დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1332 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/04/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 15-16, 30/04/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.120.05.001.000.343 |
საქართველოს კანონი
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონში (პარლამენტის უწყებანი, 31 ივლისი, 1997, №33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკონსულო მოსაკრებელი არის საკონსულო დაწესებულებებისა და სამსახურების მიერ ამ კანონით განსაზღვრული საკონსულო მოქმედებების შესრულებისათვის დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობასა და ეკონომიკურ ღირებულებას.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და ნაცვალგების საფუძველზე.“.
3. მე-6 მუხლის:
1. ა) ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა.დ) და ა.ე) ქვეპუნქტები:
„ა.დ) სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პირადობის მოწმობის გაცემა _ 1 ლარი და 50 თეთრი;
ა.ე) სხვა სახელმწიფოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა _ 1 ლარი.“
2. ბ) ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ.ბ..) ქვეპუნქტი:
„ბ.ბ) ორჯერადი ვიზების გაცემა _ შესაბამისი ვადის ერთჯერადი ვიზისათვის დაწესებული მოსაკრებლის ორმაგი ოდენობა;“. შესაბამისად ბ.ბ), ბ.გ), ბ.დ), ბ.ე), ბ.ვ), ბ.ზ) და ბ.თ) ქვეპუნქტები ჩაითვალოს ბ.გ), ბ.დ), ბ.ე), ბ.ვ), ბ.ზ), ბ.თ) და ბ.ი) ქვეპუნქტებად.
3. ე) ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ) ქვეპუნქტი:
„ვ) სხვა ცნობების გაცემა _ 3 ლარი.“.
4. კანონის მე-7 მუხლის:
1. ა) ქვეპუნქტის ა.გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა _ 5 აშშ დოლარი;“.
2. ბ) ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ.ბ) ქვეპუნქტი:
„ბ.ბ) ორჯერადი ვიზების გაცემა _ შესაბამისი ვადის ერთჯერადი ვიზისათვის დაწესებული მოსაკრებლის ორმაგი ოდენობა;“. შესაბამისად ბ.ბ), ბ.გ) და ბ.დ) ქვეპუნქტები ჩაითვალოს ბ.გ), ბ.დ) და ბ.ე) ქვეპუნქტებად.
3. ე.მ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.მ) სხვა ცნობების გაცემა _ 10 აშშ დოლარი;“.
4. ვ) ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ.ჰ.გ) ქვეპუნქტი:
„ვ.ჰ.გ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმნა _ 7 აშშ დოლარი თითოეული გვერდისათვის;“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:
„მუხლი 8
პირს, რომლისთვისაც საქართველოს საკონსულო დაწესებულება ასრულებს გარკვეულ საკონსულო მოქმედებას, შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს საქართველოს ნებისმიერ საკონსულო დაწესებულებაში“. შესაბამისად მე-8 მუხლი ჩაითვალოს მე-9 მუხლად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 3 აპრილი.
№1332_IIს
დოკუმენტის კომენტარები