„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025132
240
01/07/2025
ვებგვერდი, 02/07/2025
300160070.10.003.025132
„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №240

2025 წლის 1 ივლისი

 ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2019, 300160070.10.003.021358) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-10 მუხლი და მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, დანართ №4-ის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, დანართ №6-ის მე-6 მუხლის მე-5-მე-6 პუნქტები და დანართ №7-ის მე-2 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან.“;

ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-19 მუხლი ძალაშია 2030 წლის 1 იანვრამდე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის დროს, წყლის შემცველობის შემოწმებისას, იმპორტირებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ითა და დანართ №5-ით, ხოლო მე-18 მუხლით განსაზღვრული ფრინველის ნაჭრების – დანართ №6-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახურმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტვირთის ექსპორტიორ ქვეყანაში უკან დაბრუნების შესახებ ან ბიზნესოპერატორს მისცეს მიკვლევადობის უზრუნველყოფით ასეთი პროდუქტის მხოლოდ  წარმოებაში ნედლეულად გამოყენების უფლება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე