დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 293 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.030.110.05.001.000.148 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (20/07/2001 - 13/08/2004)
საქართველოს კანონი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ
მუხლი 1.
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 31 იანვრის კანონის მეოთხე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკე მუხლით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 2.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელფასის ფონდის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი განაკვეთი და დანამატი არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივ განაკვეთზე და დანამატზე ნაკლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობრივი განაკვეთი არ უნდა იყოს შესაბამისად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი განაკვეთის 95, 90 და 85 პროცენტზე ნაკლები. ამასთან მათ მიეცემათ დანამატი არანაკლებ საქართველოს პარლამენტის წევრის დანამატისა.
საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი №408 - საქართველოს პარალამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.20
მუხლი 3.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეე ბი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ასევე სარგებლობენ დანა მატებით საკვალიფიკაციო კლასებისა და წელთა ნამსახურობისა თვის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ნორმით.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისათვის საკვალიფიკაციო კლასების მინიჭების წესი განისაზღვრება კანონით.
მუხლი 4.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის მიეცემა წარმომადგენლობითი თანხები კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობა 45 კალენდარული დღეა; შვებულებაში გასვლისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს მიეცემა მატერიალური დახმარება მისი ორი თვის ფულადი გასამრჯელოს ოდენობით.
მუხლი 6.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სარგებლობს ყველა იმ შეღავათით, რითაც საქართველოს პარლამენტის წევრი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები - იმავე პირობებით, როგორითაც შესაბამისად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები.
მუხლი 7.
საზღვარგარეთ მივლინებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და სასამართლოს წევრებს მიეცემათ დანამატი, შესაბამისად დღიური ანაზღაურების 50, 40 და 35 პროცენტი.
მუხლი 8.
დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისათვის ფულადი გასამრჯელოსა და სხვა მატერიალური შეღავათების შემცირება მისი უფოლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.
მუხლი 9.
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, მდივანსა და წევრებს (შემდგომში – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი) სამისდღეშიო პენსია მათი ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით ენიშნებათ, თუ:
ა) დაუმთავრდათ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესების სულ ცოტა 5 წლის შემდეგ გადადგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობიდან და აქვთ 20 წლის სამუშაო სტაჟი მაინც.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის გარდაცვალებისას, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობისას მის კმაყოფაზე მყოფ მეუღლეს ან/და შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე ერთობლივად ენიშნებათ პენსია გარდაცვლილის ფულადი გასამრჯელოს (პენსიის) სრული ოდენობით.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას მის კმაყოფაზე მყოფ მეუღლეს ან/და შვილებს ერთობლივად ეძლევათ ან ერთჯერადი ფულადი დახმარება მისი ათი წლის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით, ან ერთობლივად ენიშნებათ პენსია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის ფულადი გასამრჯელოს ან პენსიის სრული ოდენობით.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელიც დაინვალიდდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ გარემოებებში ეძლევა დახმარება:
ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრის პენსიის ოდენობა იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრის ფულადი გასამრჯელოს ცვლილებათა შესაბამისად.
6. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი მუშაობს, მას პენსია და ახალი სამუშაოს ფულადი გასამრჯელო სრულად ეძლევა.
7. ამ მუხლით დადგენილი პენსიები და დახმარება გაიცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შედის საკონსტიტუციო სასამართლოს ხარჯების ნუსხაში და გასცემს საკონსტიტუციო სასამართლო.
8. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე გამწესებულ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრზე.
საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1027 - სსმ I, №24, 01.08.2001 წ., მუხ.101
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 25 ივნისი.
№293 – IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი №408 - საქართველოს პარალამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996 წ., გვ.20
2. საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის კანონი №1027 - სსმ I, №24, 01.08.2001 წ., მუხ.101
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები