„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 29/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 15/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 210.020.120.05.001.002.326
  • Word
3386
23/06/2006
სსმ, 24, 29/06/2006
210.020.120.05.001.002.326
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონსულო მოსაკრებელი არის დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოქმედებების შესრულებისათვის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობას და მის ეკონომიკურ ღირებულებას.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქე, უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს იურიდიული პირი ვალდებულია გადაიხადოს საკონსულო მოსაკრებელი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ან, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო მოქმედებების შესრულებისათვის.“.

3. მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

1. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდება, როგორც წესი, წინასწარ ან საკონსულო მოქმედების შესრულებისთანავე, ამ კანონის მე-7 მუხლით დადგენილი განაკვეთების შესაბამისად, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

2. ამ კანონის შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება დოლარებში. იგი გადაიხდება აშშ დოლარებით ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.

3. სანოტარო მოქმედებების შესრულებისას გარიგების ღირებულების დასადგენად გამოიყენება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

4. მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ამ კანონის დებულებები გამოიყენება, როგორც მისი მუდმივსაცხოვრებელი სახელმწიფოს მოქალაქისათვის.“.

5. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-7 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, პირადობის მოწმობის გაცემისათვის გადაიხდევინება საკონსულო მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:

ა.ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის

(მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ

უცხო სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს

მოქალაქეზე) გაცემა _ 60 აშშ დოლარი;

ა.ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის

ვადის გაგრძელება _ 15 აშშ დოლარი;

ა.გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის

მოწმობის გაცემა (რეგისტრაციის

ჩათვლით) _ 20 აშშ დოლარი;

ა.დ) საქართველოში დასაბრუნებელი

მოწმობის გაცემა _ 35 აშშ დოლარი;

ბ) საქართველოს ვიზების გაცემისათვის გადაიხდევინება საკონსულო მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:

ბ.ა) ერთჯერადი ორდინალური ვიზა

90 დღემდე ყოფნის ვადით _ 30 აშშ დოლარი;

ბ.ბ) ორჯერადი ორდინალური ვიზა

90 დღემდე ყოფნის ვადით _ 45 აშშ დოლარი;

ბ.გ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა

90 დღემდე ყოფნის ვადით _ 50 აშშ დოლარი;

ბ.დ) ორჯერადი ორდინალური ვიზა

180 დღემდე ყოფნის ვადით _ 60 აშშ დოლარი;

ბ.ე) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა

180 დღემდე ყოფნის ვადით _ 100 აშშ დოლარი;

ბ.ვ) ერთჯერადი ორდინალური ვიზა

სატრანზიტო გავლის უფლებით _ 5 აშშ დოლარი;

ბ.ზ) ორჯერადი ორდინალური ვიზა

სატრანზიტო გავლის უფლებით _ 10 აშშ დოლარი;

ბ.თ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა

სატრანზიტო გავლის უფლებით _ 30 აშშ დოლარი;

ბ.ი) საცხოვრებელი ვიზა _ 50 აშშ დოლარი;

ბ.კ) ვიზის გადატანა ახალ პასპორტში

დაკარგული ან ვადაგასული

პასპორტიდან _ 5 აშშ დოლარი;“.

7. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

თუ პირი, რომლისთვისაც სრულდება საკონსულო მოქმედება, არ იმყოფება იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც სრულდება ეს მოქმედება, საკონსულო მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, ასევე საქართველოში – ეროვნული ვალუტით, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3386_Iს