მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 536
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.018922
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
536
19/10/2015
ვებგვერდი, 21/10/2015
010110020.10.003.018922
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/10/2015 - 30/10/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №536

2015 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობა (დანართი №1).

2. დამტკიცდეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულება (დანართი №2).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №1
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობა

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

ნოდარ ჯავახიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გიორგი ამაშუკელი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საბჭოს წევრი;

ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს წევრი;

თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს წევრი;

დავით სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს წევრი;

თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს წევრი;

გიგლა აგულაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საბჭოს წევრი;

ოთარ დანელია  - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საბჭოს წევრი;

კახა კალაძე - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საბჭოს წევრი;

მანანა კობახიძე  - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

ერეკლე ტრიპოლსკი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, დუშეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

კარლო კოპალიანი - საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

თეიმურაზ ჭკუასელი - საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

თამაზ  მეჭიაური - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

გია ჟორჟოლიანი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

მირიან წიკლაური - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

ნოდარ ებანოიძე - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხარაგაულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

ვიქტორ ჯაფარიძე - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მესტიის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

ელისო ჩაფიძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ტყიბულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

ვაჟა ჩიტაშვილი - ახალციხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

ტარიელ ლონდარიძე - ასპინძის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

ზაქარია ქუცნაშვილი - თიანეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

გოჩა ენუქიძე - ამბროლაურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

იაშა შერვაშიძე - ქედის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

ანზორ ბოლქვაძე - ხულოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

ზურაბი ზვიადაური - ახმეტის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

თამაზ ჯაფარიძე - ონის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

ენზელ მკოიანი - ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

არჩილ ხაბაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

თენგიზ შერგელაშვილი  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;

პაატა ხიზანიშვილი  - ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, საბჭოს წევრი;

პარმენ მარგველიძე - ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, საბჭოს წევრი;

ნუგზარ ყიფიანი - დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, საბჭოს წევრი;

გია სალუქვაძე - ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, საბჭოს წევრი;

აკაკი მაჭუტაძე - ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, საბჭოს წევრი;

ლევან შონია - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, საბჭოს წევრი;

ზურაბ რუსიშვილი - გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, საბჭოს წევრი;

გივი ჭიჭინაძე - ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, საბჭოს წევრი;

ირაკლი შიოლაშვილი - ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, საბჭოს წევრი;

ედუარდ აღასარიანი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საბჭოს წევრი;

გიორგი გოცირიძე - ექსპერტი, საბჭოს წევრი;

თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე  -  ექსპერტი, საბჭოს წევრი;

ოთარ კონჯარია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საბჭოს მდივანი.


დანართი №2
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს (შემდგომში - საბჭო) უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს.

2. საბჭო წარმოადგენს კოლეგიურ სათათბირო ორგანოს.

3. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებები

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პოლიტიკის შემუშავებისა და მისი განხორციელების მიზნით, საბჭო:

ა) განიხილავს დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში (შემდგომში - ნუსხა) შეტანის/ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხს;

ბ) მიმართავს საქართველოს მთავრობას დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების წინადადებით;

გ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ნუსხას;

დ) განიხილავს დასახლების საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხს და შესაბამისი წარდგინებით მიმართავს საქართველოს მთავრობას;

ე) განიხილავს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას;

ვ) განიხილავს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამებს;

ზ) რეკომენდაციებს აძლევს შესაბამის სამინისტროებს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და პროგრამების განხორციელებისა და შესრულების საკითხებზე;

თ) მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სამინისტროებს მიმართავს წინადადებებით;

ი) უფლებამოსილია, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, ადმინისტრაციული ორგანოების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით;

კ) უფლებამოსილია, მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები;

ლ) უფლებამოსილია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად ან/და საკითხის შესასწავლად;

მ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების მომზადების მიზნით, უფლებამოსილია, შექმნას მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი;

ნ) ადგენს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრიდან 1500 მეტრის სიმაღლემდე და გამონაკლის შემთხვევაში, 800 მეტრს ქვევით მდებარე დასახლებას;

ო) ამზადებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების გამოყენების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებს, დარგობრივი სამინისტროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

პ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის (შემდგომში - ფონდი) განკარგვის წესს;

ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 4. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები.

3. საქართველოს პარლამენტის წევრების, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და ექსპერტების, გარდა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის საბჭოს შემადგენლობაში შეყვანა დასაშვებია, მხოლოდ მათი თანხმობით.

4. საბჭოს წევრ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრს, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს, სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს, ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს  საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

5. საბჭოს წევრ ექსპერტს უფლებამოსილება უწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ;

გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) გარდაცვალების შემთხვევაში;

ე) მისი კანდიდატურის წარმდგენი პირის განცხადების საფუძველზე;

ვ) საბჭოს შემადგენლობაში მისი შეყვანიდან 2 წლის შემდეგ.

6. საბჭოს სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტებმა. აღნიშნულ პირთა მოწვევას უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

მუხლი 5. საბჭოს მუშაობის წესი

1. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

2. საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს მიერ განსაზღვრული საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

3. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს სხდომის ოქმის გაფორმებას. საბჭოს სხდომის მდივანი არ არის საბჭოს წევრი.

4. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

5. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.

6. საბჭოს წევრს უფლება აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. საბჭოს წევრის განსხვავებული აზრი ან/და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი უნდა აისახოს საბჭოს სხდომის ოქმში.

7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საოქმო გადაწყვეტილების სახით, რომელიც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.

8. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, როგორც წესი  სამ თვეში ერთხელ თავისი ინიციატივით ან საბჭოს წევრის შუამდგომლობით. საბჭო უფლებამოსილია, საბჭოს სხდომის ოქმში განსაზღვროს საბჭოს მომდევნო სხდომის თარიღი.

9. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან არანაკლებ საბჭოს 5 (ხუთი) წევრის შუამდგომლობით.

მუხლი 6. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო).

მუხლი 7. დასახლების ნუსხის დამტკიცება, დასახლების ნუსხაში შეტანა/ნუსხიდან ამოღება

1. მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას საბჭოს წინადადებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზემოთ მდებარე დასახლებების ნუსხას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის/ცნობის საფუძველზე, საბჭოს განსახილველად წარუდგენს სამინისტრო.

3. ხევის, მთიულეთის, პანკისის ხეობის, მაღალმთიანი აჭარის, გუდამაყრის ხეობის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში მდებარე დასახლებების ნუსხაში შეტანის მიზნით, ამ პუნქტში განსაზღვრულ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებების ნუსხას საბჭოს განსახილველად წარუდგენს სამინისტრო.

4. დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად საბჭოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვს:

ა) მუნიციპალიტეტს;

ბ) სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას;

დ) სამინისტროს.

5. დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული.

6. დასახლების ნუსხაში შეტანის შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ამ დებულების საფუძველზე დადგენილ კრიტერიუმებთან მაღალმთიანი დასახლების შესაბამისობის თაობაზე დასაბუთებას.

7. დასახლების ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს დასახლების ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობისა და მის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ამ დებულების საფუძველზე დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის თაობაზე დასაბუთებას.

8. დასახლების ნუსხაში შეტანის შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა/ინფორმაცია, დასახლების ზღვის დონიდან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიმაღლეზე მდებარეობის შესახებ;

ბ) დასახლების სახელწოდება.

9. დასახლების ნუსხაში შეტანის შუამდგომლობა ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ცნობასთან/ინფორმაციასთან ერთად, საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, რეგისტრირდება სამინისტროში.

10. დასახლების ნუსხაში შეტანის თაობაზე შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობასთან, ამ დებულებასა და ამ დებულების საფუძველზე დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას განიხილავს საბჭო.

11. თუ დასახლების ნუსხაში შეტანის შუამდგომლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ამ დებულების საფუძველზე დადგენილ კრიტერიუმებს, საბჭო წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას დასახლების ნუსხაში შეტანის თაობაზე.

12. თუ დასახლების ნუსხაში შეტანის შუამდგომლობა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ამ დებულების საფუძველზე დადგენილ კრიტერიუმებს, სამინისტრო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს განუსაზღვრავს 15-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სამინისტროსთვის წარუდგენლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა არ განიხილება.

14. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო საბჭოს წინადადებას განსახილველად უგზავნის საქართველოს მთავრობას.

15. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო დასახლების ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობას მიიჩნევს დასაბუთებულად, საბჭო შესაბამისი წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას. საბჭოს წინადადებას საქართველოს მთავრობას განსახილველად უგზავნის სამინისტრო.

16. საბჭოს ინიციატივას დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების შესახებ შუამდგომლობის სახით ამზადებს სამინისტრო.

მუხლი  8.  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების თაობაზე

1. დასახლების ნუსხაში შეტანის/ნუსხიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა იღებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში დასახლების შეტანით/ნუსხიდან ამოღებით.

2. დასახლების ნუსხაში შეტანის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის დადგენილება  „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათების მიღების მიზნებისათვის უნდა ამოქმედდეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებისთანავე.

3. საქართველოს მთავრობის დადგენილება დასახლების ნუსხიდან ამოღების თაობაზე ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 9. დასახლების ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების საკითხის განხილვა

ხევის, მთიულეთის, პანკისის ხეობის, მაღალმთიანი აჭარის, გუდამაყრის ხეობის, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის, ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის, რაჭის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის დასახლების მიკუთვნების საკითხის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, საბჭოს წარდგინებით, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას დასახლების ამ მუხლით განსაზღვრული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარისათვის მიკუთვნების თაობაზე, დასახლების ნუსხაში შეტანის გზით.

მუხლი 10. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება

1. მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით, სამინისტრო შესაბამის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოსთან, საქართველოს სამინისტროებთან და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კოორდინაციით შეიმუშავებს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიასა (4-7 წელი) და სამოქმედო გეგმას (1-2 წელი) (შემდგომში - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა). სტრატეგია და სამოქმედო გეგმა  განსახილველად წარედგინება საბჭოს.

2. საბჭოს მიერ, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საოქმო გადაწყვეტილებით მოწონების შემთხვევაში, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას. სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტრო.

3. სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს დადგენილებით.

4. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას მონიტორინგს უწევს საბჭო, რაც გულისხმობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ანგარიშის მოსმენას.

მუხლი 11. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამის შემუშავება

1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაამტკიცოს დარგობრივი პროგრამები (შემდგომში - პროგრამა).

2. პროგრამის პროექტს ამზადებს შესაბამის დარგში პოლიტიკის გამტარებელი სამინისტრო.

3. პროგრამა განსახილველად წარედგინება საბჭოს.

4. საბჭოს მიერ, პროგრამის საოქმო გადაწყვეტილებით მოწონების შემთხვევაში, შესაბამისი სამინისტრო პროგრამას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

5. პროგრამის შესრულებას მონიტორინგს უწევს საბჭო, რაც გულისხმობს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და პროგრამის შესრულების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების ანგარიშის მოსმენას.

მუხლი 12.  მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი

1. საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების მომზადებისა და დამუშავების მიზნით, საბჭო უფლებამოსილია, შექმნას მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი).

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში საბჭოს წევრების გარდა, შეიძლება მოწვეულ იქნენ ექსპერტები და სხვა პირები.

3. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს საბჭო, რაც ფორმდება სხდომის ოქმით.

4. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლა შესაძლებელია საბჭოს გადაწყვეტილებით.

5. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:

ა) საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების საბჭოსთვის განსახილველად მომზადება;

ბ) საბჭოსა და საბჭოს სხდომის თავმჯდომარის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მუხლი 13. კრიტერიუმების დადგენა

1.  საბჭო საბჭოს საოქმო გადაწყვეტილებით ადგენს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრიდან 1500 მეტრამდე სიმაღლეზე ან 800 მეტრს ქვემოთ მდებარე დასახლებას.

2.  საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრიდან 1500 მეტრამდე სიმაღლეზე ან 800 მეტრს ქვევით მდებარე დასახლებას.

3.  საბჭო ზღვის დონიდან 800 მეტრიდან 1500 მეტრამდე სიმაღლეზე მდებარე და გამონაკლის შემთხვევაში, 800 მეტრს ქვემოთ მდებარე დასახლებებისათვის ადგენს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შეფასების განსხვავებულ მოთხოვნებს.

მუხლი 14. ფონდის განკარგვის წესი

1.     ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების მიზნით, საბჭოს მიერ იქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ფონდის განკარგვის წესის პროექტს.

2. სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ფონდის სახსრებით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ფონდის განკარგვის წესში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ფონდის განკარგვის წესი განსახილველად წარედგინება საბჭოს.

4.საბჭოს მიერ ფონდის განკარგვის წესის განხილვისა და საოქმო გადაწყვეტილებით ფონდის განკარგვის წესის მოწონების შემთხვევაში, აღნიშნული წესი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

5. ფონდის განკარგვის წესს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს დადგენილებით.

6.ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის თაობაზე, სამინისტრო საბჭოს წინადადების საფუძველზე მიმართავს საქართველოს მთავრობას.

 მუხლი 15. გარდამავალი დებულებები

 სამინისტრომ 2015 წლის პირველ ნოემბრამდე უზრუნველყოს „მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის საბჭოსთვის წარდგენა.


19. 18/01/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 22 - ვებგვერდი, 20/01/2023 18. 18/04/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 202 - ვებგვერდი, 18/04/2022 17. 31/03/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 143 - ვებგვერდი, 01/04/2021 16. 28/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 807 - ვებგვერდი, 28/12/2020 15. 05/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 599 - ვებგვერდი, 06/12/2019 14. 01/05/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 219 - ვებგვერდი, 02/05/2019 13. 15/02/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 87 - ვებგვერდი, 20/02/2019 12. 21/08/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 432 - ვებგვერდი, 21/08/2018 11. 26/03/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 137 - ვებგვერდი, 27/03/2018 10. 07/02/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 65 - ვებგვერდი, 08/02/2018 9. 29/05/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 263 - ვებგვერდი, 30/05/2017 8. 15/02/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 82 - ვებგვერდი, 16/02/2017 7. 16/01/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 17 - ვებგვერდი, 20/01/2017 6. 23/06/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 281 - ვებგვერდი, 27/06/2016 5. 15/03/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 120 - ვებგვერდი, 17/03/2016 4. 18/01/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 30 - ვებგვერდი, 21/01/2016 3. 23/12/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 644 - ვებგვერდი, 25/12/2015 2. 03/12/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 609 - ვებგვერდი, 07/12/2015 1. 30/10/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 560 - ვებგვერდი, 02/11/2015