„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.021102
87
15/02/2019
ვებგვერდი, 20/02/2019
010110020.10.003.021102
„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №87

2019 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/10/2015, 010110020.10.003.018922) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი №1

 

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობა

1.  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, საბჭოს წევრი;

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს წევრი;

6. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს წევრი;

7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს წევრი;

8. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, საბჭოს წევრი;

9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, საბჭოს წევრი;

10. ზაზა გაბუნია − საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის №19 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

11. ერეკლე ტრიპოლსკი − საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

12. მერაბ ქვარაია − საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აბასთუმნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

13. ირაკლი კოვზანაძე − საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

14. კახაბერ კუჭავა − საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

15. აკაკი ზოიძე − საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

16. ზაქარია ქუცნაშვილი − დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

17. პაატა კვიჟინაძე − საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

18. კობა ლურსმანაშვილი − ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ილემის, სანახშირის, შროშის, ფუთისა და ძირულის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

19. გოჩა ენუქიძე − ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

20. გოგა გულორდავა − წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

21. გიორგი კოპაძე − ქალაქ ახალციხის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

22. ანზორ ბოლქვაძე − ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებისა და ქედის მუნიციპალიტეტის (გარდა მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისა) საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

23. გელა სამხარაული − საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის, ვარდისუბნის, თეთრი წყლების, იყალთოს, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორის, ფშავლის, ყარაჯალისა და ართანის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

24. ნინო წილოსანი − ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის (გარდა სუფსისა და ღრმაღელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგომრის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

25. ენზელ მკოიანი − ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის (გარდა აზავრეთის, კოჭიოს, პტენის, ბარალეთისა და ჩუნჩხის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

26. კახაბერ ოქრიაშვილი − წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის კაზრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

27. სულხან მახათაძე − ჭიათურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

28. ვიქტორ ჯაფარიძე − საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

29. მირიან წიკლაური − საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

30. კარლო კოპალიანი − საქართველოს პარლამენტის წევრი, საბჭოს წევრი;

31. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საბჭოს წევრი;

32. მზია გიორგობიანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;

33. ილია ბეგიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;

34. სოზარ სუბარი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში;

35. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

36. ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

37. ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

38. დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

39. აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

40. ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

41. გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

42. ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

43. ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო რწმუნებული, საბჭოს წევრი;

44. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წევრი;

45. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წევრი;

46. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წევრი;

47. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წევრი;

48. გიორგი გოცირიძე − ექსპერტი, საბჭოს წევრი;

49. თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე − ექსპერტი, საბჭოს წევრი;

50. ავთანდილ არაბული – ექსპერტი, საბჭოს წევრი;

51. გიორგი ბასოშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სამმართველოს უფროსი, საბჭოს მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე