„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016172
36
05/08/2016
ვებგვერდი, 11/08/2016
010250050.35.174.016172
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

 ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2016 წლის 5 აგვისტო

ქ. გორი

 

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტების, საქართველოს კანონის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  08/08/2014; 010250050.35.174.016009) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-11  მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს „ნ“  ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ნ) დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს  სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს , „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად.“ ;

ბ) დებულების მე-11  მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს „ო“  ქეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ო) გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე, 72-ე  მუხლების შესაბამისად.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მეტრეველი