დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 788 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.120.05.001.000.224 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (13/08/2004 - 28/12/2005)
საქართველოს კანონი
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ
მუხლი 1
1. ეს კანონი განსაზღვრავს საკონსულო მოსაკრებლის სტრუქტურას, მისი გადახდევინების წესსა და ოდენობას, აგრეთვე გადახდევინებისაგან გათავისუფლების წესსა და შეღავათებს.
2. საკონსულო მოსაკრებელი არის საკონსულო დაწესებულებებისა და სამსახურების მიერ ამ კანონით განსაზღვრული საკონსულო მოქმედებების შესრულებისათვის დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობასა და ეკონომიკურ ღირებულებას.
საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
მუხლი 2
1. საქართველოს მოქალაქე, უცხოელი (უცხო სახელმწიფოს მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი), საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს იურიდიული პირი ვალდებულია გადაიხადოს საკონსულო მოსაკრებელი საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საქართველოს ტერიტორიაზე საკონსულო სამსახურების _ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და მისი წარმომადგენლობების (შემდგომში _ საკონსულო დაწესებულებები) მიერ შესრულებული მოქმედებებისათვის.
2. საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და ნაცვალგების საფუძველზე.
საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
მუხლი 3
ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება შემდეგი საკონსულო მოქმედებებისათვის:
ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა;
ბ) უცხო სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია და პირადობის მოწმობის გაცემა;
გ) მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების გადაგზავნა და გაფორმება;
დ) საქართველოს ვიზის გაცემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება;
ე) ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების გაცემა და გაფორმება;
ვ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან დოკუმენტების გამოთხოვა და გაცემა;
ზ) სანოტარო მოქმედებების შესრულება;
თ) დოკუმენტების ლეგალიზაცია;
ი) საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გასამგზავრებელი დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება;
კ) საზღვაო და საჰაერო ხომალდების საკონსულო მომსახურება.
მუხლი 4
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება ამ კანონის მე-6 მუხლით. საქართველოს ტერიტორიაზე საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ლარებით.
2. უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება ამ კანონის მე-7 მუხლით. უცხო სახელმწიფოში საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს აშშ დოლარებით ან მისი ეკვივალენტი ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტით.
3. საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს საკონსულო მოქმედების შესრულებამდე როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
4. უცხოელს, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ვიზა, უფლება აქვს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე საკონსულო პუნქტში გადაიხადოს შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი როგორც ლარებით, ისე უცხოური ვალუტით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
5. უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
6. მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ამ კანონის დებულებები გამოიყენება ისევე, როგორც მისი მუდმივსაცხოვრებელი სახელმწიფოს მოქალაქისათვის.
7. საკონსულო მოქმედებათა არასამუშაო ან სადღესასწაულო დღეებში შესრულებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ორმაგდება, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ _ „ბ.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1910 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.53
მუხლი 5
1. საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები;
ბ) საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული, საქართველოში ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე კერძო პირები;
დ) პირები სისხლის სამართლის საქმეების, შრომითი სტაჟის, მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის, არასრულწლოვანთა სოციალურ-სამართლებრივი დაცვის, შვილად აყვანისა და საალიმენტო საქმეთა დოკუმენტების გამოთხოვისა და ლეგალიზაციისას;
ე) ოფიციალური დელეგაციის წევრები ვიზების გაფორმებისას;
ვ) პირები დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაფორმებისას;
ზ) საქართველოს მოქალაქეების უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას;
თ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები ვიზების გაფორმებისას;
ი) პირები საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის გაცემისას;
კ) საქართველოს საჯარო მოსამსახურეები საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით გამგზავრების შემთხვევაში შესაბამისი სავიზო დოკუმენტაციის მომზადებისას;
ლ) საქართველოს მოქალაქეები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას;
მ) საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიმავალი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ინვალიდი საქართველოს მოქალაქეები;
ნ) მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი) ოჯახები და უპატრონო ბავშვები დაბადების რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობების გაცემისას;
ო) 16 წლამდე ასაკის პირები;
პ) სხვა პირები _ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. საკონსულო მოსაკრებლის 50 პროცენტის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან:
ა) ცნობილნი იძულებით გადაადგილებულ პირებად _ დევნილებად;
ბ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებისა და მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომისშემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ოჯახის წევრები.
საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1910 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.53
საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №392 - სსმ I, №24, 25.08.2004 წ., მუხ.119
მუხლი 6.
საქართველოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის მოსაკრებლის გადახდა წამოებს შემდეგი განაკვეთებით:
ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა:
ა.ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის პირველადი გაცემა ან შეცვლა _ 25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ა.ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ვადის გაგრძელება _ 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ა.გ) პასპორტში ბავშვის ჩაწერა ან ამოწერა _ 5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ა.დ) სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის მოწმობის გაცემა ან შეცვლა _ 7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ა.ე) სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა _ 15 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ) საქართველოს ვიზების გაცემა, სავიზო დოკუმენტაციის გაფორმება-გადაგზავნა:
ბ.ა) ერთჯერადი ვიზა: |
|
| |
ბ.ა.ა) 1 თვემდე ვადით |
| 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; | |
ბ.ა.ბ) 3 თვემდე ვადით |
| 30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; | |
ბ.ა.გ) გასვლის ვიზა |
| 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; | |
ბ.ბ) ორჯერადი ვიზის გაცემა |
| შესაბამისი ვადის ერთჯერადი ვიზისათვის დაწესებული მოსაკრებლის 150%; | |
ბ.გ) მრავალჯერადი ვიზა 1 წლამდე ვადით |
| 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; | |
ბ.დ) სატრანზიტო ვიზა: |
|
| |
ბ.დ.ა) ერთჯერადი |
| 5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; | |
ბ.დ.ბ) ორჯერადი |
| 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; | |
ბ.ე) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში არსებულ საკონსულო-სავიზო პუნქტებში ვიზის გაცემისათვის |
| შესაბამისი ვადების ვიზის გაცე-მისათვის დადგენილი ოდენობა; | |
ბ.ვ) საქართველოს მოქმედი ვიზის გადატანა ახალ ან დაკარგულ პასპორტში ანდა ვადაგასული პასპორტის სანაცვლოდ გაცემულ პასპორტში |
| 5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; | |
ბ.ზ) საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გასამგზავრებელი დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედების შესრულება: |
|
| |
ბ.ზ.ა) თუ დოკუმენტაცია იგზავნება საქართველოს ტერიტორიაზე |
| 5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; | |
ბ.ზ.ბ) თუ დოკუმენტაცია იგზავნება საქართველოს ფარგლებს გარეთ |
| 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში; | |
გ) დოკუმენტების გამოთხოვა:
ერთი დოკუმენტი _ 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
დ) დოკუმენტების ლეგალიზაცია:
ერთი დოკუმენტი _ 7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ე) სხვა ცნობების გაცემა _ 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ვ) გამოთხოვილი დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1910 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.53
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №392 - სსმ I, №24, 25.08.2004 წ., მუხ.119
მუხლი 7
უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შემდეგი განაკვეთებით:
ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, პირადობისა და რეგისტრაციის მოწმობების გაცემა:
ა.ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის (მათ შორის, საემიგრაციო) პირველადი გაცემა ან შეცვლა _ 60 აშშ დოლარი
ა.ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ვადის გაგრძელება _ 15 აშშ დოლარი
ა.გ) პასპორტში ბავშვის ჩაწერა ან ამოწერა _ 10 აშშ დოლარი
ა.დ) საქართველოს მოქალქის პირადობის მოწმობის გაცემა ან შეცვლა _ 20 აშშ დოლარი
ა.ე) საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა ან შეცვლა _ 15 აშშ დოლარი
ა.ვ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა _ 35 აშშ დოლარი.
ბ) საქართველოს ვიზების გაცემა:
ბ.ა) ერთჯერადი ვიზა: |
|
|
ბ.ა.ა) 1 თვემდე ვადით |
| 10 აშშ დოლარი; |
ბ.ა.ბ) 3 თვემდე ვადით |
| 30 აშშ დოლარი; |
ბ.ა.გ) შემოსვლის ვიზა |
| 10 აშშ დოლარი; |
ბ.ბ) ორჯერადი ვიზის გაცემა |
| შესაბამისი ერთჯერადი ვიზისათვის დაწესებული მოსაკრებ-ლის 150%; |
ბ.გ) მრავალჯერადი ვიზა 1 წლამდე ვადით |
| 100 აშშ დოლარი; |
ბ.დ) სატრანზიტო ვიზა: |
|
|
ბ.დ.ა) ერთჯერადი |
| 5 აშშ დოლარი; |
ბ.დ.ბ) ორჯერადი |
| 10 აშშ დოლარი; |
ბ.ე) საქართველოს მოქმედი ვიზის გადატანა ახალ ან დაკარგულ პასპორტში ანდა ვადაგასული პასპორტის სანაცვლოდ გაცემულ პასპორტში |
| 5 აშშ დოლარი;
|
გ) მოსაკრებელი ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებისათვის:
გ.ა) საქართველოდან ემიგრაციის მსურველი პირის შუალდგომლობისა და თანდართული საბუთების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა _ 5 აშშ დოლარი;
გ.ბ) საზღვარგარეთიდან საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლის (იმიგრაციის) მსურველი პირის შუამდგომლობისა და თანდართული საბუთების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა _ 5 აშშ დოლარი;
დ) მოსაკრებელი საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებებისათვის:
დ.ა) საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხებზე განცხადების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა _ 5 აშშ დოლარი;
დ.ბ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე სათანადო ცნობების გაცემა _ 15 აშშ დოლარი;
ე) მოსაკრებელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებისათვის:
ე.ა) ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის ქორწინების მოწმობის გაცემის ჩათვლით _ 50 აშშ დოლარი
ე.ბ) განქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის განქორწინების მოწმობის გაცემის ჩათვლით, თუ განქორწინება ხდება:
ე.ბ.ა) მეუღლეთა ურთიერთთანხმობით, რომელთაც არ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები _ 100 აშშ დოლარი
ე.ბ.ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით (ერთ-ერთი ან წილობრივად ორივე მეუღლის მიერ) _ 150 აშშ დოლარი
ე.ბ.გ) პირთან, რომელიც დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ან პირთან, რომელიც აღიარებულია ქმედუუნაროდ, ან პირთან, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთით 3 წელზე მეტი ვადით _ 5 აშშ დოლარი
ე.გ) გვარის, სახელის, მამის სახელის გამოცვლის სახელმწიფო რეგისტრაცია, მოწმობის გაცემის ჩათვლით (ქორწინების, მამობის დადგენის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევების გარდა) _ 50 აშშ დოლარი
ე.დ) დაბადების სახელმწიფო რეგისტრაცია, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით _ 30 აშშ დოლარი
ე.ე) გარდაცვალების სახელმწიფო რეგისტრაცია, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით _ 10 აშშ დოლარი
ე.ვ) მამობის დადგენის სახელმწიფო რეგისტრაცია, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით _ 50 აშშ დოლარი
ე.ზ) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების აქტების აღდგენისათვის, მათში ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების შეტანისათვის, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით _ 10 აშშ დოლარი
ე.თ) გვარის აღდგენისათვის _ 50 აშშ დოლარი
ე.ი) სამოქალაქო აქტებზე შესაბამისი მოწმობის ხელმეორედ გაცემისათვის _ 20 აშშ დოლარი
ე.კ) სხვა ცნობების გაცემისათვის _ 20 აშშ დოლარი.
ვ) სანოტარო მოქმედებების შესრულება:
ვ.ა) საცხოვრებელი სახლის, ბინის, მიწის ნაკვეთის, ნაგებობისა და სხვა უძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულების სანოტარო დამოწმება:
ვ.ა.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე _ გარიგების ღირებულების 0,5 %;
ვ.ა.ბ) სხვა მოქალაქეებზე _ გარიგების ღირებულების 3%;
ვ.ბ) ბინის, საცხოვრებელი სახლის (ან მათი ნაწილის) გაცვლის ხელშეკრულების დამოწმება _ გარიგების ღირებულების 2%;
ვ.გ) სატრანსპორტო საშუალების ჩუქებისა და გასხვისების ხელშეკრულების დადასტურება:
ვ.გ.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე _ გარიგების ღირებულების 0,5%;
ვ.გ.ბ) სხვა პირებზე _ გარიგების ღირებულების 3%;
ვ.დ) სესხის ხელშეკრულების დამოწმება _ გარიგების ღირებულების 1%;
ვ.ე) გირავნობის ხელშეკრულების დამოწმება _ ქონების შეფასების 1%;
ვ.ვ) ქირავნობის ხელშეკრულების დადასტურება _ გარიგების ღირებულების 1%;
ვ.ზ) იჯარის ხელშეკრულების დამოწმება _ გარიგების ღირებულების 1%;
ვ.თ) სხვა გარიგების დადასტურება, რომელიც ექვემდებარება შეფასებას _ გარიგების ღირებულების 3%;
ვ.ი) თავდებობის ხელშეკრულების დადასტურება _ ვალდებულების ღირებულების 0,5%;
ვ.კ) სხვა ისეთი გარიგების დამოწმება, რომელიც არ ექვემდებარება შეფასებას _ 20 აშშ დოლარი;
ვ.ლ) ანდერძის დამოწმება _ 10 აშშ დოლარი;
ვ.მ) ანდერძის გაუქმება _ 5 აშშ დოლარი;
ვ.ნ) ქონების სარგებლობის ან განკარგვის უფლების მინდობილობის დამოწმება:
ვ.ნ.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე _ 10 აშშ დოლარი;
ვ.ნ.ბ) სხვა მოქალაქეებზე _ 40 აშშ დოლარი;
ვ.ო) ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის ან მისი განკარგვის უფლების მინდობილობის დამოწმება:
ვ.ო.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე _ 10 აშშ დოლარი;
ვ.ო.ბ) სხვა პირებზე _ 40 აშშ დოლარი;
ვ.პ) სხვაგვარ მინდობილობათა დადასტურება _ 10 აშშ დოლარი;
ვ.ჟ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის დამოწმება _ 5 აშშ დოლარი თითოეულ გვერდზე;
ვ.რ) სააღსრულებლო წარწერის შესრულება _ დაკისრებული თანხის 2%;
ვ.ს) ფულადი თანხის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება _ მიღებული თანხის 0,5%;
ვ.ტ) თამასუქის გადაუხდელობისათვის პროტესტის, აგრეთვე უაქცეპტო და დაუთარიღებელი აქცეპტისდა ჩეკის გაუნაღდებლობის დამოწმება _ გაუნაღდებელი თანხის 1%;
ვ.უ) დოკუმენტების შენახვა _ 2 აშშ დოლარი თვეში;
ვ.ფ) დოკუმენტის ასლის და დოკუმენტიდან ამონაწერის დამოწმება _ 3 აშშ დოლარი თითოეულ გვერდზე;
ვ.ქ) ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება:
ვ,ქ,ა) განცხადებაზე და სხვა დოკუმენტებზე (გარდა საბანკო ბარათისა) _ 5 აშშ დოლარი;
ვ.ქ.ბ) საბანკო ბარათებზე (თითოეულ დოკუმენტზე თითოეული პირის ხელმოწერისათვის) _ 10 აშშ დოლარი;
ვ.ღ) კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემა:
ვ.ღ.ა) პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის _ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის სამემკვიდრეო ქონების ღირებულების 0,5%;
ვ.ღ.ბ) მეორე რიგის მემკვიდრეებისათვის _ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის სამემკვიდრეო ქონების ღირებულების 1,5%;
ვ.ღ.გ) სხვა მემკვიდრეებისათვის _ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის სამემკვიდრეო ქონების ღირებულების 3%;
ვ.ღ.დ) საზღვარგარეთ ქონებასთან მიმართებაში _ 25 აშშ დოლარი;
ვ.ღ.ე) განსაზღვრა სამემკვიდრეო ქონების საბოლოო ღირებულებისა, რომლის გადახდა წარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე მოცემული პუნქტით მემკვიდრეთა რიგითობის მიხედვით დადგენილი ტარიფებით
ვ.ყ) სამემკვიდრეო ქონების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები _ 50 აშშ დოლარი;
ვ.შ) მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ნაწილზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა _ 5 აშშ დოლარი;
ვ.ჩ) საკონსულო დაწესებულებაში არსებული დოკუმენტების ასლის გაცემა _ 3 აშშ დოლარი;
ვ.ც) იმ გარიგების პროექტის მომზადებისათვის, რომელიც არ ექვემდებარება შეფასებას _ 30 აშშ დოლარი;
ვ.ძ) იმ გარიგების პროექტების მომზადებისათვის, რომელიც ექვემდებარება შეფასებას _ გარიგების ღირებულების 0,5%;
ვ.წ) მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მიერ საცხოვრებელ სახლზე (მის ნაწილზე) ან სხვა ქონებაზე სანოტარო მოქმედების შესაჩერებლად მიღებული ზომები _ 10 აშშ დოლარი;
ვ.წ) მოქალაქის სიცოცხლის ფაქტის დადასტურება _ 15 აშშ დოლარი;
ვ.ხ) მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება _ 15 აშშ დოლარი;
ვ.ჯ) ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან მოქალაქის იგივეობის დადასტურება _ 15 აშშ დოლარი;
ვ.ჰ) დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება _ 15 აშშ დოლარი;
ვ.ჰ_ა) ყადაღის ცნობის გაცემა _ 10 აშშ დოლარი;
ვ.ჰ_ბ) სხვა სანოტარო მოქმედებების შესრულება _ 15 აშშ დოლარი;
ვ.ჰ.გ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმნა _ 7 აშშ დოლარი თითოეული გვერდისათვის;
ზ) დოკუმენტების გამოთხოვა (თუ დოკუმენტი ან მის შესახებ ცნობები ვერ იქნა მოძიებული, მოსაკრებელი განმცხადებელს არ უბრუნდება):
ერთი დოკუმენტი _10 აშშ დოლარი;
თ) დოკუმენტების ლეგალიზაცია:
ერთი დოკუმენტი _ 15 აშშ დოლარი;
თ.ა) გამოთხოვილი დოკუმენტის ლეგალიზებისათვის ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება;
ი) საზღვაო და საჰაერო ხომალდების საკონსულო მომსახურება:
ი.ა) საზღვაო პროტესტის შესრულება _ 150 აშშ დოლარი;
ი.ბ) ხომალდის ტვირთის შესახებ ცნობის გაცემა-დამოწმება _ 80 აშშ დოლარი;
ი.გ) საქართველოს ალმით ცურვის უფლების ან ხომალდზე საკუთრების უფლების დროებითი მოწმობის გაცემა _ 150 აშშ დოლარი;
ი.დ) სახომალდე დოკუმენტაციის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სახომალდე ჟურნალის გაფორმება _ 30 აშშ დოლარი;
ი.ე) საზღვაო ხომალდის ეკიპაჟის სრულ ნუსხაში (გემის როლში) ეკიპაჟის წევრების შეტანა ან ამოღება _ 30 აშშ დოლარი;
ი.ვ) სანიტარიული მოწმობის დამოწმება _ 30 აშშ დოლარი.
საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1910 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.53
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №392 - სსმ I, №24, 25.08.2004 წ., მუხ.119
მუხლი 8
პირს, რომლისთვისაც საქართველოს საკონსულო დაწესებულება ასრულებს გარკვეულ საკონსულო მოქმედებას, შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს საქართველოს ნებისმიერ საკონსულო დაწესებულებაში.
საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
მუხლი 9
1. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 9 მაისის №273 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსულ უცხოელ მოქალაქეებზე ვიზების გაცემისათვის გადასახადებისა და საზღვარგარეთ მივლინებულ მოქალაქეებზე საკონსულო მომსახურებისათვის მოსაკრებლების დროებითი განაკვეთების დაწესების შესახებ“;
ბ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 4 ნოემბრის №781 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 9 მაისის №273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
გ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის „1995 წლის 3 მაისის №240 „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ დადგენილების მე-7 და მე-8 პუნქტები;
დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით 1996 წლის 25 აგვისტოს დამტკიცებული:
დ.ა) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და მისი წარმომადგენლობების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის ტარიფი“;
დ.ბ) „საკონსულო მოსაკრებლის ტარიფი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მიერ საზღვარგარეთ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის“;
დ.გ) „მოსაკრებლის ტარიფი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი დანახარჯების ასანაზღაურებლად“.
საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 27 ივნისი.
№788_IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
2. საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1910 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.53
3. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
4. საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №392 - სსმ I, №24, 25.08.2004 წ., მუხ.119
დოკუმენტის კომენტარები