დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.174.016023 |
|
,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N9 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/08/2014; 010250050.35.174.016009) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი: ,,კ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე არ არის მერის წარმომადგენელი“. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტები: ”ლ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს.” ”მ) მერს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ.” გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის171 მუხლი: ,,მუხლი 171. საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების გაცემის წესი. 1.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ცნობების ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით. 2.მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს გაცემული ცნობების ასლები.“ |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები