„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2451
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 28/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 110.030.110.05.001.002.069
  • Word
2451
23/12/2005
სსმ, 56, 28/12/2005
110.030.110.05.001.002.069
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს   

კანონში ცვლილებებისა და დამატებების დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 35) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8

დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისათვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.“.

2. მე-9 მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლოში სულ ცოტა 3 წლის გამწესების შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდათ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადაშიც მათ უნდა განეხორციელებინათ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. ეს კომპენსაცია დანამატის შენარჩუნებით იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ცვლილების შესაბამისად, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია გადაანგარიშდება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის შესაბამისად.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალებისას, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობისას, მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას, მის შრომისუუნარო მეუღლეს ან/და შვილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის ნაცვლად შეიძლება მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილის ათი წლის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით, მათივე არჩევით.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:

    „მუხლი 10

ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კომპენსაციის მიმღებ ყველა პირზე დანიშვნის დროის მიუხედავად.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2451 – რს