„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 644
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.019031
644
23/12/2015
ვებგვერდი, 25/12/2015
010110020.10.003.019031
„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №644

2015 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  21/10/2015, 010110020.10.003.018922) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგე­ნი­ლებით დამტკიცებული მთის განვითარების ეროვ­ნული საბჭოს დებულების (დანართი №2) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) განიხილავს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წა­რუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტროს მიერ, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს რეგიონული განვითა­რებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან შეთანხმებით წარდგენილი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სა­ხეების ჩამონათვალს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი