დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110020.10.003.019185 |
|
„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/10/2015, 010110020.10.003.018922) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ფონდის განკარგვის წესი 1. ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების მიზნით, საბჭო უფლებამოსილია შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ფონდის განკარგვის წესის პროექტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ფონდის განკარგვის წესი განსახილველად წარედგინება საბჭოს. 3. საბჭოს მიერ ფონდის განკარგვის წესის განხილვისა და საოქმო გადაწყვეტილებით ფონდის განკარგვის წესის მოწონების შემთხვევაში, აღნიშნული წესი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას. 4. ფონდის განკარგვის წესს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს დადგენილებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები