„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016028
28
03/10/2014
ვებგვერდი, 07/10/2014
010250050.35.174.016028
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2014 წლის 3 ოქტომბერი

ქ. გორი

 

,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს 9 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 08/08/2014; 010250050.35.174.016009) დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,8. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები და მერის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. მერის ბრძანების ნომერი შედგება ინდექსისგან („1“), დეფისისა და სამი ციფრისგან, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება – ინდექსისგან („2“), დეფისისა და სამი ციფრისგან. პირად საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების ნუმერაციის შემთხვევაში იწერება: შესაბამისი თანამდებობის პირის ინდექსი, ასობგერა („პ“), დეფისი და სამი ციფრი, გარდა სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებებისა. სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებით გამოცემული მერის ბრძანებების ნუმერაციის შემთხვევაში იწერება: შესაბამისი თანამდებობის პირის ინდექსი, ასობგერა („მ“), დეფისი და სამი ციფრი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე