„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.023413
202
18/04/2022
ვებგვერდი, 18/04/2022
010110020.10.003.023413
„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №202

2022 წლის 18 აპრილი

 ქ. თბილისი

 

„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/10/2015, 010110020.10.003.018922) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №1

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობა

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საბჭოს წევრი;

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს წევრი;

6. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს წევრი;

7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს წევრი;

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს წევრი;

9. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, საბჭოს წევრი;

10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, საბჭოს წევრი;

11. სოზარ სუბარი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის №5 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

12. ირაკლი ზარქუა – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

13. ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

14. მაია ბითაძე – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

15. დიმიტრი ხუნდაძე – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

16. პაატა კვიჟინაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის №20 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

17. გივი ჭიჭინაძე – საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის №22 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

18. გოჩა ენუქიძე – ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის №19 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

19. ანტონ ობოლაშვილი – ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის №17 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

20. ანზორ ბოლქვაძე – ქედა, შუახევი, ხულოს №30 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

21. ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის №10 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

22. ნინო წილოსანი – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

23. სამველ მანუკიანი – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ახალქალაქი-ნინოწმინდის №18 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

24. გოგი მეშველიანი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის №14 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

25. დავით სონღულაშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს №9 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

26. ვიქტორ ჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

27. ვასილ ჩიგოგიძე – ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის №24 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

28. ზაალ დუგლაძე – ხაშური-ქარელის №16 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

29. ბეჟან წაქაძე – ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის №21 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

30. გელა სამხარაული – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

31. ალუდა ღუდუშაური – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

32. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

33. მზია გიორგობიანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;

34. ილია ბეგიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს წევრი;

35. ერეკლე ტრიპოლსკი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთიანი რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს უფროსი, საბჭოს წევრი;

36. ლერი ბარნაბიშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს წევრი;

37. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

38. ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

39. ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

40. დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

41. აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

42. ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

43. გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

44. ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

45. ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

46. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წევრი;

47. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წევრი;

48. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წევრი;

49. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წევრი;

50. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წევრი;

51. თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე – ექსპერტი, საბჭოს წევრი;

52. ავთანდილ არაბული – ექსპერტი, საბჭოს წევრი;

53. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სამმართველოს უფროსი, საბჭოს მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი