„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 731
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022453
731
04/12/2020
ვებგვერდი, 04/12/2020
300160070.10.003.022453
„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №731

2020 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2019, 300160070.10.003.021358) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“:

1.  მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ ბაზარზე განთავსებული შემოწმებული იმპორტირებული პარტია არ არის შესაბამისი, სააგენტომ ამის შესახებ უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურს, რომელიც, თავის მხრივ, ასეთი პარტიის მწარმოებელი საწარმოდან შემდგომი იმპორტირებისას ვალდებულებას აკისრებს ბიზნესოპერატორს (იმპორტიორს), განახორციელოს ნიმუშის აღება და გამოკვლევა სსიპ –  სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დასადგენად.“.

2.  მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4  და მე-5 პუნქტები:

„4.  თუ იმპორტირებულ ფრინველის ხორცს თან არ ახლავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი წყლის შემცველობასთან დაკავშირებით, დასაშვებია, იმპორტიორმა თავისი ხარჯით განახორციელოს გამოკვლევა სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში და წარადგინოს გამოკვლევის შედეგები შემოსავლების სამსახურში. ნიმუშის აღება ხდება ორ ეგზემპლარად შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ, ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ნიმუშის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული გამოკვლევისთვის, ხოლო მეორე, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით, ლაბორატორიული გამოკვლევის დასრულებამდე სათანადო პირობებში ინახება საქონლის მფლობელის მიერ, დალუქულ მდგომარეობაში. გამოკვლევის შედეგების წარდგენამდე იმპორტიორი პასუხისმგებელია ტვირთზე და დაუშვებელია ტვირთის ბაზარზე განთავსება.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის პირველად შედეგს არ ეთანხმება რომელიმე მხარე, დასაშვებია, განხორციელდეს რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის გამოკვლევა, რომლის  შედეგი საბოლოოა. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის გამოკვლევა ხდება თავდაპირველი ტესტისთვის გამოყენებული მეთოდით, ასეთი რეფერენტული (შედარებითი) გამოცდით ჩატარების ხარჯებს ფარავს მოდავე მხარე. რეფერენტული ნიმუშის გამოკვლევა ტარდება  მხარეთა შეთანხმებით შერჩეულ, სხვა ქვეყნის, კერძოდ, ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოების, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიისა და ისრაელის  საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, გარდა საქონლის წარმოშობის ქვეყნისა.“.

3.  მე-16 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის გამოკვლევა ხდება თავდაპირველი ტესტისთვის გამოყენებული მეთოდით. ასეთი რეფერენტული გამოცდით გამოწვეული ხარჯები უნდა დაფაროს პროდუქტის პარტიის მფლობელმა და იგი ტარდება:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ანალიზი განსაზღვრულია მისი აკრედიტაციის სფეროთი და პირველადი ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებულია სხვა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ;

ბ)  მხარეთა შეთანხმებით შერჩეულ, სხვა ქვეყნის, კერძოდ, ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოების, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიისა და ისრაელის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, გარდა საქონლის წარმოშობის ქვეყნისა.“.

4.  მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. მონიტორინგის ფარგლებში ნიმუშის აღება ხდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი იგზავნება ლაბორატორიაში, ხოლო მეორე, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით, ლაბორატორიული გამოკვლევის დასრულებამდე სათანადო პირობებში ინახება საქონლის მფლობელის მიერ, დალუქულ მდგომარეობაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული მონიტორინგის გეგმის თანახმად აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის პირველად შედეგს, დასაშვებია, განხორციელდეს რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის გამოკვლევა, რომლის შედეგი საბოლოოა. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის გამოკვლევა ხდება თავდაპირველი ტესტისთვის გამოყენებული მეთოდით, ასეთი რეფერენტული (შედარებითი) გამოცდით ჩატარების ხარჯებს ფარავს მოდავე მხარე. რეფერენტული ნიმუშის გამოკვლევა ტარდება:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ანალიზი განსაზღვრულია მისი აკრედიტაციის სფეროთი და პირველადი ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებულია სხვა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ;

ბ)  მხარეთა შეთანხმებით შერჩეულ, სხვა ქვეყნის, კერძოდ, ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოების, ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, შვეიცარიისა და ისრაელის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, გარდა საქონლის წარმოშობის ქვეყნისა.“.

5.  მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ტანხორცსა და ახალ, გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში წყლის საერთო შემცველობა, მიუხედავად გამოყენებული გაციების მეთოდისა, განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა. გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ტანხორცსა და ახალ, გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში ქიმიური მეთოდით წყლის საერთო შემცველობის გამოკვლევით მიღებული შედეგი უნდა შედარდეს შესაბამისი დანართით განსაზღვრულ მაქსიმალურ ნორმასთან.“.

6. დანართ №4-ის − „ლღობის შედეგად გამოწვეული დანაკარგის განსაზღვრა (წვეთოვანი მეთოდი)“ მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. შედეგების განსაზღვრისათვის, გალღობის გზით წყლის დანაკარგის მოცულობა, როგორც გაყინული ან სწრაფად გაყინული ტანხორცის (მათ შორის, შიგნეული) პროცენტული მაჩვენებელი წონის მიხედვით, ანგარიშდება შემდეგი ფორმულით:

((M0 – M1 – M2)/(M0 – M1 – M3)) × 100.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია