„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 442
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023653
442
29/08/2022
ვებგვერდი, 30/08/2022
300160070.10.003.023653
„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №442

2022 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2019, 300160070.10.003.021358) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ დანართი №6-ის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი  ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-10 მუხლი და მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, დანართი №4-ის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, დანართი №6-ის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები და დანართ №7-ის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი