დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 588 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010210040.10.003.020298 |
|
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/2013, 010210040.10.003.017475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები განისაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით: ა) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს; ბ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს; გ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს; დ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს; ე) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს; ვ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს; ზ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს; თ) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს; ი) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები