„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4952-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 300230000.05.001.018094
4952-IIს
13/04/2016
ვებგვერდი, 26/04/2016
300230000.05.001.018094
„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№23–26, მუხ. 504) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“.

   2. პირველი–მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

  „მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

  1. ბაზელის კონვენცია – 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენცია „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“.

  2. ნარჩენი – ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული ნარჩენი.

  3. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა – ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი.

  4. ნარჩენების იმპორტი – ნარჩენების შეტანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გარდა ტრანზიტით გადაადგილე­ბისა.

  5. ნარჩენების ექსპორტი – ნარჩენების გატანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორი­იდან, გარდა ტრანზიტით გადაად­გილებისა.

  6. ნარჩე­ნების ტრანზიტი – ნარჩენების ტრანსსასაზღ­ვრო გადაზიდვა ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს (იმპორ­ტის და ექსპორტის სახელმწიფოების გარდა) ტერიტო­რი­ის გავლით.

 7. განთავსება – ბაზელის კონვენციის IV „A“ დანართით გათვალისწინებული ოპერაციები.

  8. აღდგენა – ბაზელის კონვენციის IV „B“ დანართით გათვალისწინებული ოპერაციები.

  9. შუალედური აღდგენა – ბაზელის კონვენციის IV „B“ დანართით გათვალისწინებული R12 და R13 ოპერაციები.

  10. სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

  11. ნარჩენების ნუსხა – „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხა.

  12. ნებართვა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა.

 

  მუხლი 2. ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია

  1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი, თუ ამის შესახებ პირდაპირ არ უთითებს ეს კანონი.

  2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია:

  ა) სახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი;

  ბ) არასახიფათო ნარჩენების იმპორტი – მათი განთავსების მიზნით;

  გ) სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, თუ:

  გ.ა) სახელმწიფო, რომელშიც ხორციელდება სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, არ არის ბაზელის კონვენციის წევრი ან ოფიციალურად კრძალავს ასეთი ნარჩენების იმპორტს;

  გ.ბ) არ არსებობს იმპორტის ან/და ტრანზიტის სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) წერილობითი თანხმობა. 

 

  მუხლი 3. ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი დაშვებულია

  1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) დაშვებულია:

  ა) არასახიფათო ნარჩენების იმპორტი – მათი შემდგომი აღდგენის მიზნით;

  ბ) არასახიფათო ნარჩენების ექსპორტი და ტრანზიტი;

  გ) სახიფათო ნარჩენების ექსპორტი – სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) თანხმობით, ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით.

  2. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოთა კანონმდებლობების მოთხოვნათაგან უმკაცრესს.

  3. „საქართველოს ტერიტო­რიაზე იმპორტისათვის, საქართ­ველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშ­ვებული ნარჩენე­ბის ნუსხას“ დადგენი­ლებით ამტკიცებს საქარ­თველოს მთავრობა.

 

  მუხლი 4. სახიფათო ნარჩენებისა და არასახიფათო ნარჩენების იდენტიფიკაცია

  1. ამ კანონის მიზნებისათვის სახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება:

  ა) ბაზელის კონვენციის I დანართით განსაზღვრული, კონტროლირებადი ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით;

 ბ) ბაზელის კონვენციის II დანართით განსაზღვრული, განსაკუთრებული განხილვისადმი დაქვემდებარებული ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით;

  გ) ბაზელის კონვენციის VIII დანართით განსაზღვრული ნარჩენები, რომლებიც ხასიათდება იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით;

  დ) ნარჩენების ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნარჩენები.

  2. ამ კანონის მიზნებისათვის არასახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება:

  ა) ბაზელის კონვენციის IX დანართით განსაზღვრული ნარჩენები, თუ მათ არ აქვთ იმავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებები;

  ბ) ნარჩენების ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული არასახიფათო ნარჩენები.

  3. ბაზელის კონვენციის დანართებსა და ნარჩენების ნუსხას შორის ნარჩენების სახიფათო თვისებებთან დაკავშირებით განსხვავებული რეგულაციების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება რეგულაციებს შორის უმკაცრესი.“.

   3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

 

   „მუხლი 41. ნებართვის გამცემი და მისი უფლება-მოვალეობები

   1. ნებართვის გამცემია სამინისტრო.

 2. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით.“. 

   4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

  „მუხლი 5. ნებართვის გაცემის წესი

  1. ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

  2. სახიფათო ნარჩენების ექსპორტის ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში.

  3. სახიფათო ნარჩენების ექსპორტის მიზნით შესაბამისი ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა სამინისტროს წერილობითი განცხადება უნდა წარუდგინოს. ამ განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ნებართვის მაძიებლის განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია: 

  ა) ბაზელის კონვენციის V „A“ და V „B“ დანართების მიხედვით სათანადოდ შევსებული შეტყობინებისა და გადაზიდვის ფორმები;

  ბ) ნებართვის მაძიებელსა და გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები;

  გ) ფინანსური გარანტია, რომელიც წარმოდგენილია საბანკო გარანტიის ან დაზღვევის სახით. იგი უნდა ფარავდეს ნარჩენების გადაზიდვის ხარჯებს და განთავსების ან აღდგენის (მათ შორის, საჭირო შუალედური აღდგენის) ხარჯებს.

  4. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმპორტის ან/და ტრანზიტის სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) წერილობითი თანხმობის მისაღებად შესაბამისი შეტყობინების პროცედურას ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული წესით ახორციელებს სამინისტრო. ამ პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) გადაწყვეტილების წარმოდგენამდე სამინისტროში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება.

  5. სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა ხორციელდება ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.

  6. არასახიფათო ნარჩენის იმპორტის მიზნით შესაბამისი ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია: 

  ა) ნარჩენის დასახელება;

  ბ) ნარჩენის კოდი (ბაზელის კონვენციის მიხედვით; ნარჩენების ნუსხის მიხედვით; სასაქონლო ნომენკლატურის (HS) მიხედვით);

  გ) ნარჩენის რაოდენობა (ტონა);

  დ) ნარჩენის აღწერილობა;

  ე) ნარჩენის შეფუთვის ტიპი;

  ვ) ნარჩენის ექსპორტის სახელმწიფო;

  ზ) ნარჩენის ექსპორტიორი;

  თ) ნარჩენის იმპორტიორი;

  ი) ნარჩენის აღდგენის ობიექტის დასახელება, ადგილმდებარეობა და მისამართი;

  კ) გადაზიდვაში მონაწილე ფიზიკურ პირებს ან/და იურიდიულ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები;

  ლ) დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების აღდგენა გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.

  7. ნებართვის გამცემს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, ნებართვის მაძიებელს მოსთხოვოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სრულყოფილი შემოწმებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.  

  8. ნებართვის გამცემს უფლება აქვს, უარი განაცხადოს არასახიფათო ნარჩენის იმპორტის ნებართვის გაცემაზე, თუ:

  ა) ნარჩენის გამოყენება იწვევს უფრო მეტი ნარჩენის წარმოქმნას, ვიდრე პირველადი ნედლეულის გამოყენება;

  ბ) აღდგენის ობიექტის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია არ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო დამუშავებას.

  9. ნებართვა გაიცემა 3 ეგზემპლარად, რომელთაგან 1 სამინისტროს რჩება, ხოლო 2 ნებართვის მაძიებელს გადაეცემა.            

  10. არასახიფათო ნარჩენების ექსპორტს და ტრანზიტს ნებართვა ან/და ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების პროცედურის განხორციელება არ ესაჭიროება, თუ ამას არ მოითხოვს იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს სათანადო კომპეტენტური ორგანო. მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს სათანადო კომპეტენტურ ორგანოს აწვდის შესაბამის ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

  11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სამინისტროს ყოველი წლის 1 სექტემბრამდე აწვდის ინფორმაციას წინა წელს საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტირებული და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული ნარჩენების შესახებ (ეს ინფორმაცია შეიცავს შემდეგ მონაცემებს: იმპორტირებული, ექსპორტირებული ან ტრანზიტით გადაადგილებული ნარჩენის კატეგორია; ნარჩენის დასახელება; ნარჩენის იმპორტიორი/ექსპორტიორი; ნარჩენის იმპორტის/ექსპორტის სახელმწიფო; ნარჩენის კოდი; ნარჩენის რაოდენობა).“.

   5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51–54 მუხლები:

 

  „მუხლი 51. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი

  ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

  მუხლი 52. სანებართვო მოწმობის ფორმა. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

  1. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

  2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის დებულებები.

 

  მუხლი 53. ნებართვის მოქმედების ვადა

  ნებართვა გაიცემა 1 წლამდე ვადით.

 

  მუხლი 54. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ნებართვის გაუქმების წესი

  1. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

  2. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

   6. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

  „მუხლი 6. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირება

  1. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდ­ვაზე საბაჟო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსა­ვლების სამსახური უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად.

  2. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირების სფეროში ბაზელის კონვენციის მე-2 პარაგრაფის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციებს ასრულებს სამინისტრო.

  3. საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირების წესი განისაზღვრება ამ კანონისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

 

  მუხლი 7. ნარჩენებისადმი ეკოლოგიური მოთხოვნები

  ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის განხორციელებისას დაცული უნდა იყოს ნარჩენების მართვის კოდექსით, „გარემოს დაცვის შესახებ“, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ და „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა ეკოლოგიური მოთხოვნები.“.

   7. მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის“.

   8. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

  მუხლი 2

  1. 2016 წლის 1 ივნისამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხა“.

  2. 2016 წლის 1 ივნისამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა დაამტკიცოს ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა.

           

   მუხლი 3

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 აპრილი 2016 წ.

N4952-IIს