დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 219 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110020.10.003.021234 |
|
„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/10/2015, 010110020.10.003.018922) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დებულების“:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომის შემთხვევისა.“. 2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საბჭო საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით). სხდომის ელექტრონული ფორმით მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს თავჯდომარე.“. 3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, ელექტრონული ფორმით ჩატარებული სხდომისას − საბჭოს წევრების უმრავლესობის მიერ ელექტრონული ფოსტით პოზიციის დადასტურების შემთხვევაში. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.“. 4. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საოქმო გადაწყვეტილების სახით, რომელიც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში. საბჭოს სხდომის ელექტრონული ფორმით ჩატარების შემთხვევაში, საბჭოს წევრების მიერ ელექტრონული ფოსტით წარდგენილი პოზიცია დაერთვება საბჭოს სხდომის ოქმს. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები