დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2789 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 24/03/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.020.120.05.001.002.186 |
საქართველოს კანონი
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ან საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი და ძალაში შესული ჰუმანიტარული ან/და ტექნიკური დახმარების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 17 მარტი
№2789_Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები