„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022747
191
27/04/2021
ვებგვერდი, 29/04/2021
300160070.10.003.022747
„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №191

2021 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2019, 300160070.10.003.021358) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-19 მუხლი ძალაშია 2025 წლის 1 იანვრამდე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“:

ა)  მე-13 მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ტანხორცსა და ახალ, გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში წყლის საერთო შემცველობა, მიუხედავად გამოყენებული გაციების მეთოდისა, განისაზღვროს არაუმეტეს 7%-ით. გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ტანხორცსა და ახალ, გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში ქიმიური მეთოდით წყლის საერთო შემცველობის გამოკვლევით მიღებული შედეგი უნდა შედარდეს შესაბამისი დანართით განსაზღვრულ მაქსიმალურ ნორმასთან.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი