„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 446
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024841
446
27/12/2024
ვებგვერდი, 28/12/2024
300160070.10.003.024841
„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №446

2024 წლის 27 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2019, 300160070.10.003.021358) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-10 მუხლი და მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, დანართ №4-ის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, დანართ №6-ის მე-6 მუხლის მე-5-მე-6 პუნქტები და დანართ №7-ის მე-2 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-19 მუხლი ძალაშია 2026 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე