დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 631 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/02/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 23-26, 08/02/1995 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.230.000.05.001.000.095 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (08/02/1995 - 16/10/1997)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე აიკრძალოს:
ა) ტოქსიკური და რადიაქტიური სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანზიტი და იმპორტი, მათი საქართველოს რესპუბლიკაში უტილიზაციის, გაუვნებელყოფის, გადამუშავების, დამარხვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით;
ბ) სხვა სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების იმპორტი, მათი გაუვნებელყოფის , დაწვის ან დამარხვის მიზნით.
2. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაშვებულია არატოქსიკური და არარადიაქტიური ნარჩენების იმპორტი მხოლოდ მათი შემდგომი გადამუშავების ან რეექსპორტის მიზნით. ეს ნარჩენებია: შავი და ფერადი ლითონების ჯართი, ყველა ტიპის მაკულატურა, პლასტმასები (მხოლოდ იმ ტიპის, რომელთა გადამუშავება საქართველოს რესპუბლიკაში შესაძლებელია), საფეიქრო და საგალანტერეო წარმოების, ხის გადამუშავების (ბურბუშელა, ნახერხი), აგრეთვე მინის ნარჩენები.
3. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტი დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს რესპუბლიკისა და ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობების მოთხოვნათა შორის უმკაცრესს.
4. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტირებისას მათ თან უნდა ერთვოდეს ექსპორტიორი ქვეყნის სერტიფიკატი ნარჩენების წარმოშობის, მათში მავნე ნივთიერებების შემცველობის და მათი ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოტანის დროს ნარჩენები უნდა შემოწმდეს საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების მიერ და გაიცეს სერტიფიკატი ნარჩენებში მავნე ნივთიერებების შემცველობისა და მათი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.
5. ამ კანონის დამრღვევი პირები პასუხს აგებენ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი.
1995 წლის 8 თებერვალი.
№631
დოკუმენტის კომენტარები