დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 77 |
დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016353 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (31/12/2018 - 25/01/2019)
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი წარმოდგენილი დანართის შესაბამისად (ბიუჯეტი დანართის სახით თან ერთვის). |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №55 დადგენილება (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 04.01.2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.124.016275); |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
თავი II
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6196,1 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 5471,1 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს
ბაღდათის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
გრანტები
128.0 ათასი
ლარის
ოდენობით
.
|
მუხლი 6.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 597,0 ათასი ლარის დენობით.
|
თავი III
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი
ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5794,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 381,7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 461,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 80,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა
და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 10.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 20 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.00 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0.00 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
3. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.00 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 12.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -20 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0.00 ათასი ლარის ოდენობით:
3. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 20 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
4. განისაზღვროს ბაღდათის- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის 47,790 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 13.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 20 ათასი ლარის ოდენობით. |
თავი V
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 14.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები |
1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს. მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთ ერთი მთავრი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები, რომელიც განხორციელდება რამოდენიმე მიმართულებით: 1. ახალი სტრუქტურის, დებულებებისა და სამუშაოთა აღწერილობის შექმნა; 2. მმართველობითი გუნდის მუშაობის შეფასების შიდა და გარე სისტემების შექმნა; 3. მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნა; 4. საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება; 5. ქონების მართვის სისტემის გაუმჯობესება; 6.მიმდინარე პროცესების მართვა და სხვა. 1.1 პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება სასესხო ვალდებულებების დაფარვის პროგრამა მიზანი მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების დადგენილ ვადებში დაფარვა. აღწერა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული სესხების მომსახურება. 1. პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესების პროგრამა მიზანი მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა. აღწერა დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში არ არის აქტივების აღრიცხვის ერთიანი სისტემა. საბიუჯეტო პროცესში დაბალია მოსახლეობის ჩართულობის დონე. ყოველივე ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისათვის განხორციელდება თანამშრომლების გადამზადება, მოსახლეობაში გამოკითხვების ჩატარება და აქტივების შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასება, მოსახლეობის ჩართულობისა და გამჭვირვალე პროცესების წარმართვისათვის შეიქმნება და დაინერგება მდგრადი სისტემა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე განათების, წყლის სისტემების და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას რაც წინა პირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახვა დარგების განვითარებას. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა და ა.შ. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა შენახვის პროგრამა პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას, გაგრძელდება მუშაობა ძირითადი და შიდა სასოფლო გზების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ჩატარებული სამუშაოების შედეგად აშენებული, მოდერნიზებული და რეაბილიტირებული იქნება ცენტრალური და შიდასასოფლო მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რაც დადებითად იმოქმედებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მაჩვენებლებზე. პროგრამის აღწერა: პროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობას და რეაბილიტაციას. ასევე ყურადღება ექცევა რეაბილიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ორმოულ შეკეთებებს, ზამთარში მარილის მოყრას, შიდასაუბნო გზების მოხრეშვას. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამის მიზანი: არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, მშენებლობა პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და ახლის მშენებლობა, თოვლცვენის დროს გზებისა და მოედნების გაწმენდისა და ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოების ორგანიზება და სხვა ღონისძიებები. 2.3 სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამის მიზანი: არსებული არხების რეაბილიტაცია-განახლება და ქსელის გაფართოება პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის კომუნალური მეურნეობისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანიაღვრე ქსელების და კოლექტორების მოვლა-პატრონობას, გარკვეული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციას და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გ ნაწილი ამორტიზირებულია და მოითხოვს განახლებას, ხოლო ქსელების ნაწილი სარეკონსტრუქციოა. პროგრამის მიზანია სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირება, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებისწესრიგშიმოყვანა. 2.4. გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პროგრამა/ქვეპოგრამა პროგრამის მიზანი: გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება. პროგრამის აღწერა: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია - დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება და მოვლა პატრონობის ხარჯები. გარე განათების მოვლა პატრონობას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, დასუფთავების და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება. 2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული სივრცეების მოწესრიგება-რეაბილიტაცია, რათა მოსახლეობას მიეცეს სამოქალაქო აქტივობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია, შადრევნების ექსპლოატაცია-რეაბილიტაცია, საპროექტო დოკუმენტაციის მომსახურების შესყიდვა, სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. 2.6. წყლის სისტემების განვითარება პროგრამის მიზანი: წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის მიწოდების ხელშეწყობა, დაფინანსდება არსებული ქსელის რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, ქსელის გაფართოება, საცავების გაწმენდა და სხვა ღონისძიებები. 3. დასუფთავება და გარემოს დაცვა მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პროგრამა მიზნად ისახავს ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობასთან ერთად, ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთი პროგრამების განხორციელებას როგორიცაა მწვანე ნარგავების დარგვა და მოვლა-პატრონობა, გარემოს და სხვა. აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში პოლიტიკას წარმართავს ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური, ხოლო შემსრულებელია ა(ა)იპ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, დასუფთავების და მუნიციპალური სერვისების გაერთიანება 3.1 დასუფთავება და ნარჩენების გატანა პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება და დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება, საყოფაცხოვრებო, მყარი და დიდი ზომის ნარჩენების, ქუჩების მონახვეტის შეგროვება და ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ტრანსპორტირება, ტერიტორიის თოვლის საფარისაგან გაწმენდა, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში თოვლის მასის გატანა; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, დამატებითი ურნებისა დადგმა. 3.2 ქალაქის გამწვანების ღონისძიებები პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა და განვითარება. პროგრამის აღწერა: პროგრამის განხორციელებით საგრძნობლად უმჯობესდება მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობა, იერსახე და მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს მუნიციპალიტეტის მწვანე საფარი. ხორციელდება ბაღების, სკვერების მოვლა–პატრონობა; სკვერების და პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. 4. განათლება სკოლამდელი განათლების განვითარების სისტემის სტრატეგიული მიზანია, სკოლამდელი აღზრდის სისტემა გახდეს სკოლასა და შემდგომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი. პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწას, სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას, შესრულების კონტროლის სტანდარტის გაძლიერებას და სხვა. 4.1 სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებების ფუნქციონირება პროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკი ბავშვების სკოლისთვის მზაობა და სკოლის გარეშე განათლების მიღება პროგრამის აღწერა: პროგრამამ უნდა უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/ მეთოდოლოგიის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა, სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, სკოლის გარეშე განათლების მიცემა მოქმედი სტანდარტების შესაბამისად. 5. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც კულტურის სამსახურის მიერ ასევე კულტურისა და სპორტის სფეროში შექმნილი ააიპ-ების მიერ. 5.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება-პოპულარიზაცია პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებას – პოპულარიზაციას, საქართველოს ნაკრების, ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები); სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულ ფედერაციებთან, სპორტულ ასოციაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების აღდგენა, მშენებლობა. 5.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო, სახალხო, რელიგიური დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების აღნიშვნას, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ტრადიციების მაქსიმალური შენარჩუნება, რათა სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემო შეიქმნას როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც, ხელოვანების წარმოჩენასა და მათი შემოქმედების ხელშეწყობას, ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობას, დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება-გაფართოების მიზნით სპეციალური გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებას, მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში სხვადასხვა თაობის ხელოვანების ჩართულობა, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება და სხვა. 5.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება პროგრამის მიზანი: ახალგაზრდა თაობის ჩართულობის ზრდა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში პროგრამის აღწერა: სხვადასხვა ტიპის აქტივობებით (სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებებით) უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში 6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჯანდაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც გაგრძელდება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული რეკომენდაციის შესაბამისად. მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინასება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველ ფენის ხელმისაწვდომობას ჯანდაცვისა და მომსახურების სხვადასხვ სერვისებზე. 6.1. ჯანმრთელობის დაცვა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოპერატიული ფუნქციების განხორციელების გზით; პროგრამის აღწერა: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა, პრევენციული ღონისძიებების გატარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირება და სხვა. 6.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა პროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; პროგრამის აღწერა: სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის (მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ, უსახლკარო და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები) სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება. გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა და სხვა. |
თავი VI
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 16 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 17 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 18 |
2019 წლის განმავლობაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 19 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 20 |
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 21 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 22 |
მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 04-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 23 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 24 |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 128,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 47,0 ათასი ლარი; ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 79,0 ათასი ლარი. გ) მე 2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები – 2,0 ათასი ლარი 2. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი"–ს 69 –ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 25 |
2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 20,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები