„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 26/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010210040.10.003.020740
424
15/08/2018
ვებგვერდი, 16/08/2018
010210040.10.003.020740
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №424

2018 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/2013, 010210040.10.003.017475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის კანდიდატურების შერჩევისა და წარდგენის პროცედურას კოორდინაციას უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით შექმნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, შესაბამის სამინისტროებთან კონსულტაციის საფუძველზე.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით შექმნილ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტთან შეთანხმებით ამტკიცებს  სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 26 ივლისიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე