი, რომელსაც შეუძლია 5კგ-მდე აწონვა სულ მცირე 1გ-ის სიზუსტით;

ბ) პოლიეთილენის პაკეტები, რომელიც საკმარისია ტანხორცის შესანახად და აქვს პაკეტის დაფიქსირების უსაფრთხო საშუალება;

გ) თერმოსტატიკურად კონტროლირებადი წყლის აბაზანა აღჭურვილობით, რომელსაც შეუძლია დაიტიოს ამ დანართის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ტანხორცი. წყლის აბაზანა უნდა მოიცავდეს წყლის მოცულობას, რომელიც  უნდა იყოს შესამოწმებელი ფრინველის მოცულობაზე რვაჯერ მეტი და შესაძლებლობა ექნება შეინარჩუნოს წყალი 42 ± 20 C ტემპერატურაზე;

დ)  ფილტრის ქაღალდი ან სხვა შემწოვი ქაღალდის პირსახოცი.

მუხლი 5

1 შესამოწმებელი ფრინველის რაოდენობიდან შემთხვევითი შერჩევის მეთოდით იღება ოცი ცალი ტანხორცი. ტანხორცის ამ მუხლის მე-2–მე-11 პუნქტების შესაბამისად შემოწმებამდე, ინახება არაუმეტეს – 180C ტემპერატურაზე.

2. შეფუთვის გარეთა ნაწილი იწმინდება ზედმეტი წყლისა და ყინულის მოსაცილებლად. შეფუთვა და მისი შემცველობა იწონება გრამის სიზუსტით: წონა არის M0.

3. ტანხორცს, ნებისმიერ მასთან ერთად გაყიდულ საკვებად განკუთვნილ სუბპროდუქტებთან ერთად, სცილდება გარეთა შეფუთვა,  მშრალდება და იწონება გრამის სიზუსტით: ეს წონა არის M1.

4. გაყინული ტანხორცის წონა, პლიუს დამატებული სუბპროდუქტები, გაანგარიშდება M0-დან M1-ის გამოკლებით.

5. ტანხორცი, მათ შორის საკვებად განკუთვნილი სუბპროდუქტებისა, თავსდება ძლიერ, წყალგაუმტარ პოლიეთილენის პარკში მუცლის ღრუთი ფსკერისკენ, პარკის დაბოლოებისაკენ. პარკი უნდა იყოს საკმარისი სიგრძის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოდ დახურვა წყლის აბაზანაში ჩადების დროს, მაგრამ არც ისე განიერი, რომ მოხდეს ტანხორცის გადაადგილება ვერტიკალური პოზიციიდან.

6. პარკის ნაწილი, რომელიც მოიცავს ტანხორცს და საკვებად განკუთვნილ სუბბროდუქტებს, სრულად იძირება წყლის აბაზანაში და რჩება ღია, რაც ჰაერის გამოდევნის შესაძლებლობას იძლევა. ის იმყოფება ვერტიკალურ მდგომარეობაში, თუ აუციებლია გამაგრდება პარკში დამატებითი წონის ჩადებით, ისე, რომ წყალი აბაზანიდან ვერ შევიდეს მასში. ინდივიდუალური პარკები ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს.

7. პარკი რჩება წყლის აბაზანაში, 420 C ± 20 C ტემპერატურაზე, პარკის მუდმივად მოძრაობით ან წყლის მუდმივი არევით, სანამ ტანხორცის თერმული ცენტრი (გულმკერდის ყველაზე ღმა ნაწილის კუნთი გულმკერდის ძვალთან ახლოს, ქათამში შიგნეულის გარეშე, ან შიგნეულის მქონეში – შიგნეულის შუაში) არ მიაღწევს სულ მცირე 40 C-ს, რომელიც იზომება ორი შემთხვევით შერჩეული ტანხორციდან. ტანხორცი არ უნდა დარჩეს წყლის აბაზანაში საჭიროზე მეტხანს და უნდა მიაღწიოს 40C-ს. წყალში ჩადების პერიოდი ტანხორცთან დაკავშირებით, რომელიც ინახება – 180 C ტემპერატურაზე არის შემდეგი:

 

წონის კლასი

(გ)

ტანხორცის წონა+

სუბპროდუქტები

(გ)

წყალში ჩაყურსვის (იმერსიის) დროის

მაჩვენებელი წუთებში

 

 

ქათამი

სუბპროდუქტების

 გარეშე

ქათამი სუბპროდუქტებით

<800

850

900

950

1 000

1 050

1 100

1 200

1 300

1 400

<825

825 -874

875-924

925-974

975 -1 024

1 025-1074

1 075 -1 149

1 150 – 1 249

1 250 – 1 349

1 350 – 1 449

77

82

85

88

92

95

98

105

111

118

92

97

100

103

107

110

113

120

126

133

 

8. 1 400გრ-ზე მეტი ტანხორცისთვის, ყოველ დამატებით 100გრ-ზე საჭიროა შვიდი წუთით მეტი დრო. თუ წყალში ჩაყურსვის შემოთავაზებული პერიოდი გაივლის ისე, რომ არ მიაღწევს +40 C-ს, შემოწმებულ ორ ტანხორცში გალღობის პროცესი გრძელდება სანამ ის არ მიაღწევს +40 C-ს თერმულ ცენტრში.

9. წყლის აბაზანიდან ხდება პარკისა და მისი შემცველობის ამოღება; პარკის ფსკერი იხვრიტება, რათა მოხდეს გალღობის დროს წარმოქმნილი წყლის გაჟონვა. პარკი და მისი შემცველობიდან წყლის გაჟონვა უნდა მოხდეს ერთი საათის განმავლობაში +180 C-სა და +250 C-ს შორის გარემოს ტემპერატურაზე.

10. გალღობილი ტანხორცს იღებენ პარკიდან და იღებენ შიგნეულის (თუკი არის) შემცველ შეფუთვას მუცლის ღრუდან. ტანხორცი მშრალდება შიგნიდან და გარედან ფილტრის ქაღალდით ან ქაღალდის პირსახოცებით. შიგნეულის შემცველი პარკი იხვრიტება და წყლის გამოდევნის შემდეგ პარკი და გალღობილი შიგნეული მშრალდება რაც შეიძლება ფრთხილად.

11. გალღობილი ტანხორცის, სუბპროდუქტებისა და პარკის მთლიანი წონა და შეფუთვა განისაზღვრება გრამი სიზუსტით და გამოხატულია როგორც M2.

12. პარკის წონა, რომელიც მოიცავდა შიგნეულს განისაზღვრება გრამის სიზუსტით და გამოხატულია როგორც M3.

მუხლი 6

შედეგების განსაზღვრისათვის, გალღობის გზით წყლის დანაკარგის მოცულობა, როგორც გაყინული ან სწარაფად გაყინული ტანხორცის (მათ შორის, შიგნეული) პროცენტული მაჩვენებელი წონის მიხედვით ანგარიშდება შემდეგი ფორმულით:

((M0 – M1 – M2)/(M0 – M1 – M3)) × 10).

მუხლი 7

1. თუ საშუალო წყლის დანაკარგი გალღობისას ნიმუშში 20 ტანხორცისთვის აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვნებელს, მიიჩნევა, რომ დამუშავების დროს შეწოვილი წყლის მოცულობა აღემატება დასაშვებ ლიმიტს.

2. პროცენტული მაჩვენებლები:

ა) ჰაერით გაციების შემთხვევაში – 1,5%;

ბ) ჰაერის გაფრქვევით გაციების შემთხვევაში – 3,3 %;

გ) ჩაყურსვით (იმერსიით) წყალში გაციება – 5.1%;

დ) გაციების სხვა მეთოდით ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლში განსაზღვრული ორი ან მეტი მეთოდის კომბინაციის შემთხვევაში – 1,5%.

 

 

დანართი №5

 

ქათამში წყლის საერთო შემცველობის განსაზღვრა

(ქიმიური მეთოდი)

მუხლი 1

„ქათამში  წყლის საერთო შემცველობის განსაზღვრა (ქიმიური მეთოდი)“ გამოიყენება გაყინულ და სწრაფად გაყინულ ქათამში წყლის საერთო შემცველობის განსაზღვრისათვის და მოიცავს წყლისა და ცილის შემცველობის განსაზღვრას ჰომოგენიზირებული ფრინველის ტანხორციდან აღებულ ნიმუშში. განსაზღვრული წყლის საერთო შემცველობა დარდება ამ დანართის მე-7 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებში მითითებულ ფორმულარში მოცემულ ლიმიტის მაჩვნებელს, იმის განსაზღვრისათვის ჭარბი წყალი შეთვისებული იქნა თუ არა გადამუშავების დროს. თუ ანალიტიკოსს ეჭვი აქვს ნებიმიერი ნივთიერების არსებობის შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შეფასებაზე, მან უნდა გაატაროს შესაბამისი აუცილებელი სიფრთხილის ზომები.

მუხლი 2

ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს, ამ დანართის მიზნებისთვის გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ტანხორცი – ფრინველის ტანხორცი ძვლებით, ხრტილოვანი ქსოვლითა და სუბპროდუქტებით;

ბ) სუბპროდუქტი – ღვიძლი, გული, კუჭი და კისერი.

მუხლი 3

1. წყლის და ცილის შემცველობები განისაზღვრება  სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) აღიარებული მეთოდით  ან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამკიცებული ანალიზის სხვა მეთოდების გამოყენებით.

2. ტანხორცში წყლის საერთო მაქსიმალური შემცველობა განისაზღვრება ტანხორცის ცილის შემცვლობიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ფიზიოლოგიური წყლის შემცველობას.

მუხლი 4

ქიმიური მეთოდით გამოკვლევისათვის საჭიროა შემდეგი აპარატურა და რეაგენტები:

ა) ტანხორცის და შესაფუთი მასალის ასაწონი სასწორი, სულ მცირე 1გრ-ის სიზუსტით;

ბ) ნაჯახი ან ხერხი ხორცსაკეპი მანქანისთვის, ტანხორცის სათანადო ზომებით დასაჭრელად;

გ) ტევადი ხორცსაკეპი მანქანა და ბლენდერი, რომელსაც შეუძლია გაყინული ან სწრაფად დაყინული ფრინველის ნაჭრების ჰომოგენიზაცია;

დ) წყლის შემცველობის განსაზღვრისთვის ISO 1442-ით განსაზღვრული აპარატურა;

ე) ცილის შემცველობის განსაზღვრისთვის ISO 937-ით განსაზღვრული აპარატურა.

შენიშვნა: სპეციალური ხორცსაკეპი მანქანა არ არის რეკომენდებული. მას უნდა ჰქონდეს საკმარისი ძალა დააქუცმაცოს გაყინული ან სწრაფად გაყინული ხორცი და ძვლები, 4-მმ-იანი ნახვრეტების მქონე დისკიანი ხორცსაკეპი მანქანიდან ჰომოგენური ნარევის მისაღებად.

მუხლი 5

1. შესამოწმებელი ფრინველის რაოდენობიდან, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, აღებული უნდა იქნეს შვიდი ტანხორცი და თითოეული ტანხორცი უნდა შენარჩუნდეს გაყინული, სანამ არ დაიწყება გამოკვლევა ამ  მუხლის მე-2-მე-6 პუნტების შესაბამისად და ეს გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს ამ შვიდი ტანხორციდან თითოეულზე ან შვიდი ტანხორცისგან შემდგარ ნიმუშზე.

2. გამოკვლევისთვის მომზადება დაწყებული უნდა იქნეს საყინულედან ტანხორცის გამოღებიდან ერთი საათის განმავლობაში.

3. შეფუთვის გარეთა ნაწილზე, გაწმენდით, ყინულისა და წყლის მოცილების შემდეგ, თითოეული ტანხორცი იწონება და სცილდება ნებისმიერი შესაფუთი მასალა. ტანხორცის უფრო მცირე ნაწილებად დაჭრის შემდეგ, საკვებად ვარგისი სუბპროდუქტების გარშემო არსებული ნებისმიერი მასალა სცილდება. ტანხორცის საერთო წონა, მათ შორის საკვებად ვარგისი სუბპროდუქტებისა და მიკრული ყინულის წონა, განისაზღვრება გრამის სიზუსტით, ნებისმიერი მოცილებული შესახვევი მასალის წონის გამოკლებით, როგორც „P1“.    

4. შედგენილი ნიმუშის ანალიზის შემთხვევაში, შვიდი ტანხორცის საერთო წონა, რომელიც მომზადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება როგორც „P7“.

5. მთლიანი ტანხორცი, რომლის წონა არის „P1“ ქუცმაცდება ხორცსაკეპ მანქანაში ამ დანართის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული სახით (და, თუ აუცილებელია, ასევე ბლენდერის გამოყენებით), რათა მიღებულ იქნას ჰომოგენური მასალა, რომლიდანაც შემდეგში შესაძლებელი იქნება თითოეული ტანხორციდან რეპრეზენტატიული ნიმუშის აღება.

6. შედგენილი ნიმუშის ანალიზის შემთხვევაში, შვიდივე P7 წონის მქონე ტანხორცი არის დაქუცმაცებული ხორცსაკეპ მანქანაში ამ დანართის მე-4 მუხლის „გ“ქვეპუნქტში მითითებულის სახით (და თუ აუცილებელია ასევე ბლენდერის გამოყენებით), რათა მიღებულ იქნეს ჰომოგენური მასალა, რომლიდანაც შემდეგში შესაძლებელია შვიდივე ტანხორციდან ორი რეპრეზენტატიული ნიმუშის აღება. ამ ორი ნიმუშის გამოკვლევა ხდება ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად.

7. ჰომოგენური მასალის ნიმუში აღებულია და გამოიყენება მყისიერად წყლის შემცველობის დადგენის მიზნით, ISO 1442 –ის შესაბამისად, რათა მიღებული იქნას წყლის შემცველობა „a %“.

8. ჰომეგონური მასალის ნიმუშის აღება ასევე ხდება და გამოიყენება დაუყოვნებლივ, რათა განისაზღვროს აზოტის შემცელობა ISO 937-ის შესაბამისად. აზოტის შემცველობა კონვერტირდება ნედლი ცილის „b %“ შემცველობად მისი 6,25 კოეფიციენტზე გამრავლებით.

მუხლი 6

1. შედეგების გაანგარიშებისათვის:

ა) წყლის წონა (W) თითოეულ ტანხორცში მოცემულია aP1/100-ით და ცილის წონა  (RP) bP1/100-ით და ორივე გამოხატულია გრამებში.  წყლის წონისა (W7) და ცილის წონის (RP7) ჯამი განსაზღვრულია შვიდ გამოკვლეულ ტანხორცში;

 ბ) შედგენილი ნიმუშის ანალიზის შემთხვევაში, გამოკვლეული ორი ნიმუშიდან აღებული წყლისა და ცილის საშუალო შემცველობა იძლევა შესაბამისად „a %“ და „b %“-ს. შვიდ ტანხორცში წყლის წონა (W7) მოცემულია aP7/100-ით, და ცილის წონა (RP7) bP7/100-ით, რომელთაგან ორივე წარმოდგენილია გრამებში.

2. წყლის (WA) და ცილის (RPA) საშუალო წონა იანგარიშება თითოეულის ( წყლისა (W7) და ცილის (RP7)) შვიდზე გაყოფით.

მუხლი 7

1. ამ მეთოდით გრამებში განსაზღვრული თეორიული ფიზიოლოგიური წყლის შემცველობა ქათმისთვის შეიძლება გაანგარიშდეს შემდეგი ფორმულით: 3, 53 * RPA + 23.

2.  იმ ვარაუდით, რომ მომზადების დროს შეწოვილი მინიმალური ტექნიკურად გარდუვალი წყლის შემცველობა უდრის 2%(1)-ს, ქათმისთვის, ჰაერით გაციებისას, ამ მეთოდით განსაზღვრული  წყლის საერთო შემცველობის (გრამებში) (WG) უმაღლესი დასაშვები ლიმიტი წარმოდგენილია შემდეგი ფორმულით (მათ შორის, ნდობის ინტერვალი):  WG = 3,65 *RPA +42.

3.  იმ ვარაუდით, რომ მომზადების დროს შეწოვილი მინიმალური ტექნიკურად გარდუვალი წყლის შემცველობა უდრის 4,5%(1)-ს, ქათმისთვის, ჰაერის გაფრქვევით გაციებისას, ამ მეთოდით განსაზღვრული  წყლის საერთო შემცველობის (გრამებში) (WG) უმაღლესი დასაშვები ლიმიტი წარმოდგენილია შემდეგი ფორმულით (მათ შორის, ნდობის ინტერვალი): WG = 3,79 *RPA +42.

4. იმ ვარაუდით, რომ მომზადების დროს ტექნიკურად გარდუვალი წყლის შემცველობის შეწოვა უდრის 7%(1)-ს, ქათამისთვის, წყალში ჩაყურსვით (იმერსიით) გაციებისას, ამ მეთოდით განსაზღვრული უმაღლესი დასაშვები წყლის საერთო შემცველობა (WG) გრამებში წარმოდგენილია შემდეგი ფორმულით (მათ შორის, ნდობის ინტერვალი):

WG = 3,93 *RPA +42.

5. ქათმისთვის გაციების სხვა მეთოდების ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლით განსაზღვრული ორი ან მეტი მეთოდის კომბინაციის გამოყენებისას, იმ ვარაუდით, რომ მომზადების დროს მინიმალური ტექნიკურად გარდუვალი წყლის შემცველობა უდრის 2%-ს(1), ამ მეთოდით განსაზღვრული წყლის საერთო შემცველობის (გრამებში) (WG) უმაღლესი დასაშვები ლიმიტი წარმოდგენილია შემდეგი ფორმულით (მათ შორის ნდობის ინტერვალი): WG = 3,65 *RPA +42.

6. თუ შვიდი ტანხორცის წყლის საშუალო შემცველობა (WA), რომელიც გაანგარიშებულია ამ დანართის მე-6 მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ აღემატება ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებში (WG) მითითებულ მაჩვენებელს, შემოწმებას დაქვემდებარებული ქათმის რაოდენობა უნდა განისაზღვროს სტანდარტის შესაბამისად.

შენიშვნა: (1) გაანგარიშებულია ტანხორცზე, გარდა  გარე (უცხო) შეწოვილი წყლისა.

 

 

დანართი №6

 

ფრინველის ნაჭრებში წყლის საერთო შემცველობის განსაზღვრა

(ქიმიური მეთოდი)

მუხლი 1

ფრინველის ნაჭრებში წყლის საერთო შემცველობის განსაზღვრისას (ქიმიური მეთოდი)  გამოიყენება ზოგიერთი ფრინველის ნაჭრებში წყლის საერთო შემცველობის განსაზღვრისთვის და მოიცავს ჰომოგენიზირებული ფრინველის ნაჭრების ნიმუშებში წყლისა და ცილის შემცველობის განსაზღვრას. განსაზღვრული წყლის საერთო შემცველობა დარდება ამ დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მითითებული ფორმულარის ლიმიტის მაჩვენებელს, იმის განსაზღვრისთვის ჭარბი წყალი შეთვისებული იქნა თუ არა გადამუშავების დროს. თუ ანალიტიკოსს ეჭვი აქვს ნებისმიერი ნივთიერების არსებობასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შეფასებაზე, მან უნდა გაატაროს შესაბამისი აუცილებელი სიფრთხილის ზომები.

მუხლი 2

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის მე-2 მუხლით განსაზღვრული განმარტებები გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლით განსაზღვრული ფრინველის ნაჭრების მიმართ. ნიმუშის ზომები უნდა იყოს სულ მცირე შემდეგი:

ა) ქათმის გულმკერდითვის – გულმკერდის ნახევარი;

ბ) ქათმის გულმკერდის ფილესთვის – ძვლიანი გულმკერდის ნახევარი კანის გარეშე;

გ) ინდაურის გულმკერდის, ინდაურის გულმკერდის ფილეს და კიდურის ძვლიანი ხორცისთვის – დაახლოებით 100 გრ-იანი პორციები;

დ) სხვა ნაჭრებისთვის –  როგორც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის მე-2 მუხლში.

2. გაყინული ან სწრაფად გაყინული ნაყარის სახით არსებული პროდუქტების შემთხვევაში (ნაჭრები, რომლებიც ცალ-ცალკე არ არის შეფუთული) დიდი შეფუთვები, საიდანაც ხდება ნიმუშების აღება, შეიძლება ინახებოდეს 0°C-ზე, სანამ შესაძლებელი არ იქნება ცალკეული ნაჭრების მოცილება.

მუხლი 3

1. წყლის და ცილის შემცველობები განისაზღვრება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ აღიარებული ან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამკიცებული ანალიზის სხვა მეთოდების გამოყენებით.

2. ფრინველის ნაჭრების წყლის საერთო მაქსიმალური შემცველობა განისაზღვრება ნაჭრების ცილის შემცვლობიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ფიზიოლოგიურ წყლის შემცველობას.

მუხლი 4

ქიმიური  მეთოდით გამოკვლევისათვის საჭირო აპარატურა და რეაგენტებია:

ა) ნაჭრების და შესაფუთი მასალის ასაწონი სასწორი, სულ მცირე 1გ-ის სიზუსტით;

ბ) ნაჯახი ან ხერხი ხორცსაკეპი მანქანისთვის ნაჭრების სათანადო ზომებით დასაჭრელად;

გ) ტევადი ხორცსაკეპი მანქანა და ბლენდერი, რომელსაც შეუძლია გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ნაჭრების ან მათგან მიღებული ნაჭრების ჰომოგენიზაცია (სპეციალური ხორცსაკები მანქანა არ არის რეკომენდებული. მას უნდა ჰქონდეს საკმარისი ძალა დააქუცმაცოს გაყინული ან სწრაფად გაყინული ხორცი და ძვლები 4-მმ-იანი ნახვრეტების მქონე დისკიანი ხორცსაკეპი მანქანიდან ჰომოგენური ნარევის მისაღებად);

დ)  წყლის შემცველობის განსაზღვრისთვის ISO 1442-ით განსაზღვრული აპარატურა;

ე) ცილის შემცველობის განსაზღვრისთვის ISO 937-ით განსაზღვრული აპარატურა.

მუხლი 5

1. ხუთი ნაჭერი უნდა იქნეს აღებული შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შესამოწმებელი ფრინველის ნაჭრების რაოდენობიდან და თითოეულ შემთხვევაში შენარჩუნდეს გაყინული ან მაცვირის ტემპერატურაზე, სანამ არ დაიწყება გამოკვლევა ამ მუხლის მე-3-მე-9 პუნქტების შესაბამისად.

2. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული გაყინული ან სწრაფად გაყინული ნაყარი სახით არსებული პროდუქტების ნიმუშები შესაძლებელია ინახებოდეს 0°C-ზე გამოკვლევის დაწყებამდე; გამოკვლევა შეიძლება ეხებოდეს ცალ-ცალკე ამ ხუთი ნაჭრიდან თითოეულს ან ხუთი ნაჭრისგან შემდგარ ნიმუშს.

3.  ნიმუშების მომზადება დაწყებული უნდა იქნეს საყინულიდან ან მაცივრიდან ტანხორცის გამოღებიდან ერთი საათის განმავლობაში.

4. შეფუთვის გარეთა ნაწილზე, გაწმენდით, ყინულისა და წყლის მოცილების შემდეგ თითოეული ნაჭერი იწონება და სცილდება ნებისმიერი შესაფუთი მასალა. ნაჭრების უფრო მცირე ნაწილებად დაჭრის შემდეგ, ფრინველის ნაჭრის წონა, განსაზღვრულია გრამის სიზუსტით ნებისმიერი შესახვევი მასალის წონის გამოკლების შემდეგ, როგორც „P1“.

5. შედგენილი ნიმუშის გამოკვლევის შემთხვევაში, ხუთი ნაჭერის მთლიანი წონა, რომელიც მომზადებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება, როგორც „P5“.

6. მთლიანი ნაჭერი, რომლის წონა არის „P1“ ქუცმაცდება ხორცსაკეპ მანქანაში ამ დანართის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნტში მითითებული სახით (და, თუ აუცილებელია, ასევე ბლენდერის გამოყენებით), რათა მიღებულ იქნას ჰომოგენური მასალა, რომლიდანაც შემდეგში შესაძლებელი იქნება თითოეული ნაჭრიდან რეპრეზენტატიული ნიმუშის აღება.

7. შედგენილი ნიმუშის გამოკვლევის შემთხვევაში, რომელთაგან ყველა ხუთივე ნაჭერის წონაა „P5“, გატარდება ამ დანართის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორცსაკეპ მანქანაში (და თუ აუცილებლია, ასევე ბლენდერის გამოყენებით), რათა მიღებული იყოს ჰომოგენური მასალა, საიდანაც შესაძლოა შემდეგ აღებული იქნას ხუთი ნაჭრიდან ორი რეპრეზენტატიული ნიმუში. ამ ორი ნიმუშის გამოკვლევა ხდება ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.

8. ჰომოგენური მასალის ნიმუში აიღება და გამოიყენება მყისიერად წყლის შემცველობის დასადგენად ISO 1442 –ის შესაბამისად, რათა მიღებული იქნას წყლის შემცველობა „a%“.

9. ჰომოგონური მასალის ნიმუშის აიღება და გამოიყენება დაუყოვნებლივ აზოტის შემცვლეობა განსასაზღვრად ISO 937 -ის შესაბამისად. აზოტის შემცველობა კონვერტირდება ნედლი ცილის ‘b%’ შემცველობად მისი 6,25 კოეფიციენტზე გამრავლებით.

მუხლი 6

1. შედეგების დაანგარიშებისთვის:

ა)  წყლის წონა (W) თითოეულ ნაჭერში მოცემულია aP1/100 –ით და ცილის წონა (RP) bP1/100 –ით, რომელთაგან ორივე გამოხატულია გრამებში და  განისაზღვრება წყლის წონისა (W5) და ცილის წონის (RP5) ჯამი ხუთ გამოსაკვლევ ნაჭერში;

ბ) შედგენილი ნიმუშის ანალიზის შემთხვევაში, გამოკვლეული ორი ნიმუშიდან აღებული წყლისა და ცილის საშუალო შემცველობა იძლევა შესაბამისად ‘a%’ და ‘b%’-ს. წყლის წონა (W5) ხუთ ნაჭერში მოცემულია aP5/100-ით, და ცილის წონა (RP5) bP5/100-ით, რომელთაგან ორივე წარმოდგენილია გრამებში.

2.  წყლის (WA) და ცილის (RPA) საშუალო წონა დაანგარიშებულია თითოეულის (წყლისა (W5) და ცილის (RP5)) საშუალო წონის ხუთზე გაყოფით.

3. საშუალო ფიზოლოგიური W/RP შეფარდება განსაზღვრული ამ დანართით განსაზღვრული მეთოდით, არის:

ა) ქათმის გულმკერდის ფილეს შემთხვევაში – 3,19 ± 0,12;

ბ) ქათმის კიდური და კიდურის მეოთხედის შმთხვევაში – 3,78 ± 0,19;

გ) ინდაურის გულმკერდის ფილეს შემთხვევაში – 3,05 ± 0,15;

დ) ინდაურის კიდურის შმთხვევაში – 3,58 ± 0,15;

ე) ინდაურის კიდურის ძვალგამოცლილი ხორცის შემთხვევაში – 3,65 ± 0,17.

4. იმ ვარაუდით, რომ მომზადების დროს მინიმალური ტექნიკურად გარდუვალი შეწოვილი წყლის შემცველობა შეადგენს 2%-ს, 4%-ს ან 6%-ს(1) პროდუქტის ტიპის და გამოყენებული გაციების მეთოდის მიხედვით, W/RP-ს უმაღლესი დასაშვები შეფარდება, ამ დანართით განსაზღვრული მეთოდით შემდეგია:

 

 

ჰაერით

გაციებული

ჰაერის

გაფრქვევით გაციებული

წყალში ჩაყურსვით (იმერსიით)

გაციებული

ქათმის გულმკერდის ფილე კანის გარეშე

3,40

3,40

3,40

ქათმის გულმკერდი კანით

3,40

3,50

3,60

ქათმის ბარძაყი, ბარკალი, კიდური, კიდური ზურგის ნაწილით, კიდურის მეოთხედი – კანით

4,05

4,15

4,30

ინდაურის გულმკერდის ფილე კანის გარეშე

3,40

3,40

3,40

ინდაურის გულმკერდის ფილე კანით

3,40

3,50

3,60

ინდაურის ბარძაყი, ბარკალი, კიდური – კანით

3,80

3,90

4,05

ძვალგამოცლილი ინდაურის კიდურის ხორცი კანის გარეშე

3,95

3,95

3,95

           

5. გაციების სხვა მეთოდების ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლით განსაზღვრული ორი ან მეტი მეთოდის კომბინაციის შემთხვევაში, გარდუვალი წყლის შემცველობა სავარაუდოდ შეადგენს 2%-ს და უმაღლესი დასაშვები W/PR შეფარდება არის ისეთი, როგორც ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ჰაერით გაციების შემთხვევაში ცხრილში.

6. თუ ხუთი ნაჭრის საშუალო WA/RPA შეფარდება, რომელიც გაანგარიშდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ აღემატება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შეფარდებას, ფრინველის ნაჭრების რაოდენობა, რომელიც ექვემდებარება შემოწმებას, მიჩნეულია სტანდარტთან შესაბამისად.

შენიშვნა: (1) გაანგარიშებულია ფრინველის ნაჭერზე, გარდა  გარე (უცხო) შეწოვილი წყლისა. თითოეული გაციების მეთოდისათვის ძვალგამოცლილი ინდაურის კიდურის ხორცისთვის კანის გარეშე მინიმალური ტექნიკურად გარდაუვალი შეწოვილი წყლის შემცველობა შეადგენს 2%-ს.

 

 

დანართი №7

 

წყლის შეწოვის შემოწმება საწარმოში

(გამოკვლევა სასაკლაოზე)

მუხლი 1

1. რვა საათიან სამუშაო პერიოდში სულ მცირე ერთხელ გამოშიგვნის ხაზზე, დაუყოვნებლივ, გამოშიგვნის, სუბპროდუქტისა და ცხიმის ამოღების შემდეგ, საჭიროა:

ა) პირველი გარეცხვამდე, შემთხვევით შეირჩეს 25 ტანხორცი;

ბ)  აუცილებლობისას,  მოიჭრას კისერი და კისრის კანი დარჩეს ტანხორცზე;

გ)  თითოეული ტანხორცის ცალ-ცალკე იდენტიფიკაცია. თითთოეული ტანხორცის აწონვა და  წონის გრამის სიზუსტით დაფიქსირება;

დ) სატესტო ტანხორცი გამოსაშიგნ ხაზზე ხელახლა დაკიდება, რათა გაგრძელდეს გარეცხვის, გაციების, დაწრეტვის და სხვა ნორმალური პროცესი;

ე) დასაწრეტი ხაზის დასასრულს იდენტიფიცირებული ტანხორცის მოხსნა, რათა არ მოხდეს იმაზე მეტხანს დაწრეტვა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ დაშვებულია იმ  ლოტიდან აღებული ფრინველისთვის, რომლიდანაც ნიმუში იქნა აღებული.

2. ნიმუში შეიცავს პირველ 20 შერჩეულ ტანხორცს. ხდება მათი ხელახალი აწონვა. მათი გრამის სიზუსტით განსაზღვრული წონა იწერება პირველად გაკეთებული წონის გასწვრივ. ტესტი ითვლება ბათილად თუ 20 იდენტიფიცირებულ ტანხორცზე ნაკლები იქნება შერჩეული.

3. ტანხორცის ნიმუშს უნდა მოცილდეს იდენტიფიკაცია და გაგრძელდეს ტანხორცის ჩვეულებრივი ნორმალური შეფუთვის ოპერაცია.

4. უნდა განისაზღვროს შეწოვილი სინესტის პროცენტი გარეცხვის, გაციების და დაწრეტვის შემდეგ ამ ტანხორცების საერთო წონის გამოკლებით, სხვაობის თავდაპირველ წონაზე გაყოფით და 100-ზე გამრავლებით.

მუხლი 2

1. მექანიკური გზით აწონვის ნაცვლად, როგორც ეს აღწერილია ამ დანართის პირველ მუხლში, ავტომატური ასაწონი ხაზები შეიძლება იყოს გამოყენებული იმავე რაოდენობის ტანხორცთან და იმავე პრინციპებთან დაკავშირებული შეწოვილი სინესტის პროცენტულობის განსაზღვრისთვის, იმ პირობით, რომ ავტომატური ასაწონი ხაზი ამ მიზნით  წინასწარ შეთანხმდება სააგენტოსთან.

2. აწონვის შედეგი არ უნდა აღემატებოდეს ტანხორცის თავდაპირველი წონის პროცენტულობას ან ნებისმიერ სხვა მაჩვენებელს, რომელიც უშვებს შესაბამისობას გარე (უცხო) წყლის საერთო მაქსიმალურ შემცველობასთან:

ა) ჰაერით გაციების შემთხვევაში – 0%-ს;

ბ) ჰაერის გაფრქვევით გაციების ემთხვევაში – 2,0%-ს;

გ) წყალში ჩაყურსვით (იმერსიით) გაციება – 4,5%-ს.

3. იმ შემთხვევებში, როცა ტანხორცი ცივდება გაციების სხვა მეთოდით ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლში განსაზღვრული ორი ან მეტი მეთოდის კომბინაციით, წყლის შემცველობის მაქსიმალური პროცენტულობა არ უნდა აღემატებოდეს ტანხორცის თავდაპირველი წონის 0%-ს.