დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1910 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/04/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13(20), 01/05/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.020.120.05.001.000.519 |
საქართველოს კანონი
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს საკონსულო მოქმედების შესრულებამდე როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საკონსულო მოქმედებათა არასამუშაო ან სადღესასწაულო დღეებში შესრულებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ორმაგდება, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ _ „ბ.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს საგარეო საქმეთა და ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროების მიერ დადგენილი წესით გათვალისწინებული, საქართველოში ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე კერძო პირები;“.
ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) საქართველოს საჯარო მოსამსახურეები საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით გამგზავრების შემთხვევაში შესაბამისი სავიზო დოკუმენტაციის მომზადებისას;“; ხოლო „კ“ _ „ო“ ქვეპუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს „ლ“ _ „პ“ ქვეპუნქტებად.
4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6.
საქართველოს ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის მოსაკრებლის გადახდა წამოებს შემდეგი განაკვეთებით:
ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა:
ა.ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის პირველადი გაცემა ან შეცვლა _ 25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ა.ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ვადის გაგრძელება _ 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ა.გ) პასპორტში ბავშვის ჩაწერა ან ამოწერა _ 5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ა.დ) სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის მოწმობის გაცემა ან შეცვლა _ 7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ა.ე) სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა _ 15 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ) საქართველოს ვიზების გაცემა, სავიზო დოკუმენტაციის გაფორმება-გადაგზავნა:
ბ.ა) ერთჯერადი ვიზა:
ბ.ა.ა) 2 კვირამდე ვადით _ 40 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ.ა.ბ) 1 თვემდე ვადით _ 50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ.ა.გ) 3 თვემდე ვადით _ 70 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ.ა.დ) გასვლის ვიზა _ 30 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ.ბ) ორჯერადი ვიზის გაცემა _ შესაბამისი ვადის ერთჯერადი ვიზისათვის დაწესებული მოსაკრებლის 150%
ბ.გ) მრავალჯერადი ვიზა:
ბ.გ.ა) 6 თვემდე ვადით _ 130 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ.გ.ბ) 1 წლამდე ვადით _ 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ.დ) სატრანზიტო ვიზა:
ბ.დ.ა) ერთჯერადი _ 15 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ.დ.ბ) ორჯერადი _ 20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ.ე) ტურისტული ვიზა:
ბ.ე.ა) ინდივიდუალური _ 15 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ.ე.ბ) ჯგუფური (არანაკლებ 10 კაცი) _ 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ.ვ) ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება _ შესაბამისი ვიზის გაცემისათვის დადგენილი თანხა
ბ.ზ) საქართველოში ყოფნის ვიზით განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში უცხოელი მოქალაქე იხდის გადაცილებული ვადის შესაბამისი ვიზის ღირებულების სამმაგ ოდენობას;
ბ.თ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში არსებულ საკონსულო-სავიზო პუნქტებში, რომელთა ჩამონათვალი დგინდება „ვიზების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტრუქციით, ვიზის გაცემისათვის იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, სადაც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება შესაბამისი ვადის ვიზის გაცემისათვის დადგენილი თანხის ორმაგი ოდენობა
ბ.ი) მოქმედი ვიზის გადატანა ახალ, დაკარგული ან ვადაგასული პასპორტის ნაცვლად გაცემულ პასპორტში _ 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ.კ) საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გასამგზავრებელი დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი ვიზის მიღებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება:
ბ.კ.ა) თუ დოკუმენტაცია იგზავნება საქართველოს ტერიტორიაზე _ 5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ბ.კ.ბ) თუ დოკუმენტაცია იგზავნება საქართველოს ფარგლებს გარეთ _ 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
გ) დოკუმენტების გამოთხოვა:
ერთი დოკუმენტი _ 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
დ) დოკუმენტების ლეგალიზაცია:
ერთი დოკუმენტი _ 7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ე) სხვა ცნობების გაცემა _ 10 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში
ვ) გამოთხოვილი დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.“.
5. მე-7 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, პირადობისა და რეგისტრაციის მოწმობების გაცემა:
ა.ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის (მათ შორის, საემიგრაციო) პირველადი გაცემა ან შეცვლა _ 60 აშშ დოლარი
ა.ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ვადის გაგრძელება _ 15 აშშ დოლარი
ა.გ) პასპორტში ბავშვის ჩაწერა ან ამოწერა _ 10 აშშ დოლარი
ა.დ) საქართველოს მოქალქის პირადობის მოწმობის გაცემა ან შეცვლა _ 20 აშშ დოლარი
ა.ე) საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა ან შეცვლა _ 15 აშშ დოლარი
ა.ვ) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა _ 35 აშშ დოლარი.“.
ბ) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს ვიზების გაცემა:
ბ.ა) ერთჯერადი ვიზა:
ბ.ა.ა) 2 კვირამდე ვადით _ 40 აშშ დოლარი
ბ.ა.ბ) 1 თვემდე ვადით _ 50 აშშ დოლარი
ბ.ა.გ) 3 თვემდე ვადით _ 70 აშშ დოლარი
ბ.ა.დ) შემოსვლის ვიზა _ 30 აშშ დოლარი
ბ.ბ) ორჯერადი ვიზის გაცემა შესაბამისი ერთჯერადი ვიზისათვის დაწესებული მოსაკრებლის 150 %
ბ.გ) მრავალჯერადი ვიზა:
ბ.გ.ა) 6 თვემდე ვადით _ 130 აშშ დოლარი
ბ.გ.ბ) 1 წლამდე ვადით _ 200 აშშ დოლარი
ბ.დ) სატრანზიტო ვიზა:
ბ.დ.ა) ერთჯერადი _ 15 აშშ დოლარი
ბ.დ.ბ) ორჯერადი _ 20 აშშ დოლარი
ბ.ე) ტურისტული ვიზა:
ბ.ე.ა) ინდივიდუალური _ 15 აშშ დოლარი
ბ.ე.ბ) ჯგუფური (არანაკლებ 10 კაცი) _ 10 აშშ დოლარი
ბ.ვ) საქართველოს მოქმედი ვიზის გადატანა ახალ, დაკარგული ან ვადაგასული პასპორტის ნაცვლად გაცემულ პასპორტში _ 10 აშშ დოლარი.“.
გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მოსაკრებელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებისათვის:
ე.ა) ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის ქორწინების მოწმობის გაცემის ჩათვლით _ 50 აშშ დოლარი
ე.ბ) განქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციისათვის განქორწინების მოწმობის გაცემის ჩათვლით, თუ განქორწინება ხდება:
ე.ბ.ა) მეუღლეთა ურთიერთთანხმობით, რომელთაც არ ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები _ 100 აშშ დოლარი
ე.ბ.ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით (ერთ-ერთი ან წილობრივად ორივე მეუღლის მიერ) _ 150 აშშ დოლარი
ე.ბ.გ) პირთან, რომელიც დადგენილი წესით ცნობილია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ან პირთან, რომელიც აღიარებულია ქმედუუნაროდ, ან პირთან, რომელიც სასჯელს იხდის თავისუფლების აღკვეთით 3 წელზე მეტი ვადით _ 5 აშშ დოლარი
ე.გ) გვარის, სახელის, მამის სახელის გამოცვლის სახელმწიფო რეგისტრაცია, მოწმობის გაცემის ჩათვლით (ქორწინების, მამობის დადგენის რეგისტრაციის ან შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევების გარდა) _ 50 აშშ დოლარი
ე.დ) დაბადების სახელმწიფო რეგისტრაცია, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით _ 30 აშშ დოლარი
ე.ე) გარდაცვალების სახელმწიფო რეგისტრაცია, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით _ 10 აშშ დოლარი
ე.ვ) მამობის დადგენის სახელმწიფო რეგისტრაცია, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით _ 50 აშშ დოლარი
ე.ზ) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების აქტების აღდგენისათვის, მათში ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების შეტანისათვის, შესაბამისი მოწმობის გაცემის ჩათვლით _ 10 აშშ დოლარი
ე.თ) გვარის აღდგენისათვის _ 50 აშშ დოლარი
ე.ი) სამოქალაქო აქტებზე შესაბამისი მოწმობის ხელმეორედ გაცემისათვის _ 20 აშშ დოლარი
ე.კ) სხვა ცნობების გაცემისათვის _ 20 აშშ დოლარი.“:
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 16 აპრილი
№1910_IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები