„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 281
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/06/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019346
281
23/06/2016
ვებგვერდი, 27/06/2016
010110020.10.003.019346
„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №281

2016 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/10/2015, 010110020.10.003.018922) შეტანილ იქნეს ცვლილება და მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულების:

1. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დასახლების ნუსხაში შეტანის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს მთავრობის დადგენილება, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათების მიღების მიზნებისათვის, უნდა ამოქმედდეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებისთანავე.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს მთავრობის დადგენილება, დასახლების ნუსხაში შეტანის თაობაზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სოციალური შეღავათების მიღების მიზნებისათვის, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, იმ დასახლების ნუსხაში შეტანის შემთხვევაში, რომელიც:

ა) ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით;

ბ) მიეკუთვნება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს.“.

2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი  15.  გარდამავალი დებულებები

1. სამინისტრომ, 2015 წლის პირველ ნოემბრამდე, უზრუნველყოს „მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის საბჭოსათვის წარდგენა.

2. ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში“ 2017 წლის პირველ იანვრამდე ასახულ დასახლებებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი