სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 308
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010210040.10.003.017475
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
308
29/11/2013
ვებგვერდი, 02/12/2013
010210040.10.003.017475
სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/12/2013 - 03/02/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №308

2013 წლის 29 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილ­ები­სა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 272 მუხლის მე-3 პუნ­ქ­­ტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერ­ნა­ტო­­­რის თანდართული დებულება.
მუხლი 2
 

სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, ამ დადგე­ნილების მიღებიდან 60 დღის ვადაში, უზრუნველყონ დადგენილებით დამ­ტკი­­ცებული დებულების შესაბამისად ადმინისტრაციების სტრუქტურუ­ლი რეო­რგანიზაციის განხორციელება, ხოლო რეორგანიზაციის დასრულებამ­დე იხელმძღვანელონ „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერ­თე­­უ­ლებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშ­ტა­ტო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძა­ნებულებით.

მუხლი 3
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ფუნქციები, ამო­­ცანები და უფლებამოსილებები, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუ­ბერ­­­­ნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფლე­ბა­მო­სი­ლებანი, ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეო­რგანი­ზა­ციის დასრულებამდე, განისაზღვრება „სახელმწიფო რწმუნებუ­ლის – გუ­ბერ­ნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულების შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამო­ქვე­ყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლი –  ამ დადგენი­ლე­ბის მე‑2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრუ­ლე­ბის­თა­ნავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




 

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულება

 

თავი I

ზოგადი დებულებანი


 

მუხლი 1. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების რე­გულირების სფერო

 სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულება (შემდგომში – დე­ბულება) განსაზღვრავს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერ­ნა­ტორის სტა­ტუსს, მის ამოცანებს, ფუნქ­ციებსა და უფლებამოსილებებს, სა­ხელ­მ­წიფო რწმუ­­ნებულის – გუბერ­ნა­ტო­რის უფლებამოსილებათა ტერიტო­რი­ულ საზ­ღვ­რებს, სახელმწიფო რწმუ­ნე­ბუ­ლის – გუბერნატორის ადმი­ნისტ­რა­­ციის სტრუქ­ტუ­რასა და საქმიანობის წესს.

 

 მუხლი 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სტატუსი და თანამდებობაზე დანიშვნა

 1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი არის საქართველოს კა­ნონ­მდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერი­ტო­რი­­ულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რო­­მელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­ქარ­­თველოს მთავრობა.

 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერ­ჩევისა და წარდგენის პროცედურას კოორდინაციას უწევს საქართველოს მთა­ვ­­­­­რობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართ­ვე­ლობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტი, შესაბამის სამინისტ­რო­ებთან კონსულტაციის საფუძველზე.

 3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის თანამდებობაზე და­ნიშვ­ნის მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შერჩეული კანდი­და­ტუ­რების საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველ­ყოფს სა­ქა­რთველოს პრემიერ-მინისტრი.

 4. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქ­ტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თ­ვე­ლოს კანონით, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმა­ტი­უ­ლი აქტებითა და ამ დებულებით.

 5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობისას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ვალდებულია დაიცვას ადგილობ­რი­ვი თვითმმართველობის ორგანოების უფლება, დამოუკიდებლად და საკუ­თა­­­რი პასუხისმგებლობით განახორციელონ საკუთარი უფლებამოსი­ლებები, ხო­ლო დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას – ად­გი­ლობ­რივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება, დელეგი­რებული უფ­­ლე­ბამოსილებები განახორციელონ ადგილობრივ პირობებთან მისადა­გე­ბით.

 6. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ანგარიშვალდებული და პა­­სუხისმგებელია საქართველოს მთავრობის წინაშე.

 

 მუხლი 3. სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლება­მო­სი­­ლებათა ტერიტორიული საზღვრები

 სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები განისაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:

 ა) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტე­რიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლა­გო­დე­ხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმი­ნისტ­რაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;

 ბ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტე­რი­ტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნე­უ­ლის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის ადმინისტრა­ცი­ულ-ტერიტორიულ საზღვრებს;

 გ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტე­რიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტ­რე­დი­ის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნი­ცი­პა­­ლიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ-ტერი­ტორიულ სა­ზ­ღვ­რებს;

 დ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტე­რი­ტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპა­ლი­ტ­ეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;

 ე) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტე­რი­­ტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხო­რო­წყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის ადმინ­ის­ტ­რაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;

 ვ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტე­რი­ტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნი­ციპა­ლი­ტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;

 ზ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტე­რი­ტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპა­ლი­ტე­ტე­ბის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;

 თ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტე­რი­ტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპა­ლი­ტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს;

 ი) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერი­ტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯო­მი­სა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერ­ი­ტო­რიულ საზღვრებს.

 

 მუხლი 4. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და მისი ადმი­ნის­ტრაციის დაფინანსების წყარო

 სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და მისი ადმინის­ტრა­ცი­ის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

 

თავი II

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის

 უფლებამოსილებანი და სამართლებრივი აქტი

 

 მუხლი 5. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლება­მო­სი­ლებანი

 სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი:

 ა) საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს რეგიო­ნუ­ლი პოლი­ტი­კის განხორციელებასა და ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბის რე­ფორ­­მის ცალ­კეულ ღონისძიებებს;

 ბ) საქართველოს მთავრობის დავალებით, შესაბამისი ტერიტორიული საზ­ღვრების ფარ­გ­­ლებში შეიმუშავებს ან/და ახორციელებს სოციალურ-ეკო­ნო­მი­კური გან­ვი­­თარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული გან­ვი­თა­რების ღონის­ძი­ებებში;

 გ) საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად ამზადებს რეკომენ­და­ციებსა და წინადადებებს შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომი­კური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;

 დ) საქართველოს მთავრობის დავალებით ხელს უწყობს სოფლის მეუ­რნე­ობისა და სპო­რტის განვითარებას, კულტურისა და ისტორიული ძეგ­ლების დაცვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

 ე) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავ­რო­­ბისა და სა­ხე­ლმწიფო უწყებების ურთიერთობას ადგილობრივი თვით­მმარ­­­თველობის ორ­განოებთან;

 ვ) საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს საქარ­თ­ვე­ლოს სამინის­ტ­როების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

 ზ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო ზედამხე­დ­ველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე და შესაბამის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს;

 თ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუ­ნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენ­ტი­ს­ათვის წარდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადა­დე­ბებს ადგილ­ობ­რივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოე­ბის სა­ქმიანობის შე­ჩერების ან დათხოვნის შესახებ;

 ი) კანონის შესაბამისად ახორციელებს ადმინისტრაციულ-ტერიტო­რი­ულ ერთეულებში მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხე­დრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სახელმწიფო ზედამ­ხედველობას;

 კ) საქართველოს მთავრობის დავალებით ან შესაბამისი სამინისტროს მი­­მართვის სა­ფუ­ძ­ველზე ხელს უწყობს სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომ­­ზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელებას;

 ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძი­ებათა განხორციელებაში;

 მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგ­ლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოო­რდინირებით უზრუნველყოფს სტიქიური მოვლენების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათი უარყოფითი შედეგების სა­ლიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელებას;

 ნ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ხელშეწყობის მიზ­­ნ­ით ქმნის აუცილებელ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სამაშველო ჯგუ­ფებს და უზრუნვეყოფს მზადყოფნას;

 ო) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე აწე­­სებს და ხსნის ვეტერინარულ და მცენარეთა კარანტინს ერთზე მეტი თვით­მმარ­თვე­ლი ერთეულის ტერიტორიაზე „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებ­ლო­ბის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით“ გათვა­ლის­წინებულ შემ­თ­ხვევაში და წესით;

 პ) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს შესაბამის ად­მ­ი­ნისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს საკანონმდებ­ლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულებას;

 ჟ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის სხდომებში;

 რ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს;

 ს) იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნა­ტორის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პა­სუხისმგებლობის შესახებ;

 ტ) საქართველოს მთავრობის დავალებათა შესასრულებლად, აგრეთვე, სა­ხელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კომპეტენციას მიკუთვნებულ სა­­კით­ხებ­ზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად უფ­ლე­ბა­მოსილია, შექმნას დროებითი კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფე­ბი;

 უ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გან­­საზ­ღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და საქართველოს მთავრობის ცალ­კეულ დავალებებს.

 

 მუხლი 6. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებ­რი­ვი აქტი

 1. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის იდივიდუალური ადმი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნა­ტო­­რის განკარგულება, რომელიც გამოიცემა საკანონმდებლო აქტების, აგრე­თვე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ამ აქ­ტე­­ბით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის იდივიდუალურ ადმი­ნისტ­რაციულ-სამართლებრივ აქტს აუქმებს საქართველოს მთავრობა.

 3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის იდივიდუალური ადმი­ნის­­ტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობით დად­გე­­ნილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

 

 

თავი III

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცის სტატუსი,

სტრუქტურა და საქმიანობის წესი

 

 

 მუხლი 7. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოად­გი­­ლე და მოადგილეები

 1. სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.

 2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის წესს განსაზ­ღვ­რავს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.

 3. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის არყოფნისას ადმი­ნის­ტრაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სახელმ­წი­ფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე.

 4. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი კანონმდებლობით განსა­ზ­ღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან დელეგირების სა­ფუძველზე, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.

 

 მუხლი 8. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია

 1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი თავის საქმიანობას ახორ­ციე­ლებს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის (შემ­დგომში – ადმინისტრაცია) მეშვეობით, რომლის საშტატო განრიგს და მო­­სამ­სახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს საქარ­თვე­ლოს მთავ­რობა. ად­მინისტრაციის საჯარო მო­სამსახურეებს, „საჯარო სამ­სა­ხუ­რის შესახებ“ საქართ­ველოს კანონის შესა­ბამ­ისად, თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თა­ნამდებო­ბი­დან ათავისუფლებს სა­ხელ­მწიფო რწმუნებული – გუ­ბერ­ნატორი.

 2. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფი­კა­ციო მოთხოვნებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

 3. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გა­მო­­სახულებითა და სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგა­რიში სა­ხელმწიფო ხაზინაში.

 

 მუხლი 9. ადმინისტრაციის სტრუქტურა

 ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

 ა) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატი;

 ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­სახური;

 გ) რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური;

 დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

 

 მუხლი 10. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპე­ტენ­ცია

 1. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის ფუნქციებია:

 ა) ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ერ­თია­­ნი საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) უზრუნველყოფა და დო­კუმ­ენტაციის არქივის წარმოება;

 ბ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ინდივიდუალური ად­მი­ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წე­რი­ლე­ბის პროექტების ხელმოსაწერად მომზადება და სათანადო რეესტრის წარმოება;

 გ) მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების გა­ნ­ხილ­ვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

 დ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

 ე) საკადრო რესურსების მართვის მიზნით ადმინისტრაციის თანამ­შრომე­ლთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გა­და­ად­გილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დას­ჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სამართ­ლებ­რივი აქ­ტების პროექტების მომზადება; მათი პირადი საქმეების შედგენა-წარ­მოება;

 ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა სა­­ზო­გადოებრივ ორგანიზაციებთან სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნა­ტო­­­რისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა;

 ზ) საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო რწმუნებულის – გუ­ბერ­ნატორისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ;

 თ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დავალებათა შეს­რუ­ლე­ბის კონტროლი;

 ი) სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან გამართული თათ­ბი­რებისა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საბჭოების, კო­მი­სიე­ბის, სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადება და ორგანიზაციულ-ტექ­ნი­კური უზრუნველყოფა;

 კ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერი­ტო­რიაზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმა­ციის მოპ­ოვება და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და შესაბა­მისი ორ­განოებისათვის წარდგენა;

 ლ) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტო­რიაზე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქ­ტების აღსრულების კოორდინაცია და კონტროლი;

 მ) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზ­რუ­ნ­ვე­ლყოფა;

 ნ) ადმინისტრაციის საბიუჯეტო ასიგნებების პროექტის შემუშავება;

 ო) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

 პ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზ­ნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.

 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამს­ახურის ფუნქციებია:

 ა) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სა­ვალ­დე­ბულო სამსახურში გაწვევის პროცესის სახელწიფო ზედამხედ­ვე­ლო­ბის გან­­ხორციელების მიზნით სახელმწიფო რწმუნებულისათვის – გუბე­რ­ნა­ტო­რი­სათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; სამხედრო სავა­ლდებულო სამსახურში გამწვევ კომისიებთან კოორდინირებული მოქმე­დე­ბა;

 ბ) თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღო­ნის­­ძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა და სამხედრო-სასწავლო შეკ­რე­ბე­ბისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორცი­ე­ლე­ბის ხელშეწყობა;

 გ) საქართველოს მთავრობის დავალების ან შესაბამისი სამინისტროს მი­მარ­­თვის სა­ფუძ­­ველ­ზე ცალკეულ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმარ­თ­ველ ერ­თე­­უ­ლებ­თან კონსულტაციების ორგანიზება;

 დ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად ადგილობრივი თვით­მმართვე­ლო­ბის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, ანალიზი და რე­კო­მენ­და­ცი­ების მომზადება;

 ე) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულისათვის – გუ­ბერ­­ნა­ტორისათვის სათანადო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომ­ზა­დება;

 ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სა­ხელმ­წიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგე­ნი­ლი წე­­სის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმია­ნო­ბის სამართლებრივი და დელეგირებული უფლებამოსილებების მათ მიერ სა­ხე­ლმ­წიფო ინტერესების შესაბამისად განხორციელების სახელმწიფო ზე­დამ­ხედველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გა­ტა­რე­ბა;

 ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სა­ხე­ლმ­წიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგე­ნი­ლი წე­­სის თანახმად განხორციელებულ სახელმწიფო ზედამხედვე­ლო­ბასთან და­კავ­შირებით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტი­სათ­ვის წარ­სადგე­ნად ან­გარიშის მომზადება;

 თ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვე­პუნქ­ტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობისა­თ­ვის წარსადგენად საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შე­სა­ხებ წინადადებების მომზადება.

 3. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ფუნქციებია:

 ა) ამ დებულებით დადგენილ შემთხვევაში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვი­თა­­რების რეგიონული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორ­გან­იზება;

 ბ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად რეგიონული გან­ვი­თარების ღო­ნის­­ძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

 გ) საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად რეკომენდაციებისა და წი­­ნადადებების მომზადება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;

 დ) კომპეტენციის ფარგლებში საგარეო სოციალურ-ეკონომიკური და კუ­ლ­­ტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

 ე) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და საზღვარგარეთის სა­­ხელ­მწიფოების რეგიონებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომა­დგე­ნლებს შორის ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა;

 ვ) შესაბამის ინსტიტუტებსა და სპეციალისტებთან ერთად სასოფლო-სამე­ურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომ­ზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

 ზ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად სოფლის მეურ­ნე­ო­ბის განვი­თა­რების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

 თ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე ერთზე მე­ტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ვეტერინარულ და მცენა­რე­თა კარანტინის დაწესებისა და მოხსნის ღონისძიებათა განხორციელე­ბის ხელ­შეწყობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

 ი) საქართველოს მთავრობის დავალებით საქართველოს მთავრობისა და საე­რთა­შო­რი­სო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელ­შეწყობა.

 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციებია:

 ა) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფერო­ში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძი­ე­ბების შემუშავება და განხორციელება;

 ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძა­ლების საქმიანობის კოორდინაცია და ერთობლივი ღონისძიებების ორგა­ნი­ზე­ბა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 გ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ხელშეწყობის მიზ­­ნით აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სამაშველო ჯგუფე­ბის შექმნისა და მზადყოფნის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

 დ) საავარიო-სამაშველო და სხვა სახის გადაუდებელი სამუშაოების შეს­რუ­ლების კოორდინაცია, საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება;

 ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამოქალაქო თავდა­ცვის ამოცანების განხორციელება, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომ­ლო­ბის ხელშეწყობა;

 ვ) მოსახლეობის ევაკუაციისა და მათი სტაციონარული ან სხვა დროე­ბითი საცხოვრებელი სადგომებით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღო­ნის­ძიებების განხორციელების კოორდინაცია;

 ზ) დაზარალებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის ჰუმა­ნიტარული დახმარებების განაწილების კოორდინაცია და ზედამხედვე­ლო­ბა;

 თ) საგანგებო სიტუაციაში ორგანიზაციების უსაფრთხო ფუნქცი­ო­ნირე­ბის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების კოორდინაცია;

 ი) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამო­წვე­­უ­ლი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში კანონმდებლობით გათვალის­წი­ნე­ბული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

 მუხლი 11. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი

 ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს უფროსი, რომელიც:

 ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუ­ხის­მგებელია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის წინაშე დაკის­რე­ბული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

 ბ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების სამსა­ხუ­რებრივ უფლებამოსილებებს;

 გ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამ­სა­ხურებრივ დოკუმენტაციას;

 დ) ანაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას მისდამი დაქვე­მდე­ბა­რებულ მოსამსახურეებზე და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონ­ტ­როლს;

 ე) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შე­მავა­ლი საკითხების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოით­ხო­ვოს და მიიღოს ინფორმაცია, აგრეთვე, შესაბამისი დოკუმენტაცია;

 ვ) უფლებამოსილია წინადადებით მიმართოს სახელმწიფო რწმუ­ნე­ბულს – გუბერნატორს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა წახა­ლი­სე­ბის ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ;

 ზ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფ­­­ლებამოსილებებს.

 

 მუხლი 12. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სათათბირო ორგანოები

 1. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი უფლებამოსილია შექმნას სა­­ხელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სათათბირო ორგანოები – სა­ხელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კომისიები და საბჭოები (შემ­დგომ­ში – სათათბირო ორგანო).

 2. სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ ად­­მი­ნის­ტრაციის მოსამსა­ხუ­რე­­­ები, ასევე, შესაბამისი თანხმობით – საზო­გა­დო­­ებ­რივი ორგანიზაციების წარ­­­მო­მადგენლები და სხვა პირები.

 3. სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელობს სახელმწიფო რწმუნებული –გუ­­­ბერნატორი ან მისი ერთ-ერთი მოადგილე.

 4. სათათბირო ორგანოს საქმიანობის წესი, განსახილველ საკითხთა ნუ­ს­ხა, წევრთა რიცხოვნობა და პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება სა­­­ხელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულებით.

 

 მუხლი 13. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

 დებულებაში ცვლილე­ბე­ბისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონ­მდებლობით დადგე­ნი­ლი წესით, საქართველოს მთავრობის დადგენი­ლე­ბით.