დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №77 დადგენილებაში ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.124.016359 |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №77 დადგენილებაში „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა.“ პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №77 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 31/12/2018 სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.124.016353):
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით(ათასი ლარი):
“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (ათასი ლარი) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9639.5 ათასი ლარის ოდენობით:
“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3571.4 ათასი ლარის ოდენობით.
“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5827,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“. 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4725.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4805.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 80,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
“. 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“. 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთერთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 11. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -1622,2 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0.00 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
3. განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1622,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“.
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთოთხმეტე მუხლის 5.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება - პოპულარიზაცია პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია, სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულ ფედერაციებთან, სპორტულ ასოციაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების აღდგენა, მშენებლობა.“.
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეთხუთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები