საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

  • Word
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 293
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.030.110.05.001.000.148
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
293
25/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
110.030.110.05.001.000.148
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/12/2004 - 23/12/2005)

საქართველოს კანონი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

      მუხლი 1.

,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 31 იანვრის კანონის მეოთხე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკე მუხლით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.

     მუხლი 2

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონით.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და მდივნის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი არ უნდა იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 90 პროცენტზე ნაკლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა კი – 85 პროცენტზე ნაკლები.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიეცემა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატი მისი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის არანაკლებ 90 პროცენტის ოდენობისა.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს, მდივანსა და წევრებს მიეცემათ შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი №408 - საქართველოს პარალამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.20

საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №684 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.201

    მუხლი 3.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე ბი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ასევე სარგებლობენ დანა მატებით საკვალიფიკაციო კლასებისა და წელთა ნამსახურობის თვის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ნორმით.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისათვის საკვალიფიკაციო კლასების მინიჭების წესი განისაზღვრება კანონით.

    მუხლი 4.

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის მიეცემა წარმომადგენლობითი თანხები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობა 45 კალენდარული დღეა; შვებულებაში გასვლისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს მიეცემა მატერიალური დახმარება მისი ორი თვის ფულადი გასამრჯელოს ოდენობით.

    მუხლი 6

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №684 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.201

    მუხლი 7.

 საზღვარგარეთ მივლინებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და სასამართლოს წევრებს მიეცემათ დანამატი, შესაბამისად დღიური ანაზღაურების 50, 40 და 35 პროცენტი.

    მუხლი 8.

დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისათვის ფულადი გასამრჯელოსა და სხვა მატერიალური შეღავათების შემცირება მისი უფოლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

    მუხლი 9.

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, მდივანსა და წევრებს (შემდგომში – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი) სამისდღეშიო პენსია მათი ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით ენიშნებათ, თუ:

ა) დაუმთავრდათ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესების სულ ცოტა 5 წლის შემდეგ გადადგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობიდან და აქვთ 20 წლის სამუშაო სტაჟი მაინც.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის გარდაცვალებისას, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობისას მის კმაყოფაზე მყოფ მეუღლეს ან/და შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე ერთობლივად ენიშნებათ პენსია გარდაცვლილის ფულადი გასამრჯელოს (პენსიის) სრული ოდენობით.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას მის კმაყოფაზე მყოფ მეუღლეს ან/და შვილებს ერთობლივად ეძლევათ ან ერთჯერადი ფულადი დახმარება მისი ათი წლის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით, ან ერთობლივად ენიშნებათ პენსია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის ფულადი გასამრჯელოს ან პენსიის სრული ოდენობით.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელიც დაინვალიდდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ გარემოებებში ეძლევა დახმარება:

ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრის პენსიის ოდენობა იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრის ფულადი გასამრჯელოს ცვლილებათა შესაბამისად.

6. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი მუშაობს, მას პენსია და ახალი სამუშაოს ფულადი გასამრჯელო სრულად ეძლევა.

7. (ამოღებულია).

8. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე გამწესებულ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრზე.

საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1027 - სსმ I, №24, 01.08.2001 წ., მუხ.101

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №374 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.121

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 25 ივნისი.

№293 IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი №408 - საქართველოს პარალამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.20

2. საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1027 - სსმ I, №24, 01.08.2001 წ., მუხ.101

3. საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №374 - სსმ I, №25, 27.08.2004 წ., მუხ.121

4. საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №684 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.201