საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

  • Word
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 788
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 15/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 210.020.120.05.001.000.224
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
788
27/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
210.020.120.05.001.000.224
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (03/04/1998 - 16/04/1999)

საქართველოს კანონი

 საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

    მუხლი 1

1. ეს კანონი განსაზღვრავს საკონსულო მოსაკრებლის სტრუქტურას, მისი გადახდევინების წესსა და ოდენობას, აგრეთვე გადახდევინებისაგან გათავისუფლების წესსა და შეღავათებს.

2. საკონსულო მოსაკრებელი არის საკონსულო დაწესებულებებისა და სამსახურების მიერ ამ კანონით განსაზღვრული საკონსულო მოქმედებების შესრულებისათვის დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობასა და ეკონომიკურ ღირებულებას.

საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15

    მუხლი 2

1. საქართველოს მოქალაქე, უცხოელი (უცხო სახელმწიფოს მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი), საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს იურიდიული პირი ვალდებულია გადაიხადოს საკონსულო მოსაკრებელი საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა და საქართველოს ტერიტორიაზე საკონსულო სამსახურების _ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და მისი წარმომადგენლობების (შემდგომში _ საკონსულო დაწესებულებები) მიერ შესრულებული მოქმედებებისათვის.

2. საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და ნაცვალგების საფუძველზე.

საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15

    მუხლი 3

ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება შემდეგი საკონსულო მოქმედებებისათვის:

ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა;

ბ) უცხო სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია და პირადობის მოწმობის გაცემა;

გ) მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების გადაგზავნა და გაფორმება;

დ) საქართველოს ვიზის გაცემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება;

ე) ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების გაცემა და გაფორმება;

ვ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან დოკუმენტების გამოთხოვა და გაცემა;

ზ) სანოტარო მოქმედებების შესრულება;

თ) დოკუმენტების ლეგალიზაცია;

ი) საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გასამგზავრებელი დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება;

კ) საზღვაო და საჰაერო ხომალდების საკონსულო მომსახურება.

    მუხლი 4

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება ამ კანონის მე-6 მუხლით. საქართველოს ტერიტორიაზე საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ლარებით.

2. უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება ამ კანონის მე-7 მუხლით. უცხო სახელმწიფოში საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს აშშ დოლარებით ან მისი ეკვივალენტი ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტით.

3. საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს საკონსულო მოქმედებების შესრულებამდე როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

4. უცხოელს, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ვიზა, უფლება აქვს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე საკონსულო პუნქტში გადაიხადოს შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი როგორც ლარებით, ისე უცხოური ვალუტით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.

5. უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოსაკრებლის ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

6. მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ამ კანონის დებულებები გამოიყენება ისევე, როგორც მისი მუდმივსაცხოვრებელი სახელმწიფოს მოქალაქისათვის.

    მუხლი 5

1. საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები;

ბ) საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

გ) საქართველოში ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების მიზნით ჩამოსული პირები;

დ) პირები სისხლის სამართლის საქმეების, შრომითი სტაჟის, მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის, არასრულწლოვანთა სოციალურ-სამართლებრივი დაცვის, შვილად აყვანისა და საალიმენტო საქმეთა დოკუმენტების გამოთხოვისა და ლეგალიზაციისას;

ე) ოფიციალური დელეგაციის წევრები ვიზების გაფორმებისას;

ვ) პირები დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაფორმებისას;

ზ) საქართველოს მოქალაქეების უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას;

თ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები ვიზების გაფორმებისას;

ი) პირები საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის გაცემისას;

კ) საქართველოს მოქალაქეები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას;

ლ) საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიმავალი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ინვალიდი საქართველოს მოქალაქეები;

მ) მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი) ოჯახები და უპატრონო ბავშვები დაბადების რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობების გაცემისას;

ნ) 16 წლამდე ასაკის პირები;

ო) სხვა პირები _ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. საკონსულო მოსაკრებლის 50 პროცენტის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან:

ა) ცნობილნი იძულებით გადაადგილებულ პირებად _ დევნილებად;

ბ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;

გ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებისა და მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომისშემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ოჯახის წევრები.

    მუხლი 6

საქართველოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის მოსაკრებლის გადახდა წამოებს შემდეგი განაკვეთებით:

ა) პასპორტის გაცემა:

ა.ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა ან შეცვლა _ 33 ლარი;

ა.ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელება _ 13 ლარი;

ა.გ) პასპორტში ბავშვების ჩაწერა ან ამოწერა _ 5 ლარი;

ა.დ) სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის მოწმობის გაცემა _ 1 ლარი და 50 თეთრი;

ა.ე) სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა _ 1 ლარი;

ბ) საქართველოს ვიზების გაცემა, სავიზო დოკუმენტაციის გაფორმება-გადაგზავნა:

ბ.ა) ერთჯერადი ვიზა:

2 კვირამდე ვადით _ 26 ლარი

1 თვემდე ვადით _ 33 ლარი

3 თვემდე ვადით _ 50 ლარი

გასვლის ვიზა _ 33 ლარი;

ბ.ბ) ორჯერადი ვიზების გაცემა _ შესაბამისი ვადის ერთჯერადი ვიზისათვის დაწესებული მოსაკრებლის ორმაგი ოდენობა;

ბ.გ) მრავალჯერადი ვიზა:

6 თვემდე ვადით _ 117 ლარი

1 წლამდე ვადით _ 156 ლარი;

ბ.დ) სატრანზიტო ვიზა:

ერთჯერადი _ 13 ლარი

ორჯერადი _ 19 ლარი;

ბ.ე) ტურისტული ორგანიზაციის წარდგენით:

ინდივიდუალური ვიზის გაცემა _ 19 ლარი

ჯგუფური (არანაკლებ 10 კაცისა) ვიზის გაცემა, თითოეული _ 13 ლარი;

ბ.ვ) ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება _ შესაბამისი ვიზის გაცემისათვის დადგენილი თანხა;

ბ.ზ) საქართველოში ყოფნის ვიზით განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში უცხოელი მოქალაქე იხდის გადაცილებული ვადის შესაბამისი ვიზის ღირებულების სამმაგ ოდენობას;

 ბ.თ) მოქმედი ვიზის გადატანა ახალი, დაკარგული ან ვადაგასული პასპორტის სანაცვლოდ გაცემულ პასპორტში  _ 5 ლარი;

ბ.ი) საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გასამგზავრებელი დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედების შესრულება (ვიზის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსაკრებელი განმცხადებელს არ უბრუნდება)  _ 5 ლარი;

გ) დოკუმენტების გამოთხოვა (თუ დოკუმენტი ან მის შესახებ ცნობები ვერ იქნა მოძიებული, მოსაკრებელი განმცხადებელს არ უბრუნდება):

ერთი დოკუმენტი _ 5 ლარი;

დ) დოკუმენტების ლეგალიზაცია:

ერთი დოკუმენტი _ 5 ლარი;

 ე) გამოთხოვილი დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება;

ვ) სხვა ცნობების გაცემა _ 3 ლარი.

საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15

    მუხლი 7

უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შემდეგი განაკვეთებით:

ა) პასპორტის გაცემა და პირადობის მოწმობის გაფორმება:

ა.ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის (მათ შორის, საემიგრაციო გაცემა ან შეცვლა) _ 25 აშშ დოლარი;

ა.ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემა ან შეცვლა _ 10 აშშ დოლარი;

ა.გ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა _ 5 აშშ დოლარი;

ა.დ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელება _ 10 აშშ დოლარი;

ა.ე) პასპორტში ბავშვების ჩაწერა ან ამოწერა _ 10 აშშ დოლარი;

ა.ვ) დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი პასპორტის ნაცვლად საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა _ 15 აშშ დოლარი;

ბ) საქართველოს ვიზების გაცემა:

ბ.ა) ერთჯერადი ვიზა:

2 კვირამდე ვადით _ 20 აშშ დოლარი

1 თვემდე ვადით _ 25 აშშ დოლარი

3 თვემდე ვადით _ 30 აშშ დოლარი

შემოსვლის ვიზა _ 25 აშშ დოლარი;

ბ.ბ) ორჯერადი ვიზების გაცემა _ შესაბამისი ვადის ერთჯერადი ვიზისათვის დაწესებული მოსაკრებლის ორმაგი ოდენობა;

ბ.გ) მრავალჯერადი ვიზა:

6 თვემდე ვადით _ 90 აშშ დოლარი

1 წლამდე ვადით _ 120 აშშ დოლარი;

ბ.დ) სატრანზიტო ვიზა:

ერთჯერადი _ 10 აშშ დოლარი

ორჯერადი _ 15 აშშ დოლარი;

ბ.ე) ტურისტული ორგანიზაციის წარდგენით:

ინდივიდუალური ვიზის გაცემა _ 15 აშშ დოლარი

ჯგუფური (არანაკლებ 10 კაცისა) ვიზის გაცემა, თითოეული _ 10 აშშ დოლარი;

გ) მოსაკრებელი ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებისათვის:

გ.ა) საქართველოდან ემიგრაციის მსურველი პირის შუალდგომლობისა და თანდართული საბუთების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა _ 5 აშშ დოლარი;

გ.ბ) საზღვარგარეთიდან საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლის (იმიგრაციის) მსურველი პირის შუამდგომლობისა და თანდართული საბუთების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა _ 5 აშშ დოლარი;

დ) მოსაკრებელი საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებებისათვის:

დ.ა) საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხებზე განცხადების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა _ 5 აშშ დოლარი;

დ.ბ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე სათანადო ცნობების გაცემა _ 15 აშშ დოლარი;

ე) მოსაკრებელი მმაჩის საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებისათვის:

ე.ა) ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების მოწმობის გაცემა _ 20 აშშ დოლარი;

ე.ბ) განქორწინების რეგისტრაცია:

ე.ბ.ა) მეუღლეთა ურთიერთთანხმობით, რომელთაც არა ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი _ 30 აშშ დოლარი (ორივე ან ერთ-ერთი მეუღლისაგან);

ე.ბ.ბ.) სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ მეუღლეები პირველ ქორწინებაში იმყოფებიან _ 30 აშშ დოლარი (ორივე ან ერთ-ერთი მეუღლისაგან);

ე.ბ.გ) სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ მეუღლეები მეორე ქორწინებაში იმყოფებიან _ 40 აშშ დოლარი (ორივე ან ერთ-ერთი მეუღლისაგან);

ე.ბ.დ) იმ პირებთან, რომელებიც დადგენილი წესით ცნობილნი არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან აღიარებულნი არიან ქმედუუნაროდ სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, ან იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით 3 წლამდე ვადით _ 5 აშშ დოლარი;

ე.გ) გვარის, სახელის, ან მამის სახელის გამოცვლის რეგისტრაცია; ქორწინებასთან, მამობის დადგენის რეგისტრაციასთან ან შვილად აყვანასთან დაკავშირებული შემთხვევების გარდა _ 30 აშშ დოლარი;

ე.დ) გვარის, სახელის ან მამის სახელის განმეორებითი გამოცვლა _ 50 აშშ დოლარი;

ე.ე) დაბადების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა _ 10 აშშ დოლარი;

ე.ვ) გარდაცვალების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა _ 10 აშშ დოლარი;

ე.ზ) შვილად აყვანის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა _ 50 აშშ დოლარი;

ე.თ) მამობის დადგენის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა _ 30 აშშ დოლარი;

ე.ი) დაბადების, ქორწინების, განქორწინების და გარდაცვალების აქტების აღდგენა, მათში ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების შეტანასთან დაკავშირებით მოწმობების გაცემა _ 10 აშშ დოლარი;

ე.კ) ეროვნების და გვარის აღდგენა _ 10 აშშ დოლარი;

ე.ლ) მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ განმეორებითი მოწმობების გაცემა _ 5 აშშ დოლარი;

ე.მ) სხვა ცნობების გაცემა _ 10 აშშ დოლარი;

ვ) სანოტარო მოქმედებების შესრულება:

ვ.ა) საცხოვრებელი სახლის, ბინის, მიწის ნაკვეთის, ნაგებობისა და სხვა უძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულების სანოტარო დამოწმება:

ვ.ა.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე _ გარიგების ღირებულების 0,5 %;

ვ.ა.ბ) სხვა მოქალაქეებზე _  გარიგების ღირებულების 3%;

ვ.ბ) ბინის, საცხოვრებელი სახლის (ან მათი ნაწილის) გაცვლის ხელშეკრულების დამოწმება _  გარიგების ღირებულების 2%;

ვ.გ) სატრანსპორტო საშუალების ჩუქებისა და გასხვისების ხელშეკრულების დადასტურება:

ვ.გ.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე _ გარიგების ღირებულების 0,5%;

ვ.გ.ბ) სხვა პირებზე _ გარიგების ღირებულების  3%;

ვ.დ) სესხის ხელშეკრულების დამოწმება _ გარიგების ღირებულების  1%;

ვ.ე) გირავნობის ხელშეკრულების დამოწმება _  ქონების შეფასების 1%;

ვ.ვ) ქირავნობის ხელშეკრულების დადასტურება _ გარიგების ღირებულების 1%;

ვ.ზ) იჯარის ხელშეკრულების დამოწმება _ გარიგების ღირებულების 1%;

ვ.თ) სხვა გარიგების დადასტურება, რომელიც ექვემდებარება შეფასებას _  გარიგების ღირებულების 3%;

ვ.ი) თავდებობის ხელშეკრულების დადასტურება _ ვალდებულების ღირებულების 0,5%;

ვ.კ) სხვა ისეთი გარიგების დამოწმება, რომელიც არ ექვემდებარება შეფასებას _ 20 აშშ დოლარი;

ვ.ლ) ანდერძის დამოწმება _ 10 აშშ დოლარი;

ვ.მ) ანდერძის გაუქმება _ 5 აშშ დოლარი;

ვ.ნ) ქონების სარგებლობის ან განკარგვის უფლების მინდობილობის დამოწმება:

ვ.ნ.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე _ 10 აშშ დოლარი;

ვ.ნ.ბ) სხვა მოქალაქეებზე _ 40 აშშ დოლარი;

ვ.ო) ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის ან მისი განკარგვის უფლების მინდობილობის დამოწმება: 

ვ.ო.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე _ 10 აშშ დოლარი;

ვ.ო.ბ) სხვა პირებზე _ 40 აშშ დოლარი;

ვ.პ) სხვაგვარ მინდობილობათა დადასტურება _ 10 აშშ დოლარი;

ვ.ჟ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის დამოწმება _ 5 აშშ დოლარი თითოეულ გვერდზე;

ვ.რ) სააღსრულებლო წარწერის შესრულება _ დაკისრებული თანხის 2%;

ვ.ს) ფულადი თანხის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება _ მიღებული თანხის 0,5%;

ვ.ტ) თამასუქის გადაუხდელობისათვის პროტესტის, აგრეთვე უაქცეპტო და დაუთარიღებელი აქცეპტისდა ჩეკის გაუნაღდებლობის დამოწმება _ გაუნაღდებელი თანხის 1%;

ვ.უ) დოკუმენტების შენახვა _ 2 აშშ დოლარი თვეში;

ვ.ფ) დოკუმენტის ასლის და დოკუმენტიდან ამონაწერის დამოწმება _ 3 აშშ დოლარი თითოეულ გვერდზე;

ვ.ქ) ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება:

ვ,ქ,ა) განცხადებაზე და სხვა დოკუმენტებზე (გარდა საბანკო ბარათისა) _ 5 აშშ დოლარი;

ვ.ქ.ბ) საბანკო ბარათებზე (თითოეულ დოკუმენტზე თითოეული პირის ხელმოწერისათვის) _ 10 აშშ დოლარი;

ვ.ღ) კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემა:

ვ.ღ.ა) პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის _ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის სამემკვიდრეო ქონების ღირებულების 0,5%;

ვ.ღ.ბ) მეორე რიგის მემკვიდრეებისათვის _ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის სამემკვიდრეო ქონების ღირებულების 1,5%;

ვ.ღ.გ) სხვა მემკვიდრეებისათვის _ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის სამემკვიდრეო ქონების ღირებულების 3%;

ვ.ღ.დ) საზღვარგარეთ ქონებასთან მიმართებაში _ 25 აშშ დოლარი;

ვ.ღ.ე) განსაზღვრა სამემკვიდრეო ქონების საბოლოო ღირებულებისა, რომლის გადახდა წარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე მოცემული პუნქტით მემკვიდრეთა რიგითობის მიხედვით დადგენილი ტარიფებით

ვ.ყ) სამემკვიდრეო ქონების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები _ 50 აშშ დოლარი;

ვ.შ) მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ნაწილზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა _ 5 აშშ დოლარი;

ვ.ჩ) საკონსულო დაწესებულებაში არსებული დოკუმენტების ასლის გაცემა _ 3 აშშ დოლარი;

ვ.ც) იმ გარიგების პროექტის მომზადებისათვის, რომელიც არ ექვემდებარება შეფასებას _ 30 აშშ დოლარი;

ვ.ძ) იმ გარიგების პროექტების მომზადებისათვის, რომელიც ექვემდებარება შეფასებას _ გარიგების ღირებულების 0,5%;

ვ.წ) მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მიერ საცხოვრებელ სახლზე (მის ნაწილზე) ან სხვა ქონებაზე სანოტარო მოქმედების შესაჩერებლად მიღებული ზომები _ 10 აშშ დოლარი;

ვ.წ) მოქალაქის სიცოცხლის ფაქტის დადასტურება _ 15 აშშ დოლარი;

ვ.ხ) მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება _ 15 აშშ დოლარი;

ვ.ჯ) ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან მოქალაქის იგივეობის დადასტურება _ 15 აშშ დოლარი;

ვ.ჰ) დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება _ 15 აშშ დოლარი;

ვ.ჰ_ა) ყადაღის ცნობის გაცემა _ 10 აშშ დოლარი;

ვ.ჰ_ბ) სხვა სანოტარო მოქმედებების შესრულება _ 15 აშშ დოლარი;

ვ.ჰ.გ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმნა _ 7 აშშ დოლარი თითოეული გვერდისათვის;

ზ) დოკუმენტების გამოთხოვა (თუ დოკუმენტი ან მის შესახებ ცნობები ვერ იქნა მოძიებული, მოსაკრებელი განმცხადებელს არ უბრუნდება):

ერთი დოკუმენტი _10 აშშ დოლარი;

თ) დოკუმენტების ლეგალიზაცია:

ერთი დოკუმენტი _ 15 აშშ დოლარი;

თ.ა) გამოთხოვილი დოკუმენტის ლეგალიზებისათვის ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება;

ი) საზღვაო და საჰაერო ხომალდების საკონსულო მომსახურება:

ი.ა) საზღვაო პროტესტის შესრულება _ 150 აშშ დოლარი;

ი.ბ) ხომალდის ტვირთის შესახებ ცნობის გაცემა-დამოწმება _ 80 აშშ დოლარი;

ი.გ) საქართველოს ალმით ცურვის უფლების ან ხომალდზე საკუთრების უფლების დროებითი მოწმობის გაცემა _ 150 აშშ დოლარი;

ი.დ) სახომალდე დოკუმენტაციის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სახომალდე ჟურნალის გაფორმება _ 30 აშშ დოლარი;

ი.ე) საზღვაო ხომალდის ეკიპაჟის სრულ ნუსხაში (გემის როლში) ეკიპაჟის წევრების შეტანა ან ამოღება _ 30 აშშ დოლარი;

ი.ვ) სანიტარიული მოწმობის დამოწმება _ 30 აშშ დოლარი.

საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15

    მუხლი 8

პირს, რომლისთვისაც საქართველოს საკონსულო დაწესებულება ასრულებს გარკვეულ საკონსულო მოქმედებას, შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს საქართველოს ნებისმიერ საკონსულო დაწესებულებაში.

საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15

    მუხლი 9

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 9 მაისის №273 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსულ უცხოელ მოქალაქეებზე ვიზების გაცემისათვის გადასახადებისა და საზღვარგარეთ მივლინებულ მოქალაქეებზე საკონსულო მომსახურებისათვის მოსაკრებლების დროებითი განაკვეთების დაწესების შესახებ“;

ბ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 4 ნოემბრის №781 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 9 მაისის №273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;

გ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის „1995 წლის 3 მაისის №240 „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ დადგენილების მე-7 და მე-8 პუნქტები;

დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით 1996 წლის 25 აგვისტოს დამტკიცებული:

დ.ა) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და მისი წარმომადგენლობების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის ტარიფი“;

დ.ბ) „საკონსულო მოსაკრებლის ტარიფი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მიერ საზღვარგარეთ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის“;

დ.გ) „მოსაკრებლის ტარიფი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი დანახარჯების ასანაზღაურებლად“.

საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 27 ივნისი.

№788_IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15

15. 01/10/2010 - საქართველოს კანონი - 3655-IIს - სსმ, 53, 11/10/2010 14. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3597-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 13. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3357 - სსმ, 41, 21/07/2010 12. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1564 - სსმ, 24, 13/08/2009 11. 24/03/2009 - საქართველოს კანონი - 1092 - სსმ, 7, 06/04/2009 10. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5997 - სსმ, 9, 04/04/2008 9. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5985 - სსმ, 9, 04/04/2008 8. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5117 - სსმ, 27, 17/07/2007 7. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3386 - სსმ, 24, 29/06/2006 6. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2789 - სსმ, 8, 24/03/2006 5. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2628 - სსმ, 3, 16/01/2006 4. 13/08/2004 - საქართველოს კანონი - 392 - სსმ, 24, 25/08/2004 3. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 2. 16/04/1999 - საქართველოს კანონი - 1910 - სსმ, 13(20), 01/05/1999 1. 03/04/1998 - საქართველოს კანონი - 1332 - პარლამენტის უწყებანი, 15-16, 30/04/1998