დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 788 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 210.020.120.05.001.000.224 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ
მუხლი 1
1. ეს კანონი განსაზღვრავს საკონსულო მოსაკრებლის სტრუქტურას, მისი გადახდევინების წესსა და ოდენობას, აგრეთვე გადახდევინებისაგან გათავისუფლების წესსა და შეღავათებს.
2. საკონსულო მოსაკრებელი არის დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მიერ საკონსულო მოქმედებების შესრულებისათვის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობას და მის ეკონომიკურ ღირებულებას.
საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3386 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.194
მუხლი 2
1. საქართველოს მოქალაქე, უცხო სახელმწიფოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ან უცხო სახელმწიფოს იურიდიული პირი ვალდებულია გადაიხადოს საკონსულო მოსაკრებელი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ან, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საკონსულო მოქმედებების შესრულებისათვის.
2. საკონსულო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და ნაცვალგების საფუძველზე.
საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3386 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.194
მუხლი 3 (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3386 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.194
მუხლი 4
1. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდება, როგორც წესი, წინასწარ ან საკონსულო მოქმედების შესრულებისთანავე, ამ კანონის მე-7 მუხლით დადგენილი განაკვეთების შესაბამისად, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. ამ კანონის შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარებში. იგი გადაიხდება აშშ დოლარებით ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტით. ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი. არა უგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნის ინფორმაციას შესაბამისი პერიოდისათვის აშშ დოლარის მიმართ საერთაშორისო საინფორმაციო სისტემებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გაცვლითი კურსის შესახებ.
3. სანოტარო მოქმედებების შესრულებისას გარიგების ღირებულების დასადგენად გამოიყენება „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
4. მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ამ კანონის დებულებები გამოიყენება, როგორც მისი მუდმივსაცხოვრებელი სახელმწიფოს მოქალაქისათვის.
საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1910 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.53
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3386 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.194
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5985 - სსმ I, №9, 04.04.2008 წ., მუხ.71
მუხლი 5
1. საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები;
ბ) საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ან საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი და ძალაში შესული ჰუმანიტარული ან/და ტექნიკური დახმარების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს;
დ) პირები სისხლის სამართლის საქმეების, შრომითი სტაჟის, მოქალაქეთა სოციალური უზრუნველყოფის, არასრულწლოვანთა სოციალურ-სამართლებრივი დაცვის, შვილად აყვანისა და საალიმენტო საქმეთა დოკუმენტების გამოთხოვისა და ლეგალიზაციისას;
ე) ოფიციალური დელეგაციის წევრები ვიზების გაფორმებისას;
ვ) პირები დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაფორმებისას;
ზ) საქართველოს მოქალაქეების უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას;
თ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები ვიზების გაფორმებისას;
ი) პირები საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის გაცემისას;
კ) საქართველოს საჯარო მოსამსახურეები საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით გამგზავრების შემთხვევაში შესაბამისი სავიზო დოკუმენტაციის მომზადებისას;
ლ) საქართველოს მოქალაქეები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას;
მ) საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიმავალი პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ინვალიდი საქართველოს მოქალაქეები;
ნ) მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი) ოჯახები და უპატრონო ბავშვები დაბადების რეგისტრაციისა და შესაბამისი მოწმობების გაცემისას;
ო) 16 წლამდე ასაკის პირები;
პ) სხვა პირები _ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. საკონსულო მოსაკრებლის 50 პროცენტის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან:
ა) ცნობილნი იძულებით გადაადგილებულ პირებად _ დევნილებად;
ბ) ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებისა და მონაწილეების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომისშემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ოჯახის წევრები.
საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1910 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.53
საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №392 - სსმ I, №24, 25.08.2004 წ., მუხ.119
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2789 - სსმ I, №8, 24.03.2006 წ., მუხ.61
საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3597 - სსმI,№54, 12.10.2010 წ., მუხ.349
მუხლი 6. (ამოღებულია)
საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1910 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.53
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №392 - სსმ I, №24, 25.08.2004 წ., მუხ.119
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3386 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.194
მუხლი 7
უცხო სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შემდეგი განაკვეთებით:
ა) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა – 35 აშშ დოლარი;
ბ) საქართველოს ვიზების გაცემისათვის გადაიხდევინება საკონსულო მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:
ბ.ა) (ამოღებულია)
ბ.ბ) (ამოღებულია)
ბ.ბ1) ერთჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე _ 20 აშშ დოლარი;
ბ.ბ2) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე _ 30 აშშ დოლარი;
ბ.გ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა
360 დღით _ 50 აშშ დოლარი;
ბ.დ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა
5 წლამდე _ 200 აშშ დოლარი;
ბ.ე) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა
10 წლამდე _ 400 აშშ დოლარი;
ბ.ე1) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა
15 წლამდე _ 600 აშშ დოლარი;
ბ.ვ) ერთჯერადი ორდინალური ვიზა
სატრანზიტო გავლის უფლებით _ 5 აშშ დოლარი;
ბ.ზ) ორჯერადი ორდინალური ვიზა
სატრანზიტო გავლის უფლებით _ 10 აშშ დოლარი;
ბ.თ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა
სატრანზიტო გავლის უფლებით _ 30 აშშ დოლარი;
ბ.ი) (ამოღებულია);
ბ.კ) ვიზის გადატანა ახალ პასპორტში
დაკარგული ან ვადაგასული
პასპორტიდან _ 5 აშშ დოლარი;
ბ.ლ) სასწავლო ვიზის საკონსულო მოსაკრებელი განისაზღვრება ორდინალური ვიზის მსგავსი ტიპისთვის დადგენილი მოსაკრებლის მსგავსად;
გ) მოსაკრებელი ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებისათვის:
გ.ა) საქართველოდან ემიგრაციის მსურველი პირის შუალდგომლობისა და თანდართული საბუთების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა _ 5 აშშ დოლარი;
გ.ბ) საზღვარგარეთიდან საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემოსვლის (იმიგრაციის) მსურველი პირის შუამდგომლობისა და თანდართული საბუთების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა _ 5 აშშ დოლარი;
დ) მოსაკრებელი საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებებისათვის:
დ.ა) საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხებზე განცხადების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა _ 5 აშშ დოლარი;
დ.ბ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე სათანადო ცნობების გაცემა _ 15 აშშ დოლარი;
ე) (ამოღებულია);
ვ) სანოტარო მოქმედებების შესრულება:
ვ.ა) საცხოვრებელი სახლის, ბინის, მიწის ნაკვეთის, ნაგებობისა და სხვა უძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულების სანოტარო დამოწმება:
ვ.ა.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე _ გარიგების ღირებულების 0,5 %;
ვ.ა.ბ) სხვა მოქალაქეებზე _ გარიგების ღირებულების 3%;
ვ.ბ) ბინის, საცხოვრებელი სახლის (ან მათი ნაწილის) გაცვლის ხელშეკრულების დამოწმება _ გარიგების ღირებულების 2%;
ვ.გ) სატრანსპორტო საშუალების ჩუქებისა და გასხვისების ხელშეკრულების დადასტურება:
ვ.გ.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე _ გარიგების ღირებულების 0,5%;
ვ.გ.ბ) სხვა პირებზე _ გარიგების ღირებულების 3%;
ვ.დ) სესხის ხელშეკრულების დამოწმება _ გარიგების ღირებულების 1%;
ვ.ე) გირავნობის ხელშეკრულების დამოწმება _ ქონების შეფასების 1%;
ვ.ვ) ქირავნობის ხელშეკრულების დადასტურება _ გარიგების ღირებულების 1%;
ვ.ზ) იჯარის ხელშეკრულების დამოწმება _ გარიგების ღირებულების 1%;
ვ.თ) სხვა გარიგების დადასტურება, რომელიც ექვემდებარება შეფასებას _ გარიგების ღირებულების 3%;
ვ.ი) თავდებობის ხელშეკრულების დადასტურება _ ვალდებულების ღირებულების 0,5%;
ვ.კ) სხვა ისეთი გარიგების დამოწმება, რომელიც არ ექვემდებარება შეფასებას _ 20 აშშ დოლარი;
ვ.ლ) ანდერძის დამოწმება _ 10 აშშ დოლარი;
ვ.მ) ანდერძის გაუქმება _ 5 აშშ დოლარი;
ვ.ნ) ქონების სარგებლობის ან განკარგვის უფლების მინდობილობის დამოწმება:
ვ.ნ.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე _ 10 აშშ დოლარი;
ვ.ნ.ბ) სხვა მოქალაქეებზე _ 40 აშშ დოლარი;
ვ.ო) ავტოსატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის ან მისი განკარგვის უფლების მინდობილობის დამოწმება:
ვ.ო.ა) მეუღლეზე, შვილებზე, მშობლებზე _ 10 აშშ დოლარი;
ვ.ო.ბ) სხვა პირებზე _ 40 აშშ დოლარი;
ვ.პ) სხვაგვარ მინდობილობათა დადასტურება _ 10 აშშ დოლარი;
ვ.ჟ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის დამოწმება _ 5 აშშ დოლარი თითოეულ გვერდზე;
ვ.რ) სააღსრულებლო წარწერის შესრულება _ დაკისრებული თანხის 2%;
ვ.ს) ფულადი თანხის, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღება _ მიღებული თანხის 0,5%;
ვ.ტ) თამასუქის გადაუხდელობისათვის პროტესტის, აგრეთვე უაქცეპტო და დაუთარიღებელი აქცეპტისდა ჩეკის გაუნაღდებლობის დამოწმება _ გაუნაღდებელი თანხის 1%;
ვ.უ) დოკუმენტების შენახვა _ 2 აშშ დოლარი თვეში;
ვ.ფ) დოკუმენტის ასლის და დოკუმენტიდან ამონაწერის დამოწმება _ 3 აშშ დოლარი თითოეულ გვერდზე;
ვ.ქ) ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება:
ვ,ქ,ა) განცხადებაზე და სხვა დოკუმენტებზე (გარდა საბანკო ბარათისა) _ 5 აშშ დოლარი;
ვ.ქ.ბ) საბანკო ბარათებზე (თითოეულ დოკუმენტზე თითოეული პირის ხელმოწერისათვის) _ 10 აშშ დოლარი;
ვ.ღ) კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემა:
ვ.ღ.ა) პირველი რიგის მემკვიდრეებისათვის _ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის სამემკვიდრეო ქონების ღირებულების 0,5%;
ვ.ღ.ბ) მეორე რიგის მემკვიდრეებისათვის _ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის სამემკვიდრეო ქონების ღირებულების 1,5%;
ვ.ღ.გ) სხვა მემკვიდრეებისათვის _ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის სამემკვიდრეო ქონების ღირებულების 3%;
ვ.ღ.დ) საზღვარგარეთ ქონებასთან მიმართებაში _ 25 აშშ დოლარი;
ვ.ღ.ე) განსაზღვრა სამემკვიდრეო ქონების საბოლოო ღირებულებისა, რომლის გადახდა წარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე მოცემული პუნქტით მემკვიდრეთა რიგითობის მიხედვით დადგენილი ტარიფებით
ვ.ყ) სამემკვიდრეო ქონების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებები _ 50 აშშ დოლარი;
ვ.შ) მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ნაწილზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა _ 5 აშშ დოლარი;
ვ.ჩ) საკონსულო დაწესებულებაში არსებული დოკუმენტების ასლის გაცემა _ 3 აშშ დოლარი;
ვ.ც) იმ გარიგების პროექტის მომზადებისათვის, რომელიც არ ექვემდებარება შეფასებას _ 30 აშშ დოლარი;
ვ.ძ) იმ გარიგების პროექტების მომზადებისათვის, რომელიც ექვემდებარება შეფასებას _ გარიგების ღირებულების 0,5%;
ვ.წ) მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მიერ საცხოვრებელ სახლზე (მის ნაწილზე) ან სხვა ქონებაზე სანოტარო მოქმედების შესაჩერებლად მიღებული ზომები _ 10 აშშ დოლარი;
ვ.წ) მოქალაქის სიცოცხლის ფაქტის დადასტურება _ 15 აშშ დოლარი;
ვ.ხ) მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება _ 15 აშშ დოლარი;
ვ.ჯ) ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან მოქალაქის იგივეობის დადასტურება _ 15 აშშ დოლარი;
ვ.ჰ) დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება _ 15 აშშ დოლარი;
ვ.ჰ_ა) ყადაღის ცნობის გაცემა _ 10 აშშ დოლარი;
ვ.ჰ_ბ) სხვა სანოტარო მოქმედებების შესრულება _ 15 აშშ დოლარი;
ვ.ჰ.გ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმნა _ 7 აშშ დოლარი თითოეული გვერდისათვის;
ზ) დოკუმენტების გამოთხოვა (თუ დოკუმენტი ან მის შესახებ ცნობები ვერ იქნა მოძიებული, მოსაკრებელი განმცხადებელს არ უბრუნდება):
ერთი დოკუმენტი _10 აშშ დოლარი;
თ) დოკუმენტების ლეგალიზაცია:
ერთი დოკუმენტი _ 15 აშშ დოლარი;
თ.ა) გამოთხოვილი დოკუმენტის ლეგალიზებისათვის ცალკე მოსაკრებელი არ გადაიხდევინება;
ი) საზღვაო და საჰაერო ხომალდების საკონსულო მომსახურება:
ი.ა) საზღვაო პროტესტის შესრულება _ 150 აშშ დოლარი;
ი.ბ) ხომალდის ტვირთის შესახებ ცნობის გაცემა-დამოწმება _ 80 აშშ დოლარი;
ი.გ) საქართველოს ალმით ცურვის უფლების ან ხომალდზე საკუთრების უფლების დროებითი მოწმობის გაცემა _ 150 აშშ დოლარი;
ი.დ) სახომალდე დოკუმენტაციის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და სახომალდე ჟურნალის გაფორმება _ 30 აშშ დოლარი;
ი.ე) საზღვაო ხომალდის ეკიპაჟის სრულ ნუსხაში (გემის როლში) ეკიპაჟის წევრების შეტანა ან ამოღება _ 30 აშშ დოლარი;
ი.ვ) სანიტარიული მოწმობის დამოწმება _ 30 აშშ დოლარი.
საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1910 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.53
საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №392 - სსმ I, №24, 25.08.2004 წ., მუხ.119
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2628 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.22
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3386 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.194
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5117 - სსმ I, №27, 17.07.2007 წ.,მუხ.252
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5997 - სსმ I, №9, 04.04.2008 წ., მუხ.72
საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1092 - სსმ I, №7, 06.04.2009 წ., მუხ.26
საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1564 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.144
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3357 - სსმ I, №41, 21.07.2010 წ., მუხ.257
მუხლი 8
თუ პირი, რომლისთვისაც სრულდება საკონსულო მოქმედება, არ იმყოფება იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც სრულდება ეს მოქმედება, საკონსულო მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, ასევე საქართველოში – ეროვნული ვალუტით, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3386 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.194
მუხლი 9
1. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 9 მაისის №273 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსულ უცხოელ მოქალაქეებზე ვიზების გაცემისათვის გადასახადებისა და საზღვარგარეთ მივლინებულ მოქალაქეებზე საკონსულო მომსახურებისათვის მოსაკრებლების დროებითი განაკვეთების დაწესების შესახებ“;
ბ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 4 ნოემბრის №781 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 9 მაისის №273 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
გ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის „1995 წლის 3 მაისის №240 „საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციისა და შესაბამისად მათზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და ქართული პასპორტების გაცემის შესახებ“ დადგენილების მე-7 და მე-8 პუნქტები;
დ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით 1996 წლის 25 აგვისტოს დამტკიცებული:
დ.ა) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და მისი წარმომადგენლობების მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის ტარიფი“;
დ.ბ) „საკონსულო მოსაკრებლის ტარიფი საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა მიერ საზღვარგარეთ შესრულებული საკონსულო მოქმედებებისათვის“;
დ.გ) „მოსაკრებლის ტარიფი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ შესრულებული საკონსულო მოქმედებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი დანახარჯების ასანაზღაურებლად“.
საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 27 ივნისი.
№788_IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1998 წლის 3 აპრილის კანონი №1332 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №15-16, 30.04.1998 წ., გვ.15
2. საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონი №1910 - სსმ I, №13(20), 01.05.1999 წ., მუხ.53
3. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
4. საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №392 - სსმ I, №24, 25.08.2004 წ., მუხ.119
5. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2628 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.22
6. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2789 - სსმ I, №8, 24.03.2006 წ., მუხ.61
7. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3386 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.194
8. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5117 - სსმ I, №27, 17.07.2007 წ.,მუხ.252
9. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5985 - სსმ I, №9, 04.04.2008 წ., მუხ.71
10. საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5997 - სსმ I, №9, 04.04.2008 წ., მუხ.72
11. საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1092 - სსმ I, №7, 06.04.2009 წ., მუხ.26
12. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1564 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.144
13. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3357 - სსმ I, №41, 21.07.2010 წ., მუხ.257
14. საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3597 - სსმI,№54, 12.10.2010 წ., მუხ.349
15. ძალადაკარგულია- საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის კანონი №3655- სსმ I, №53, 11.10.2010 წ., მუხ.339
დოკუმენტის კომენტარები