ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 26/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016009
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
02/08/2014
ვებგვერდი, 08/08/2014
010250050.35.174.016009
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/08/2014 - 26/08/2014)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2014 წლის 2 აგვისტო

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება (დანართი №1);
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე



დანართი №1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის

დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ა


თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
1. ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – მერია) სტრუქტურას, მერიის თანამდებობის პირების, მერიის ადმინისტრაციული ერთეულების უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას.

2.დებულების ამოცანებია: სათანადო დროს და შესაბამისი გზებით ეფექტურად, ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით იქნეს დაგეგმილი და გადაწყვეტილი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ის ინიციატივები, რომლებიც ქალაქ გორის მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება და მერიის ექსკლუზიურ, ან დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება.


მუხლი 2. მერიის სამართლებრივი სტატუსი
1.  მერია არის, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს  ქალაქ გორის  მერი (შემდგომში–მერი). მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას.

2. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისაგან.

3. მერია უფლებამოსილია ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ,,ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსაზაზღვრო თანამშრომლობის შესახებ’’ სახელმძღვანელო ევროპული კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 3. მერიის  საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები
1.  მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ‘’ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის,, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.

2. მერიას უფლება აქვს, მიიღოს სამართლებრივი ზომები, თავისი საკუთარი უფლებამოსილებების თავისუფალი განხორციელების და თვითმმართველობის ისეთი პრინციპების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, რომელნიც დაცულნი არიან საქართველოს კონსტიტუციით, ან შიდა კანონმდებლობით.

3. მერიის სტრუქტურული ერთეულები და თანამდებობის პირები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.


მუხლი 4. მერიის სამუშაო და საქმისწარმოების ენა.
მერიის სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

მუხლი 5. მერიის ადგილსამყოფელი
მერიის  ადგილსამყოფელია:  1400, ქალაქი გორი, სტალინის გამზირი №16.

თავი II
მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები

მუხლი 6. მერიის  ხელმძღვანელობა
1. მერიის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს მერი;

2. მერიის თანამდებობის პირები არიან:

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე (ვიცე მერი);

გ) მერის  მოადგილე;

დ) მერიის  სტრუქტურული ერთეულის-სამსახურის ხელმძღვანელი;

3. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13–ს .


მუხლი 7. მერი
1. მერი ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:

ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობას;

ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას და მერიის  სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს.

დ)  მერიის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობების დასაკავებლად აცხადებს კონკურსს. კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის, უნარ–ჩვევების შეფასების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ საკონკურსო–საატესტაციო კომისიას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასანიშნად წარუდგენს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას.

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს და კონკურსის წესით შერჩეულ საჯარო მოსამსახურეებს.

ვ) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ზ) კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით  ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

2. მერი  მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:

ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, ან რიგგარეშე, საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს  გაწეული მუშაობის შესახებ.

ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას;

3. მერი  საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად,  საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს;

ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას;

4. მერი  მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;

ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

ე) საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით, მიმღების/მართვის უფლებით, მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;

ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;

კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

5. მერი  აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:

ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს) კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;

დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; 

ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;

თ)უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით   გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. მერიის სტრუქტურულ ერთეულებს განსაზღვრავს და საკრებულოს წარუდგენს მათ დებულებებს იმ მიზანშეწონილობით, რომ მოხდეს მათი მისადაგება ადგილობრივ საჭიროებებთან და უზრუნველყოფილი იქნეს მერიის ეფექტური მართვა.


მუხლი 8. მერიის თანამდებობის პირები
1.მერიის საქმიანობას მერიის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით  უძღვება მერი.

2.მერს ჰყავს ორი მოადგილე:

ა)  (ვიცე მერი) მერის პირველი მოადგილე

ბ) მერის მოადგილე

3.  მერის მოადგილეები მერის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობას;

 4. მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას  მერის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე (ვიცე მერი)

  5. მერი უფლებამოსილია მისი არყოფნის შემთხვევაში მერის უფლებამოსილების  შესრულება დააკისროს მოადგილეს.


თავი III
მერიის სტრუქტურული ერთეულები და ადმინისტრაციული ორგანოები

მუხლი 9. მერიის სტრუქტურული ერთეულები
1. მერიის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ მერიის გადაწყვეტილებებს, ასევე მერის დავალებებს.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  ადმინისტრაციული სამსახური;

ბ)  საბიუჯეტო სამსახური;

გ)  იურიდიული სამსახური; 

დ) ზედამხედველობის სამსახური;

ე)  ეკონომიკური განვითარების სამსახური;

ვ)  ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახური;

ზ) განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ი) შიდა აუდიტის სამსახური:

კ) სახანძრო დაცვის სამსახური; 


მუხლი 10. მერიის ადმინისტრაციული ერთეულები
 1. მერიის ადმინისტრაციული ერთეული იქმნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

2. მერიის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ჭალა–სადგურის დასახლების ადმინისტრაციული ერთეული

ბ) ცენტრალური დასახლების ადმინისტრაციული  ერთეული

გ) ვერხვები–კვერნაქის დასახლების ადმინისტრაციული ერთეული 

დ) წმინდა წყალის დასახლების  ადმინისტრაციული ერთეული

ე) კომბინატის დასახლების ადმინისტრაციული ერთეული

3. მერიის ადმინისტრაციული ერთეულის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით. 


მუხლი 11. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში
1. მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი (შემდგომში წარმომადგენელი),  არის  მერიის საჯარო მოხელე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს მერი.

2.    კომპეტენციის ფარგლებში, მერის წარმომადგენელი საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით დადგენილი წესით წარმართავს მერიის ადმინისტრაციული ერთეულის საქმიანობას და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის   მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

ბ) ახორციელებს მონიტორინგს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

დ) მერის შესაბამისი მითითების საფუძველზე, უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გასაცნობად;

ე) მერის შესაბამისი მითითების საფუძველზე, ახორციელებს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო  განხილვების ჩატარებას;

ვ)  მერის შესაბამისი მითითების საფუძველზე, უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისთვის მათ მიწოდებას;

ზ) უზრუნველყოფს მერის ინფორმირებულობას  ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ.

თ) საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მერიას, ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების   აღრიცხვის, კონტროლის, დაცვისა და  მიზნობრივ გამოყენებაში.

ი) მერის დავალებით, დახმარებას უწევს  სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურს, წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზაციულ–ტექნიკური საკითხებში.

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მერის ცალკეული დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 


თავი IV
მერიის საჯარო მოსამსახურეები 

მუხლი 12. საჯარო მოსამსახურეები

 

1. მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხით.

2. მერიის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში, მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.

3. მერიის საჯარო მოსამსახურეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების და ამ დებულების მე–7 პუნქტის ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.


მუხლი 13. მერიის  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი), არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2.      მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

 გ) მერს წარუდგენს წინადადებებს, სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

 ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

 ზ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონის და მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ)    ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

ი) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის სტრუქტურული ერთეულის ერთ–ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის  ერთ–ერთი  მოხელე.

3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.


მუხლი 14. მერიის  სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, შესყიდვების, საბუღალტრო და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის  საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება.

2. საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ბიუჯეტის დაგეგმვა–ანალიზი და ბიუჯეტის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება.

3.  იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, ქალაქი გორის მერიის  საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

4. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მოსაკრებლების, უნებართვო საქმიანობის და შესყიდვების ხარისხზე მონიტორინგის განხორციელება.

5. ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურული სამშენებლო რეგულირების, ქონების აღრიცხვა–მართვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების განხორციელება.

6. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სფეროსთვის განკუთვნილი პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

7.  ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

8.  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

9.  შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მერიის სტრუქტურული სამსახურებისა და მუნიციპალური წილით დაფუძნებული იურიდიული (სამეწარმეო/არასამეწარმეო) პირების  მონიტორინგის განხორციელება.

10.  სახანძრო დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.


თავი V
მერიის  სამართლებრივი აქტები და მერიის საქმიანობის ორგანიზება

მუხლი 15. სამართლებრივი აქტები
1. მერია თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

2. მერი ბრძანებას გამოსცემს მერის მოადგილის, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების და მერის წარმომადგენლების, აგრეთვე მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნების შესაბამისად.        


მუხლი 16. მერიის  საქმიანობის ორგანიზება
1.  მერიის  საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.

2. მერიის დებულება, მერის წარდგენის საფუძველზე, მტკიცდება ქალაქი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.


მუხლი 17. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება, გაფორმება და  ვიზირება
1.  მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსს“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

2. მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტები, ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, აგრეთვე  უნდა იქნეს ვიზირებული მერიის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი.

3. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა მერიაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წარუდგენს მერი.

4.   მერის დავალებით, მერიაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული შესაბამისი კურატორი მერის მოადგილის მიერ.

5  მერის ბრძანებების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.

7. ბრძანებებზე თარიღი ფიქსირდება მათი გამოცემის დღის მიხედვით და აღინიშნება შემდეგი სრული სახით (მაგ.: „2014  წლის 12  ივლისი“).

8.     საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები და მერის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ნომერი შედგება ინდექსისგან („1“), დეფისისა და სამი ციფრისგან, ხოლო მერის ბრძანება – ინდექსისგან („2“), დეფისისა და სამი ციფრისგან. პირად საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების ნუმერაციის შემთხვევაში იწერება: შესაბამისი თანამდებობის პირის ინდექსი, ასობგერა („პ“), დეფისი და სამი ციფრი.

9. სამართლებრივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი სამსახურებრივი ინსტრუქციებით.


თავი VI
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 18. მერიის  რეორგანიზაცია
1.   მერიის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 2 დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მერის წარდგინებით და საკრებულოს გადაწყვეტილებით.

 3 ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს წინამდებარე დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

 



15. 21/12/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 55 - ვებგვერდი, 26/12/2017 14. 03/02/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 8 - ვებგვერდი, 08/02/2017 13. 06/01/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 10/01/2017 12. 02/12/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 53 - ვებგვერდი, 06/12/2016 11. 05/08/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 36 - ვებგვერდი, 11/08/2016 10. 04/01/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 11/01/2016 9. 06/11/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 81 - ვებგვერდი, 13/11/2015 8. 02/10/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 78 - ვებგვერდი, 09/10/2015 7. 01/05/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 37 - ვებგვერდი, 07/05/2015 6. 06/02/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 15 - ვებგვერდი, 12/02/2015 5. 22/01/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 10 - ვებგვერდი, 27/01/2015 4. 09/01/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 15/01/2015 3. 05/01/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 09/01/2015 2. 03/10/2014 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 28 - ვებგვერდი, 07/10/2014 1. 26/08/2014 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 23 - ვებგვერდი, 02/09/2014