„სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010210040.10.003.025685
136
01/04/2026
ვებგვერდი, 01/04/2026
010210040.10.003.025685
„სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება  136

2026 წლის 1 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/2013, 010210040.10.003.017475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლი მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურას კოორდინაციას უწევს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სახელმწიფო რწმუნებულების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები

1. სახელმწიფო რწმუნებულების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები განისაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:

ა) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ბ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს;

გ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს;

დ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ე) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ვ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ზ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

თ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ი) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება, აგრეთვე, ვრცელდება ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა (დევნილის სტატუსის მქონე ან დევნილის სტატუსის მაძიებელი) მიმართ, განურჩევლად მათი ფაქტობრივი თუ იურიდიული საცხოვრებელი ადგილისა.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს, საქართველოს მთავრობის დავალებით, ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთათვის (დევნილის სტატუსის მქონე ან დევნილის სტატუსის მაძიებელი) შეიმუშავებს ან/და ახორციელებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებს, აგრეთვე, კოორდინაციას უწევს, განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:

„ე1) რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთათვის (დევნილის სტატუსის მქონე ან დევნილის სტატუსის მაძიებელი) სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის კოორდინაციის უზრუნველყოფას;

2) რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს, საქართველოს მთავრობის დავალებით, მონაწილეობს ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) კონფლიქტის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებისთვის საქართველოს სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით გასამართ შესაბამის ღონისძიებებში.“.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული.“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. ადმინისტრაციის სტრუქტურა

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური;

გ) რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური.

2. ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთათვის (დევნილის სტატუსის მქონე ან დევნილის სტატუსის მაძიებელი), ამ დებულების მე-5 მუხლის „ბ1“, „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად, ამავე  დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისა, შესაძლებელია, შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე