დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016109 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/10/2013 - 25/08/2014)
|
საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, გაკოტრების რისკების შემცირებისათვის კომერციული ბანკების ადეკვატური კაპიტალიზაციის, აგრეთვე, კაპიტალის ადეკვატურობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვების მიზნით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, და 21-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება თანდართულ დანართთან ერთად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
ამ დებულების მიზანია ხელი შეუწყოს კომერციული ბანკების გაკოტრების რისკების შემცირებასა და მთლიანი საბანკო სისტემის ფინანსურ სტაბილურობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უნდა უზრუნველყოს საბანკო სექტორში ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოს ფუნქციონირება, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. |
2.
საბანკო საქმიანობის ზედამხედველობის მთავარი ბერკეტია ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი. |
3.
ამ დებულებით დგინდება ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოეთის ბანკების ფილიალებისათვის. |
4.
ამ დებულებით დადგენილი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები ეფუძნება სამ „პილარს“, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისოდ აღიარებული „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოში. თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება, კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა იხელმძღვანელოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებით. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა)საერთო რეზერვი – არაიდენტიფიცირებული ზარალის რეზერვი „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად; ბ) სხვა სრული შემოსავალი –ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (შემდეგში – ფასს) განმარტებული სხვა სრული შემოსავალი; გ)გაუნაწილებელი მოგება – ფასს–ით განმარტებული გაუნაწილებელი მოგება.; დ) არამატერიალური აქტივები – ფასს–ით განმარტებული არამატერიალური აქტივები; ე) ძირითადი საშუალებები - ფასს–ით განმარტებული ძირითადი საშუალებები; ვ)ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი - ფასს-ით განმარტებული ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი; ზ) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენელი და სალიზინგო კომპანიები, ასევე, ანალოგიური ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებული არიან საზღვარგარეთ; თ)საჯარო დაწესებულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება, ასევე ამ დებულების მიზნებისათვის საჯარო დაწესებულებად მიიჩნევა სხვა ქვეყნების ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი არაკომერციული ადმინისტრაციული ორგანოები ან სტრუქტურები, რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მიერ მიჩნეულია იმავე პასუხისმგებლობების მქონე ერთეულებად, რაც რეგიონულ და ადგილობრივ მთავრობებს აქვთ, ან ცენტრალური მთავრობის კუთვნილებაში მყოფი არაკომერციული იურიდიული პირები, რომელთაც აქვთ პირდაპირი საგარანტიო შეთანხმებები, მათ ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს თვითმმართველი ორგანოებიც, რომლებიც რეგულირდება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით; ი)კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა – საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმა, რომლის დროსაც საკრედიტო რისკის შემცირება ხდება კომერციული ბანკის უფლებით, მეორე მხარის დეფოლტის ან საკრედიტო რისკთან დაკავშირებული სხვა მოვლენის დადგომის შემთხვევაში, დაიწყოს მეორე მხარის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება ან ამოიღოს/დაისაკუთროს მისი კონკრეტული აქტივები ან თანხები ან შეამციროს/ჩაანაცვლოს მისი რისკის პოზიცია რისკის პოზიციასა და კომერციული ბანკის მიმართ მოთხოვნის თანხებს შორის სხვაობით; კ)კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა – საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმა, რომლის დროსაც საკრედიტო რისკის შემცირება ხდება მსესხებლის დეფოლტის ან საკრედიტო რისკთან დაკავშირებული სხვა მოვლენების დადგომის შემთხვევაში, გადახდის ვალდებულების მესამე მხარის მიერ თავის თავზე აღებით; ლ)ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტი – კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატი ან სხვა ანალოგიური ინსტრუმენტი; მ)ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების ჯგუფი - ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულია „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით; ნ)მონათესავე საწარმო - იურიდიული პირის შვილობილი ან/და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები; ო)საზედამხედველო კონსოლიდირება - რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების კალკულაციაში საწარმოს აქტივების გათვალისწინება, რომელშიც კომერციულ ბანკს განხორციელებული აქვს ინვესტიცია; პ)რისკის პოზიცია - აქტივი და/ან გარესაბალანსო ელემენტი. |
თავი II
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები – საკუთარი სახსრები (I პილარი) |
მუხლი 3.
საზედამხედველო კაპიტალი |
1.
კომერციული ბანკის კაპიტალის ადეკვატურობა განისაზღვრება მისი საზედამხედველო კაპიტალით. მასში არ უნდა იყოს ჩართული ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა შესახებ შეთანხმება, ხელშეკრულება ან დაპირება ვერ უზრუნველყოფს კომერციული ბანკის სტაბილურობისა და მდგრადობის პრინციპებს. |
2.
კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისაგან: |
ა)
პირველადი კაპიტალი, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: |
ა.ა)
ძირითადი პირველადი კაპიტალი; |
ა.ბ)
დამატებითი პირველადი კაპიტალი. |
ბ)
მეორადი კაპიტალი (სალიკვიდაციო კაპიტალი). |
3.
პირველადი კაპიტალი შედგება ისეთი ინსტრუმენტებისაგან, რომელთაც შეუძლია ზარალის უპირობოდ მათი წარმოქმნისთანავე დაფარვა ისე, რომ კომერციულმა ბანკმა შეძლოს თავისი საქმიანობის შეფერხების გარეშე გაგრძელება. პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები კომერციულ ბანკს უნდა აძლევდეს გადახდების განხორციელებას შესაძლებლობას მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ (მათი გადაუხდელობა არ უნდა იწვევდეს კომერციული ბანკის დეფოლტს) და ზარალის დაფარვისათვის მათი სრულად გამოყენების შესაძლებლობას. |
4.
მეორადი კაპიტალი არის სალიკვიდაციო კაპიტალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბანკის ზარალის დაფარვა დეპოზიტორებამდე და არაუზრუნველყოფილ კრედიტორებამდე კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას და/ან მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების დროს. |
მუხლი 4.
ძირითადი პირველადი კაპიტალი |
1.
ძირითადი პირველადი კაპიტალი არის საზედამხედველო კაპიტალის უმთავრესი წყარო და უდრის ძირითადი პირველადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული ძირითადი პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები. |
2.
ძირითადი პირველადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან: |
ა)
ჩვეულებრივი აქციები, რომლებიც სრულად განაღდებულია და აკმაყოფილებს ამ დებულების XIII თავში მოცემულ კრიტერიუმებს; |
ბ)
დამატებითი სახსრები, რომლებიც წარმოიქმნება ძირითადი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიით; |
გ)
აკუმულირებული სხვა სრული შემოსავალი და სხვა რეზერვები; |
დ)
გაუნაწილებელი მოგება (ზარალი). |
მუხლი 5.
დამატებითი პირველადი კაპიტალი |
1.
კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალი უდრის დამატებითი პირველადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული დამატებითი პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები. |
2.
დამატებითი პირველადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან: |
ა)
ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ დებულების XIII თავში მოცემულ დამატებითი პირველადი კაპიტალის კრიტერიუმებს და არ არის ძირითადი პირველადი კაპიტალის ნაწილი; |
ბ)
დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები. |
მუხლი 6.
მეორადი კაპიტალი |
1.
მეორადი კაპიტალი არის საზედამხედველო კაპიტალის დამატებითი წყარო და უდრის მეორადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული მეორადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები. |
2.
მეორადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან: |
ა)
ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ დებულების XIII თავში მოცემულ მეორადი კაპიტალის კრიტერიუმებს და არ არის პირველადი კაპიტალის ნაწილი; |
ბ)
მეორად კაპიტალში შემავალი ინსტრუმენტების ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები; |
გ)
საერთო რეზერვები, საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების მაქსიმუმ 1.25%–ის ოდენობით. |
მუხლი 7.
საზედამხედველო კორექტირებები |
1.
კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებისათვის საზედამხედველო კომპონენტებს უნდა გამოაკლდეს ამ მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო კორექტირებები. |
2.
საზედამხედველო კაპიტალის დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი კორექტირებები: |
ა)
აქტივების გადაფასების რეზერვის დაქვითვა უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან; |
ბ)
მოგებასა და ზარალში აქტივების არარეალიზებული გადაფასების შედეგად მიღებული აკუმულირებული მოგების ის ნაწილი (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის მოგება), რომელიც აღემატება მოგებასა და ზარალში არარეალიზებული გადაფასების შედეგად ასახულ აკუმულირებულ ზარალს (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის ზარალი), უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. აღნიშნულის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციაში“ მოცემული ოთხნიშნა კოდით გამოსახული ცალკეული აქტივის კლასისათვის. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კომერციულმა ბანკებმა არ უნდა გაითვალისწინონ მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივები, რომლებიც ივაჭრება ლიკვიდურ ბაზრებზე. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოთხოვოს კომერციულ ბანკს, კონკრეტული აქტივები არ მიიჩნიოს მაღალი ლიკვიდურობის მქონედ და კაპიტალიდან დაქვითოს მათი გადაფასების შედეგად აკუმულირებული მოგება, რომელიც აღემატება აკუმულირებულ ზარალს; |
გ)
არამატერიალური აქტივები უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან; |
დ)
გადავადებული საგადასახადო აქტივები, რომელთა რეალიზება დამოკიდებულია კომერციული ბანკის სამომავლო მომგებიანობაზე უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. გადავადებული საგადასახადო აქტივი შეიძლება გაიქვითოს მასთან დაკავშირებულ გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორივე, გადავადებული საგადასახადო აქტივიც და ვალდებულებაც, გადაიხდება ერთსა და იმავე საგადასახადო ორგანოში და გაქვითვა დაშვებულია შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ. დროებითი სხვაობების (მაგ: შესაძლო დანაკარგების რეზერვები) შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივების თანხის დაქვითვა უნდა მოხდეს „ზღვრული დაქვითვის“ მეთოდის გამოყენებით ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ყველა სხვა ასეთი აქტივი, როგორიცაა საოპერაციო დანაკარგებთან დაკავშირებული მომავალ პერიოდზე გადატანილი გამოუყენებელი ზარალი ან გამოუყენებელი საგადასახადო კრედიტები, სრულად უნდა დაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებთან გაქვითვის შემდეგ, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი. გადავადებული საგადასახადო ვალდებულება, რომელიც შეიძლება გაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო აქტივთან, არ უნდა შეიცავდეს თანხას, რომელიც უკვე გაიქვითა გუდვილის, არამატერიალური აქტივებისა და საპენსიო აქტივების კორექტირებისას და უნდა გადანაწილდეს გადავადებული საგადასახადო აქტივის სრულად და ზღვრული დაქვითვის პროპორციულად; |
ე)
ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვის თანხა, რომელიც დაკავშირებულია საბალანსო უწყისის იმ ელემენტების ჰეჯირებასთან, რომლებიც არ არის აღიარებული სამართლიანი ღირებულებით (მათ შორის, დაგეგმილი ფულადი ნაკადები), არ უნდა იქნას გათვალისწინებული ძირითადი პირველადი კაპიტალის დათვლისას (დადებითი თანხა უნდა გამოაკლდეს, ხოლო უარყოფითი თანხა უნდა დაემატოს). ამგვარი მიდგომით, ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი არ უნდა იქნას აღიარებული პრუდენციული მიზნებისთვის. ელემენტები, რომლებიც იწვევენ ხელოვნურ მერყეობას ძირითად კაპიტალში არ აღიარდება; |
ვ)
ინვესტიციები საკუთარ აქციებში უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. კომერციული ბანკის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ინვესტიციები საკუთარ ჩვეულებრივ აქციებში მთლიანად დაიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან (თუ უკვე არ მოხდა მათი აღიარების შეწყვეტა შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით). გარდა ამისა, ნებისმიერი საკუთარი აქცია, რომელიც კომერციულმა ბანკმა უნდა გამოისყიდოს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების თანახმად, უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. დამატებითი პირველადი კაპიტალის დათვლისას უნდა დაიქვითოს კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები საკუთარ დამატებით პირველად კაპიტალში და მეორადი კაპიტალის დათვლისას უნდა დაიქვითოს კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები საკუთარ მეორად კაპიტალში; |
ზ)
კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალში ჯვარედინი მფლობელობა (ურთიერთმფლობელობა), რომელიც კაპიტალის ხელოვნურ გაზრდას იწვევს, სრულად დაიქვითება საზედამხედველო კაპიტალიდან. კომერციულმა ბანკებმა უნდა დაქვითონ სხვა ბანკების, სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა და სადაზღვევო ორგანიზაციების კაპიტალში აღნიშნული ტიპის ინვესტიციები „შესაბამისი დაქვითვის მეთოდის“ გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ დაქვითვა უნდა მოხდეს კაპიტალის იმ კომპონენტიდან, რომლის ნაწილიც ის იქნებოდა ამ წესის შესაბამისად თუ იგი თავად კომერციული ბანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კაპიტალი წარმოადგენს ამ დებულებით განსაზღვრულ პირველად და მეორად კაპიტალს; |
თ)
აქტივების კლასიფიკაციის შედეგად მიღებული რეზერვების უკმარისობა უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან, კერძოდ, დაქვითვას ექვემდებარება ეროვნული ბანკი მიერ დადგენილი აქტივების კლასიფიკაციის წესზე დაყრდნობით გაანგარიშებული შესაძლო დანაკარგების რეზერვების მეტობა ფასს–ით გაანგარიშებულ შესაძლო დანაკარგების რეზერვზე. ამასთან, ღირებულება სრულად უნდა დაიქვითოს და არ უნდა მოხდეს ღირებულების შემცირება რაიმე საგადასახადო ეფექტებით, რომლებიც წარმოიშობოდა თუ რეზერვების დონე მიაღწევდა მოსალოდნელი დანაკარგების დონეს; |
ი)
ინვესტიციები კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალში, რომლებიც არ ექვემდებარება საზედამხედველო კონსოლიდირებას უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კაპიტალი წარმოადგენს ამ დებულებით განსაზღვრულ პირველად და მეორად კაპიტალს. თუ მოცემული ორგანიზაციის კაპიტალის ინსტრუმენტი, რომელშიც კომერციულ ბანკს აქვს ინვესტიცია განხორციელებული, არ აკმაყოფილებს ამ დებულების XIII თავში განსაზღვრულ ძირითადი პირველადი, დამატებითი პირველადი და მეორადი კაპიტალის კრიტერიუმებს, ამ საზედამხედველო კორექტირების მიზნებისთვის ინსტრუმენტი უნდა მიეკუთვნოს ჩვეულებრივ აქციებს (ძირითადი პირველადი კაპიტალი), ხოლო თუ ინსტრუმენტი გამოშვებულია კომერციული ბანკის მიერ და არ მიეკუთვნება საზედამხედველო კაპიტალს, იგი არ უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან; |
კ)
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინვესტიციები, რომლებიც არ წარმოადგენს ჩვეულებრივ აქციებს, სრულად უნდა დაიქვითოს შესაბამისი დაქვითვის მეთოდის გამოყენებით. შესაბამისი დაქვითვის მეთოდის მიხედვით, დაქვითვა უნდა მოხდეს კაპიტალის იმ კომპონენტიდან, რომლის ნაწილიც ის იქნებოდა ამ წესის შესაბამისად, თუ იგი თავად კომერციული ბანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული. თუ კაპიტალის კონკრეტული კომპონენტიდან დაქვითვის მოთხოვნის შემთხვევაში კომერციულ ბანკს არ აქვს აღნიშნული კომპონენტის საკმარისი ოდენობა, დარჩენილი თანხა უნდა დაიქვითოს მომდევნო (უფრო მაღალი) რანგის კაპიტალიდან; |
ლ)
აქციების ფლობა და სხვა სახით 10%–ზე მეტი წილის ფლობა კომერციული იურიდიული პირების კაპიტალში დაიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. |
3.
ჩვეულებრივ აქციებში განხორციელებული ინვესტიციები დაექვემდებარება ზღვრულ მიდგომას (ზღვრული დაქვითვის მეთოდი): |
ა)
ძირითადი პირველადი კაპიტალის დათვლისას ქვემოთ მოცემული ელემენტები დაექვემდებარება ლიმიტირებულ აღიარებას/ჩათვლას ძირითად პირველად კაპიტალში სრულად დაქვითვის ნაცვლად. აღიარებას ექვემდებარება თითოეული ელემენტი არაუმეტეს ძირითადი პირველადი კაპიტალის (ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა” -„ი“ ქვეპუნქტების ჩათვლით ყველა საზედამხედველო კორექტირების გათვალისწინების შემდეგ) 10%–ის ოდენობით: |
ა.ა)
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მნიშვნელოვანი ინვესტიციები არაკონსოლიდირებული კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩვეულებრივ აქციებში, როდესაც კომერციული ბანკი ფლობს მათ მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების 10%-ზე მეტს და ინვესტიციები კომერციულ ბანკთან მონათესავე არაკონსოლიდირებული კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩვეულებრივ აქციებში; |
ა.ბ)
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი სხვაობების შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივები. |
ბ)
კომერციულმა ბანკმა ასევე უნდა დაქვითოს ზემოთ ხსენებული ორი ელემენტის ჯამის ის ნაწილი, რომელიც აჭარბებს ძირითადი პირველადი კაპიტალის (დათვლილი ზემოხსენებული ელემენტების დაქვითვამდე, მაგრამ ძირითადი პირველადი კაპიტალის ყველა სხვა დანარჩენი საზედამხედველო კორექტირებების გათვალისწინების შემდეგ) 15%–ს; |
გ)
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციები არაკონსოლიდირებული კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩვეულებრივ აქციებში, როდესაც კომერციული ბანკი ფლობს მათ მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების 10%-ზე ნაკლებს დაექვემდებარება ლიმიტირებულ აღიარებას/ჩათვლას: თუ ინვესტიციები ჯამურად აჭარბებს კომერციული ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის 10%–ს (ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა” -„თ“ ქვეპუნქტების ჩათვლით ყველა საზედამხედველო კორექტირების გათვალისწინების შემდეგ), ნამეტი თანხა უნდა იქნას დაქვითული. ძირითადი პირველადი კაპიტალიდან უნდა დაიქვითოს ინვესტიცია, რომელიც აჭარბებს 10%–ს გამრავლებული ძირითადი პირველადი კაპიტალის მთლიან საზედამხედველო კაპიტალში წილზე. დამატებითი პირველადი კაპიტალიდან უნდა დაიქვითოს ინვესტიცია, რომელიც აჭარბებს 10%–ს გამრავლებული დამატებითი პირველადი კაპიტალის მთლიან საზედამხედველო კაპიტალში წილზე. მეორადი კაპიტალიდან უნდა დაიქვითოს ინვესტიცია, რომელიც აჭარბებს 10%–ს გამრავლებული მეორადი კაპიტალის მთლიან საზედამხედველო კაპიტალში წილზე. |
თავი III
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკუთარი სახსრების მინიმალური დონე და რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები( I პილარი) |
მუხლი 8.
საკუთარი სახსრების მინიმალური დონე |
1.
ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია, ჰქონდეს საკუთარი სახსრების ის ოდენობა, რომელიც ყოველთვის მეტი ან ტოლი იქნება კაპიტალის შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებზე: |
ა)
ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – კომერციული ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 7%–ზე მეტი ან ტოლი; |
ბ)
პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – კომერციული ბანკის პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 8.5%–ზე მეტი ან ტოლი; |
გ)
საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი – კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 10.5%–ზე მეტი ან ტოლი. |
2.
ძირითადი პირველადი კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტების დათვლისათვის გამოყენებული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები წარმოადგენს ამ დებულების IV-XI თავებით განსაზღვრული საკრედიტო, საბაზრო და საოპერაციო რისკების მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ჯამს. |
3.
მოცემული მუხლით განსაზღვრული კოეფიციენტების დათვლის მიზნებისათვის კომერციულმა ბანკებმა უნდა ისარგებლონ „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის“ საფუძველზე გაანგარიშებული რიცხვებით. |
4.
საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს კაპიტალის კონსერვაციისა და კონტრციკლური ბუფერების დაჭერის ვალდებულებასა და მათი მოცულობის შესაბამისად კომერციულ ბანკებზე დაწესებულ შეზღუდვებს. |
მუხლი 9.
საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები |
მე-8 მუხლის მიზნებისათვის საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების თანხების დასათვლელად კომერციულმა ბანკებმა უნდა გამოიყენონ IV თავში მოცემული სტანდარტიზებული მიდგომა და მე-18 მუხლში აღწერილი სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის დათვლის მეთოდოლოგია. |
თავი IV
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება. სტანდარტიზებული მიდგომა( I პილარი.) |
მუხლი 10.
რისკის პოზიციები |
1. აქტივის რისკის პოზიციის ღირებულება არის მისი საბალანსო ღირებულება, ხოლო XIV თავში ჩამოთვლილ გარესაბალანსო ელემენტების რისკის პოზიციის ღირებულება არის მათი ღირებულების შემდეგი პროცენტი: თუ მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება - 100%, თუ საშუალო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 50%, თუ საშუალო/დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება - 20%, თუ დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთნება - 0%. აღნიშნულ გარესაბალანსო ელემენტებს უნდა მიენიჭოთ რისკის კატეგორიები ამ დებულების XIV თავის მიხედვით.
2. სავალუტო ან საპროცენტო განაკვეთის წარმოებული ინსტრუმენტების რისკის პოზიციის ღირებულება, რომელიც ექვემდებარება კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას, განისაზღვრება ამ დებულების XVI თავის შესაბამისად. 3. თუ რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფით, მისი ღირებულება შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების V თავის შესაბამისად. |
მუხლი 11.
რისკის პოზიციის კლასები |
1. თითოეული რისკის პოზიცია უნდა მიეკუთვნოს რისკის პოზიციის შემდეგი კლასებიდან ერთ–ერთს:
ა) უპირობო და პირობითი მოთხოვნები ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში მოცემული საცალო კლიენტების მიმართ უპირობო და პირობითი მოთხოვნების კლასისთვის მიკუთვნებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
ა) რისკის პოზიცია უნდა იყოს ფიზიკური პირის/პირების ან მცირე/საშუალო ბიზნესის მიმართ; 3. კომერციულმა ბანკებმა უნდა შეიმუშავონ და დანერგონ პოლიტიკები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა სახის რისკის პოზიციის სათანადოდ და თანმიმდევრულად იდენტიფიკაციასა და კლასიფიკაციას. |
მუხლი 12.
რისკის პოზიციების გაანგარიშება |
1. რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დასათვლელად უნდა მოხდეს ყველა რისკის პოზიციისთვის წონის მინიჭება ამ დებულების 32-ე–45-ე მუხლების შესაბამისად გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება მათი საკუთარი სახსრებიდან დაქვითვა. რისკის წონის მინიჭება ხდება რისკის პოზიციის კლასისა და კრედიტის ხარისხის მიხედვით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ დებულების 32–ე- 45-ე მუხლებით. კრედიტის ხარისხი შეიძლება დადგინდეს საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტების (შემდგომში – სშგი) საკრედიტო შეფასებაზე დაყრდნობით მე-13 -მე–16 მუხლების მოთხოვნების შესაბამისად.
2. პირველ პუნქტში აღნიშნული რისკის წონის მისანიჭებლად რისკის პოზიციის ღირებულება უნდა გამრავლდეს ამ თავის მიხედვით განსაზღვრულ და მითითებულ რისკის წონაზე. 3. უზრუნველყოფილი რისკის პოზიციის შემთხვევაში მისანიჭებელი წონა შეიძლება შეიცვალოს V თავის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება მათი საკუთარი სახსრებიდან დაქვითვა. |
მუხლი 13.
რისკის პოზიციისათვის მისანიჭებელი რისკის წონის დადგენა |
1. მე-12 მუხლის მიხედვით რისკის პოზიციის რისკის წონის დასადგენად შეიძლება გამოყენებული იქნას სშგი–ების საკრედიტო შეფასება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ინსტიტუტი ამ მიზნებისთვის აღიარებულია ეროვნული ბანკის მიერ (შემდგომში –აღიარებული სშგი).
2. მე-13 მუხლის მიზნებისთვის ეროვნული ბანკის მიერ სშგი–ს აღიარება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მისი შეფასების მეთოდოლოგია აკმაყოფილებს ობიექტურობის, დამოუკიდებლობის, უწყვეტი განხილვისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს, ხოლო მის მიერ გაკეთებული საკრედიტო შეფასებები აკმაყოფილებს სანდოობისა და გამჭვირვალობის მოთხოვნებს. 3. ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სშგი–ების სია საჯაროა და განთავსდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. |
მუხლი 14.
საკრედიტო ხარისხის შეფასების ბიჯები და შეფასებების გამოყენება |
1. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ამ დებულების 32–ე – 45–ე მუხლებში მითითებულ საკრედიტო შეფასების თუ რომელ ბიჯს შეესაბამება აღიარებული სშგი–ს საკრედიტო შეფასებები.
2. კომერციული ბანკის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას გამოყენებული სშგი–ების მიერ გაკეთებული საკრედიტო შეფასება უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების 46-ე – 49–ე მუხლებით გასაზღვრულ მოთხოვნებს. საკრედიტო შეფასება არ უნდა ხდებოდეს შერჩევით. 3. კომერციულმა ბანკებმა უნდა გამოიყენონ დაკვეთილი საკრედიტო შეფასებები. ეროვნული ბანკის ნებართვით მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ არადაკვეთილი საკრედიტო შეფასებები. |
თავი V
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება. საკრედიტო რისკის მიტიგაცია (I პილარი) |
მუხლი 15.
სტანდარტიზებული მიდგომის გამოყენებისას ნებადართული საკრედიტო რისკის მიტიგაცია |
1. ამ თავის მიზნებისათვის გამსესხებელი კომერციული ბანკი არის კომერციული ბანკი, რომელიც ფლობს რისკის პოზიციებს მიუხედავად იმისა, აღნიშნული რისკის პოზიციები წარმოქმნილია თუ არა სესხის გაცემიდან.
2. მე-8 მუხლის მიზნებისათვის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც IV თავის შესაბამისად იყენებენ სტანდარტიზებულ მეთოდს, შეუძლიათ გამოიყენონ ამ თავში აღწერილი საკრედიტო რისკის მიტიგაციის დებულებები. |
მუხლი 16.
მოთხოვნები საკრედიტო რისკის მიტიგაციის გამოყენებისათვის |
1. გამსესხებელი კომერციული ბანკების მიერ გამოყენებული კრედიტის უზრუნველყოფის მექანიზმები, შესაბამისი ქმედებები და მათთან დაკავშირებული დანერგილი პროცედურები და პოლიტიკები უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ მიტიგაციას, რომელიც არის სავალდებულო ძალის მქონე და ყველა შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი.
2. გამსესხებელი კომერციული ბანკი ვალდებულია მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რათა უზრუნველყოს კრედიტის უზრუნველყოფის ეფექტიანობა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირება. 3. იმისათვის, რომ მოხდეს კრედიტის დაფინანსებულ უზრუნველყოფად აღიარება, გამოყენებული აქტივები უნდა იყოს საკმარისად ლიკვიდური, ხოლო დროის განმავლობაში მათი ღირებულება საკმარისად სტაბილური, რათა რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას ნებადართულ ფარგლებში უზრუნველყოფის აღიარებამ განაპირობოს შესაბამისი რწმუნება საკრედიტო რისკის შემცირების შესახებ. ნებადართული ინსტრუმენტები განისაზღვრება ამ დებულების 51–ე– 53–ე მუხლებით. 4. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფის შემთხვევაში გამსესხებელ კომერციულ ბანკს უფლება უნდა ჰქონდეს, მოვალის დეფოლტის შემთხვევაში, მოახდინოს უზრუნველყოფაში არსებული აქტივების დროული რეალიზაცია და/ან დასაკუთრება. უზრუნველყოფაში არსებული აქტივის ღირებულებასა და მოვალის საკრედიტო ხარისხს შორის არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი დადებითი კორელაცია. 5. იმისათვის, რომ მოხდეს კრედიტის დაუფინანსებელ უზრუნველყოფად აღიარება, უზრუნველყოფის მიმწოდებელი უნდა იყოს საკმარისად საიმედო, ხოლო უზრუნველყოფის ხელშეკრულება – სავალდებულო ძალის მქონე და შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი, რათა რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისა და ნებადართული რაოდენობით აღიარებისთვის გამოყენებული მეთოდით მიღებული იქნას შესაბამისი რწმუნება კრედიტის უზრუნველყოფის შესახებ. ნებადართული უზრუნველყოფის ხელშეკრულებები და უზრუნველყოფის მიმწოდებლები განისაზღვრება/შემოიფარგლება ამ დებულების 51–ე – 53–ე მუხლებით.
6. კრედიტის უზრუნველყოფად აღიარებისათვის დაკმაყოფილებული უნდა იყოს ამ დებულების 54–ე– 56–ე მუხლებით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნები. |
მუხლი 17.
საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გაანგარიშება |
1. ამ დებულების მე-16 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების თანხა შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების 57–ე – 59–ე მუხლების შესაბამისად.
2. რისკის პოზიციებიდან, რომლებზეც ვრცელდება საკრედიტო რისკის მიტიგაცია, არ შეიძლება მიღებული იქნას უფრო მაღალი რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიცია, ვიდრე მიიღებოდა ამავე რისკის პოზიციაზე საკრედიტო რისკის მიტიგაციის გარეშე. 3. იმ შემთხვევაში, თუ რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას უკვე გათვალისწინებულია კრედიტის უზრუნველყოფა, აღნიშნული აღარ უნდა ჩაითვალოს საკრედიტო რისკის მიტიგაციად მოცემული თავის მიზნებისათვის. |
თავი VI
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკი( I პილარი.) |
მუხლი 18.
სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკით შეწონილი რისკის პოზიციები |
1. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის გათვალისწინებისათვის კომერციულმა ბანკებმა უნდა დაითვალონ აღნიშნული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები ამ მუხლის შესაბამისად.
2. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული რისკის მიხედვით შეწონვას ექვემდებარება ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბალანსო რისკის პოზიციები საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების შემდეგ, რომლებიც დენომინირებულია რისკის პოზიციის დაფარვის წყაროს ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, გარდა შემდეგისა:
ა) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის მიერ ექსპორტის შედეგად მიღებული ფულადი სახსრები რისკის პოზიციის ვალუტაში;
3. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვისათვის ამ მუხლით განსაზღვრული რისკის პოზიციები იწონება 75% რისკის წონით. |
თავი VII
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საბაზრო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება( I პილარი.) |
მუხლი 19.
საბაზრო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები |
1. ამ თავის მიზნებისათვის საბაზრო რისკში ჩაითვლება მხოლოდ სავალუტო რისკი.
2. სავალუტო რისკის მიხედვით შეწონვას დაქვემდებარებული რისკის პოზიცია უდრის „კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესით“ განსაზღვრულ კრებსით საერთო ღია სავალუტო პოზიციას. |
თავი VIII
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშება( I პილარი.) |
მუხლი 20.
საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის გაანგარიშების მეთოდები |
1. კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ საოპერაციო რისკებისთვის მინიმალური დონის კაპიტალის ქონა.
2. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მეთოდს, რომლის გამოყენება შეუძლიათ კომერციულ ბანკებს საოპერაციო რისკისთვის გამოყოფილი კაპიტალის დათვლისათვის. 3. კომერციული ბანკის ზომისა და სირთულიდან გამომდინარე კომერციულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნოს კაპიტალი საოპერაციო რისკისათვის ამ დებულების 21-ე ან 22-ე მუხლის შესაბამისად. 4. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები წარმოადგენს საოპერაციო რისკისთვის გამოყოფილი კაპიტალის თანაფარდობას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნილ დონესთან. 5. საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის გაანგარიშებისათვის ამ დებულების 22-ე მუხლში მოცემული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში კომერციულ ბანკს არ აქვს უფლება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე დაუბრუნდეს ან დაიწყოს ამ დებულების 21-ე მუხლში მოცემული მეთოდის გამოყენება. |
თავი IX
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საოპერაციო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების გაანგარიშების მეთოდები (I პილარი.) |
მუხლი 21.
ძირითადი ინდიკატორის მეთოდი |
ძირითადი ინდიკატორის მეთოდით დათვლილი საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალი არის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდაკატორის პროცენტული წილი ამ დებულების მე-60 მუხლში მოცემული პარამეტრებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. |
მუხლი 22.
სტანდარტიზებული მეთოდი |
1. საოპერაციო რისკისთვის სტანდარტიზებული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში კომერციულმა ბანკებმა უნდა დაყონ თავიანთი საქმიანობები რამდენიმე ბიზნეს ხაზად ამ დებულების 61–ე მუხლის შესაბამისად.
2. თითოეული ბიზნეს ხაზისათვის კომერციულმა ბანკმა უნდა დათვალოს საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის მოთხოვნები საოპერაციო რისკის მიმართ, როგორც ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ინდაკატორების პროცენტი ამ დებულების 61–ე მუხლში. 3. სტანდარტიზებული მეთოდით დათვლილი საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის მოთხოვნები საოპერაციო რისკის მიმართ შედგება თითოეული ბიზნეს ხაზის მიხედვით გაანგარიშებული საჭირო ინდივიდუალური კაპიტალის მოთხოვნების ჯამისგან. 4. სტანდარტიზებული მეთოდის მოთხოვნებისა და საჭირო პარამეტრების აღწერა მოცემულია ამ დებულების 61–ე მუხლში. 5. საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის მოთხოვნების სტანდარტიზებული მეთოდით დათვლისათვის კომერციული ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების 61–ე მუხლის მოთხოვნებს. |
თავი X
კომერციული ბანკების შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესი (II პილარი.) |
მუხლი 23.
მოთხოვნები შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესზე |
1. კომერციულმა ბანკმა უნდა დანერგოს ძლიერი, ეფექტიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგია და პროცესები, რათა შეაფასოს და მუდმივად შეინარჩუნოს შიდა კაპიტალის საკმარისი ოდენობა, რომელიც ადეკვატური იქნება ყველა მნიშვნელოვანი დონისა და ტიპის რისკების დასაფარავად (არა მხოლოდ I პილარით გათვალისწინებული რისკები, არამედ ყველა რელევანტური რისკი, მათ შორის, საბაზრო რისკები, რომლებიც არ არის I პილარში, სექტორის მიმართ კონცენტრაციის რისკები, საპროცენტო, ლიკვიდობის, სტრატეგიული და რეპუტაციის რისკები და სხვა). უნდა ხორციელდებოდეს აღნიშნული სტრატეგიებისა და პროცესების რეგულარულად გადახედვა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი ყოვლისმომცველობა და კომერციული ბანკის ტიპთან, საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობასთან შესაბამისობა.
2. კომერციულმა ბანკებმა მინიმუმ წელიწადში ერთხელ ეროვნული ბანკს უნდა წარუდგინონ შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შედეგები. 3. კომერციულ ბანკებს II პილარის ფარგლებში შეუძლიათ გამოიყენონ ფასს–ის მიხედვით გაანგარიშებული რიცხვები. |
თავი XI
საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესი (II პილარი.) |
მუხლი 24.
საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესის მახასიათებლები |
1. ეროვნული ბანკი განიხილავს კომერციული ბანკების მიერ დანერგილი ღონისძიებების, სტრატეგიების, პროცესებისა და მექანიზმების ამ დებულებასთან შესაბამისობასა და შეაფასებს კომერციული ბანკების რისკებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განხილვისა და შეფასების პროცესის სფერო/ობიექტი შემოიფარგლება ამ დებულების მოთხოვნებით და ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებული „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ მიერ შემუშავებულ საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესის ჩარჩოს. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ განხილვისა და შეფასების პროცესზე დაყრდნობით ეროვნული ბანკი ადგენს, რამდენად უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, სტრატეგიები, პროცესები და მექანიზმები, ასევე, მფლობელობაში არსებული საკუთარი სახსრები კომერციული ბანკის რისკების ჯანსაღ მართვასა და მათი განეიტრალების შესაძლებლობას.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული განხილვისა და შეფასების პროცესის პერიოდულობასა და ინტენსიურობას ეროვნული ბანკი განსაზღვარავს კომერციული ბანკის ზომის, სისტემური მნიშვნელობის, ტიპის, კომპლექსურობისა და სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებზე დაყრდნობით. |
მუხლი 25.
საზედამხედველო ქმედება |
ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს მოსთხოვს სათანადო ზომების მიღებას. აღნიშნული მიზნებისათვის ეროვნულ ბანკს შუძლია მიიღოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზომები, მათ შორის, კომერციულ ბანკს დაავალდებულოს ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ მინიმალურ დონეზე მეტი საკუთარი სახსრების ფლობა. |
თავი XII
კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის გამჟღავნება (III პილარი.) |
მუხლი 26.
ინფორმაციის გამჭვირვალობაზე მოთხოვნები |
ამ დებულების მიზნებისათვის კომერციულმა ბანკებმა საჯარო უნდა გახადონ „კომერციული ბანკების გამჭვირვალობის წესით“ დადგენილი ინფორმაცია. |
თავი XIII
კაპიტალის განმარტება |
მუხლი 27.
ეროვნული ბანკის დასტური |
ნებისმიერი ახლად გამოშვებული ინსტრუმენტის საზედამხედველო კაპიტალის დათვლაში ჩართვამდე კომერციულ ბანკს სჭირდება ეროვნული ბანკის დასტური. ეროვნული ბანკი განიხილავს საკითხს კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც მკაფიოდ უნდა აღწერდეს ინსტრუმენტის შესაბამისობას ამ თავის შესაბამის მუხლებში მითითებულ კრიტერიუმებთან. |
მუხლი 28.
ძირითად პირველად კაპიტალში შემავალ ჩვეულებრივ აქციებად კლასიფიკაციის კრიტერიუმები |
1. ძირითად პირველად კაპიტალში ჩასართავად კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში წარმოადგენს ყველაზე სუბორდინირებულ მოთხოვნას; |
მუხლი 29.
დამატებით პირველად კაპიტალად კლასიფიკაციის კრიტერიუმები |
1. დამატებით პირველად კაპიტალად კლასიფიკაციისათვის კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის გამოშვებული და განაღდებული; |
მუხლი 30.
მეორად კაპიტალად კლასიფიკაციის კრიტერიუმები |
1. მეორად კაპიტალად კლასიფიცირებისათვის კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის გამოშვებული და განაღდებული; 2. თუ ინსტრუმენტი დაყოფილია ტრანშებად, ზემოთმოცემული პირობები უნდა დააკმაყოფილოს თითოეულმა მათგანმა ცალ–ცალკე. |
თავი XIV
გარესაბალანსო ელემენტების კლასიფიკაცია |
მუხლი 31.
გარესაბალანსო ელემენტების კლასიფიკაცია |
1. მაღალი რისკის (როცა ინსტრუმენტი არის კრედიტის პირდაპირი შემცვლელი და საკრედიტო რისკი ტოლფასია იგივე მხარის მიმართ საბალანსო რისკის პოზიციის საკრედიტო რისკისა და როცა კომერციულ ბანკს საკრედიტო რისკი აქვს მთლიან ნომინალურ ღირებულებაზე) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები:
ა) კრედიტის მახასიათებლების მქონე გარანტიები; 2. საშუალო რისკის (როცა ინსტრუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი საკრედიტო რისკით, მაგრამ გარკვეული გარემოებები, როგორიცაა სხვა ტრანზაქციების განხორციელებაზე დამოკიდებულება და სხვა, გვაძლევს მაღალ რისკზე ნაკლებ რისკს) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები:
ა) გაცემული და დამტკიცებული დოკუმენტური აკრედიტივები; 3. საშუალო/დაბალი რისკის (როცა უზრუნველყოფის ან/და თვითვლიკვიდირების შესაძლებლობის ან ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის პირობა გვაძლევს საშუალოზე დაბალ საკრედიტო რისკს) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები:
ა) დოკუმენტური აკრედიტივები, რომელთა უზრუნველყოფას წარმოადგენს გადასაზიდი საქონელი და სხვა თვითლიკვიდირებადი ტრანზაქციები; 4. დაბალი რისკის (როცა შესაძლებელია საკრედიტო რისკის უგულებელყოფა, რადგან სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე ის ძალიან შემცირებულია) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები:
ა) აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტები (ხელშეკრულებები სესხის გაცემაზე, ფასიანი ქაღალდების შესყიდვაზე, გარანტიებისა და აქცეპტების გაცემაზე), რომლებიც შეიძლება უპირობოდ გაუქმდეს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე ან/და რომლებიც მსესხებლის საკრედიტო მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში რეალურად უზრუნველყოფს მისი ავტომატურად გაუქმების შესაძლებლობას. საცალო საკრედიტო ხაზები შეიძლება ჩაითვალოს უპირობოდ გაუქმების შესაძლებლობის მქონედ თუ ხელშეკრულების სრულად გაუქმების უფლების პირობის ხელშეკრულებაში ჩადება ნებადართულია მომხმარებელთა დაცვისა და სხვა შესაბამისი კანონმდებლობით; |
თავი XV
სტანდარტიზებული მიდგომა. რისკის წონები და სშგი–ის საკრედიტო შეფასების გამოყენება |
მუხლი 32.
რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ |
1. ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების და ცენტრალური ბანკების მიმართ უნდა შეიწონოს 100%-ით.
2. ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით, იმ ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ რისკის პოზიციებს, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასებები, უნდა მიენიჭოს რისკის წონები ამ დებულების N1 დანართის პირველი ცხრილის შესაბამისად სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. 3. ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის მიმართ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული და განთავსებული რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს 0%-ით. |
მუხლი 33.
რისკის პოზიციები რეგიონული მთავრობებისა დაადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ |
1. ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რისკის პოზიციები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ უნდა შეიწონოს ამ დებულების N1 დანართის მე–2 ცხრილის შესაბამისად სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. რეიტინგის არმქონე რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით.
2. რისკის პოზიციები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების მიმართ თუ ასეთი რისკის პოზიციების რისკებს შორის არ არსებობს განსხვავება პირველი მათგანის (რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების) მიერ შემოსავლების მიღების სპეციფიური შესაძლებლობიდან გამომდინარე და ისეთი ინსტიტუციონალური გარიგებების არსებობიდან გამომდინარე, რაც ამცირებს დეფოლტის რისკს. ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციებიც უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების მიმართ. 3. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა. |
მუხლი 34.
რისკის პოზიციები საჯარო დაწესებულებების მიმართ |
1. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, რისკის პოზიციებს საჯარო დაწესებულებების მიმართ უნდა მიენიჭოს 100% რისკის წონა, თუ მოცემული რისკის პოზიცია უკვე არ არის კლასიფიცირებული რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ რისკის პოზიციების კლასში.
2. გამონაკლის შემთხვევებში, საჯარო დაწესებულებების მიმართ რისკის პოზიციებს უნდა მიენიჭოს ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციებისათვის მინიჭებული რისკის წონები თუ ეროვნული ბანკი თვლის, რომ არ არსებობს აღნიშნული რისკის პოზიციების რისკებს შორის განსხვავება ცენტრალური მთავრობის მიერ გაცემული გარანტიების არსებობიდან გამომდინარე. ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს საჯარო დაწესებულებების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ რისკის პოზიციებიც შეიწონება ისევე, როგორც რისკის პოზიციები ცენტრალური მთავრობების მიმართ. 3. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას საჯარო დაწესებულებების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა. |
მუხლი 35.
რისკის პოზიციები მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ |
1. ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის მრავალმხრივი განვითარების ბანკებად ითვლება ინტერამერიკული საინვესტიციო კორპორაცია, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი და ცენტრალური ამერიკის ბანკი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის, საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია; ინტერამერიკული განვითარების ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; აფრიკის განვითარების ბანკი; ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი; ჩრდილოეთის საინვესტიციო ბანკი; კარიბის განვითარების ბანკი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი;ევროპის საინვესტიციო ბანკი;ევროპის საინვესტიციო ფონდი;მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო; იმუნიზაციის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი; ისლამური განვითარების ბანკი.
2. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, რისკის პოზიციები მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ უნდა შეიწონოს ისევე, როგორც რისკის პოზიციები კომერციული ბანკების მიმართ, ამ დებულების 37-ე მუხლის შესაბამისად. 3. შემდეგი მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს 0% რისკის წონით:
ა) საერთაშორისო რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი; 4. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა. |
მუხლი 36.
რისკის პოზიციები საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ |
1. რისკის პოზიციები შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ უნდა შეიწონოს 0% რისკის წონით:
ა) ევროპის ცენტრალური ბანკი; 2. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა. |
მუხლი 37.
რისკის პოზიციები კომერციული ბანკების მიმართ |
1. რისკის პოზიციებს კომერციული ბანკების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება, ამ დებულების N1 დანართის მე–3 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.
2. რეიტინგის არმქონე კომერციული ბანკების მიმართ რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს 50% რისკის წონით. აღნიშნული რისკის წონა არ უნდა იყოს იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციისათვის მისანიჭებელ რისკის წონაზე ნაკლები, რომელშიც დაფუძნებულია მოცემული ბანკი. 3. მოკლევადიან რისკის პოზიციებს კომერციული ბანკების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება, ამ დებულების N1 დანართის მე–3 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. 4. სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციები რეიტინგის არმქონე კომერციული ბანკების მიმართ უნდა შეიწონოს 20% რისკის წონით. აღნიშნული რისკის წონა არ უნდა იყოს იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციისათვის მისანიჭებულ რისკის წონაზე ნაკლები, რომელშიც დაფუძნებულია მოცემული ბანკი. 5. სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული და განთავსებული რისკის პოზიციები კომერციული ბანკების მიმართ შეიწონება 20% რისკის წონით. 6. როდესაც მოსალოდნელია, რომ სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციის ვადა გაგრძელებული იქნება წარმოქმის დღიდან სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეალური/მოსალოდნელი ვადიანობა აღემატება სამ თვეს, რისკის პოზიცია არ უნდა ჩაითვალოს სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციად ამ მუხლის მიზნებისათვის. 7. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას კომერციული ბანკების მიმართ მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა. |
მუხლი 38.
რისკის პოზიციები კორპორატიული კლიენტების მიმართ |
1. რისკის პოზიციებს კორპორატიული კლიენტების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება, უნდა მიენიჭოს რისკის წონები ამ დებულების N1 დანართის მე–4 ცხრილის მიხედვით სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.
2. იმ რისკის პოზიციებს, რომელთათვისაც ნომინირებული სშგი–ების საკრედიტო შეფასებები ხელმისაწვდომი არაა, უნდა მიენიჭოთ 100% რისკის წონასა და ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციის რისკის წონას შორის უმაღლესი. 3. ეროვნული ბანკის ნებართვით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ ყველა რისკის პოზიციას კორპორატიული კლიენტების მიმართ მიანიჭონ 100% რისკის წონა გარე შეფასებების მხედველობაში მიღების გარეშე. |
მუხლი 39.
საცალო რისკის პოზიციები |
რისკის პოზიციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, უნდა შეიწონოს 75% რისკის წონით. |
მუხლი 40.
საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციები |
1. რისკის პოზიციები ან რისკის პოზიციების ნაწილი, რომლებიც სრულად და სრულყოფილად არის უზრუნველყოფილი საცხოვრებელი უძრავი ქონებით, რაც დამაკმაყოფილებელია ეროვნული ბანკისთვის და რომელშიც ცხოვრობს ან იცხოვრებს მესაკუთრე ან რომელსაც აქირავებს მესაკუთრე, უნდა შეიწონოს 35% რისკის წონით.
2. რისკის პოზიცია საცხოვრებელი უძრავი ქონების დამქირავებლის/ლიზინგის მიმღების (მაცხოვრებლის) მიმართ მიმართ, უნდა შეიწონოს 35%-ით, თუ გამქირავებელს/ლიზინგის გამცემს წარმოადგენს კომერციული ბანკი და დამქირავებელს/ლიზინგის მიმღებს აქვს ყიდვის უფლება და იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკისათვის დამაკმაყოფილებელია კომერციული ბანკის რისკის პოზიციის სრულად და სრულყოფილად უზრუნველყოფა ქონებაზე მისი საკუთრების გზით. 3. ამ მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მიზნებისთვის ეროვნული ბანკის დასკვნა იქნება დამაკმაყოფილებელი თუ სრულდება შემდეგი პირობები:
ა) ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული მსესხებლის საკრედიტო ხარისხზე. ეს მოთხოვნა არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მხოლოდ მაკროეკონომიკური ფაქტორები ახდენს გავლენას, როგორც ქონების ღირებულებაზე, ასევე მსესხებლის მდგომარეობაზე/ფინანსურ შესაძლებლობებზე; 4. საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების კლასზე მიკუთვნებისათვის რისკის პოზიციის ღირებულების უზრუნველყოფის ღირებულებასთან თანაფარდობა არ უნდა აღემატებებოდეს 50 % –ს. შესაბამისად, აღნიშნულ კლასს უნდა მიეკუთვნოს სესხი ან მისი მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეადგენს საცხოვრებელი ქონების ღირებულების 50%–ს. 5. საცხოვრებელი უძრავი ქონების აღიარებისათვის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:
ა) სამართლებრივი ნამდვილობის პირობა: საკრედიტო ხელშეკრულების დადების დროს იპოთეკის ხელშეკრულება უნდა იყოს სათანადოდ და დროულად დადებული და ყველა შესაბამის იურისდიქციაში სამართლებრივად აღსრულებადი. ხელშეკრულება უნდა ასახავდეს მასზე უპირატეს უფლებას (ყველა სამართლებრივი მოთხოვნა იპოთეკით დატვირთისათვის უნდა იყოს შესრულებული). უზრუნველყოფის ხელშეკრულება და დამხმარე სამართლებრივი პროცესები კომერციულ ბანკს უნდა აძლევდეს უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციით ღირებულების მიღების შესაძლებლობას დროის გონივრულ ფარგლებში; 6. საცხოვრებელი ქონების შეფასების პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სესხის გაცემამდე ქონება უნდა შეფასდეს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ საბაზრო ღირებულებით; 7. ამ მუხლის მიზნებისათვის უზრუნველყოფად ჩაითვლება მხოლოდ ის საცხოვრებელი ქონება, რომლის საცხოვრებელი ფართობიც არ აღემატება 120 კვადრატულ მეტრს. ეროვნული ბანკის თანხმობით აღნიშნული მოთხოვნა არ გავრცელდება კომერციულ ბანკზე, თუ მის მიერ წარმოდგენილი რისკის პოზიციების საცხოვრებელი ქონების იპოთეკით უზრუნველყოფილ აქტივებად კლასიფიკაციის პოლიტიკა ადეკვატურად ითვალისწინებს ქონების ლიკვიდურობასა და კომერციული ბანკი აღნიშნულ კლასს მიაკუთვნებს მხოლოდ მაღალი ლიკვიდურობის მქონე ქონებით უზრუნველყოფილ რისკის პოზიციებს. 8. საცხოვრებელი ქონების რეალური ფართობი უნდა ემთხვეოდეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართობს. საცხოვრებელი ქონების იპოთეკით უზრუნველყოფილ აქტივებად კლასიფიკაციის პოლიტიკა უნდა განსაზღვრავდეს დასაშვები ცდომილების ზღვარს. |
მუხლი 41.
ვადაგადაცილებული სესხები |
1. ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ნებისმიერი რისკის პოზიციის მთლიან თანხას უზრუნველყოფილი ნაწილის (V თავის შესაბამისად) გამოკლებით, რომელიც ვადაგადაცილებულია 90–ზე მეტი დღით, უნდა მიენიჭოს შემდეგი რისკის წონები:
ა) 150%, თუ სესხების შესაძლო დანაკარგების სპეციალური რეზერვი („კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წესით გაანგარიშებული) არის მთლიანი რისკის პოზიციის (სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოკლების გარეშე) 20%–ზე ნაკლები; 2. ვადაგადაცილებული სესხების უზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისთვის გამოიყენება საკრედიტო რისკის მიტიგაციისათვის ნებადართული უზრუნველყოფა და გარანტიები.
3. უპირობო და პირობითი მოთხოვნები, რომლებიც მიეკუთვნება საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ კლასს ამ დებულების მე-40 მუხლის მიხედვით, 90-ზე მეტი დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში უნდა შეიწონოს 100%-ით. ამასთან, თუ სესხების შესაძლო დანაკარგების სპეციალური რეზერვი („კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წესით გაანგარიშებული) მთლიანი რისკის პოზიციის 20% – ზე ნაკლები არ არის, რისკის პოზიცია შეიწონება 50% რისკის წონით. |
მუხლი 42.
მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულები |
1. რისკის პოზიციები, რომლებიც ასოცირდება განსაკუთრებით მაღალ რისკთან, როგორიცაა ინვესტიციები ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდებში მაქსიმუმ 10%–იანი წილის ფლობით, ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სხვა მაღალი რისკის მატარებელი რისკის პოზიციები, უნდა შეიწონოს 150% რისკის წონით.
2. ეროვნულმა ბანკმა შესაძლებელია ნება დართოს კომერციულ ბანკს, რისკის ის პოზიციები, რომლებიც არ იმყოფება ვადაგადაცილებაში, შეწონოს 100% რისკის წონით თუ შესაძლო დანაკარგების სპეციალური რეზერვი მთლიანი რისკის პოზიციის (შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოკლების გარეშე) 20%–ზე ნაკლები არ არის. 3. იჯარით გაცემის მიზნით საკუთრებაში არსებული ქონება უნდა შეიწონოს 250 % რისკის წონით. |
მუხლი 43.
მოკლევადიანი რისკის პოზიციები კორპორატიული კლიენტების მიმართ |
1. სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციებს კორპორატიული კლიენტების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება, N1 დანართის მე–5 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის რისკის პოზიცია არ უნდა ჩაითვალოს სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციად, როდესაც მოსალოდნელია, რომ სამი ან სამ თვეზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის რისკის პოზიციის ვადა გაგრძელებული იქნება წარმოქმის დღიდან სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეალური/მოსალოდნელი ვადიანობა აღემატება 3 თვეს. |
მუხლი 44.
რისკის პოზიციები საპაიო საინვესტიციო ფონდის (კოლექტიური საინვეტიცო სქემების) სახით |
1. ამ მუხლის მე-2 და მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა რისკის პოზიციები საპაიო საინვესტიციო ფონდების სახით უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით.
2. რისკის პოზიციებს საპაიო საინვესტიციო ფონდების სახით, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომია სშგი–ის საკრედიტო შეფასება, უნდა მიენიჭოს რისკის წონები N1 დანართის მე–6 ცხრილის მიხედვით სშგი–ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით. 3. როდესაც ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კოლექტიურ საინვესტიციო სქემებში პოზიცია დაკავშირებულია განსაკუთრებით მაღალ რისკებთან, რისკის წონა უნდა განისაზღვროს 150%–ით. |
მუხლი 45.
სხვა ერთეულები |
1. ძირითადი საშუალებები უნდა შეიწონოს 100%-ით.
2. ფული და მისი ექვივალენტები კომერციულ ბანკში უნდა შეიწონოს 0%–ით, ხოლო ნაღდი ფული სხვა სახით (შეგროვების პროცესში) 20%–ით. 3. მნიშვნელოვანი ინვესტიციები (ბანკის სააქციო კაპიტალის 10%–ზე მეტი) არაკონსოლიდირებულ კომერციულ ბანკებში, სადაზღვევო ორგანიზაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში და გადავადებული საგადასახადო აქტივები, რომლებიც არ გამოიქვითა ძირითადი პირველადი კაპიტალიდან, უნდა შეიწონოს 250%–ით. 4. ინვესტიციები იმ არაკონსოლიდირებულ კომერციულ ბანკებში, სადაზღვევო ორგანიზაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში, სადაც ინვესტიცია მოცემული კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციებისა თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტის კაპიტალის 10%-ზე ნაკლებია და რომელიც არ გამოიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან, უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით. 5. აქციების ფლობა და/ან სხვა სახით 10%–ზე ნაკლები წილით მონაწილეობა კომერციული იურიდიული პირების კაპიტალში უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება მათი დაქვითვა საკუთარი სახსრებიდან. 6. კომერციული ბანკის მიერ მფლობელოში არსებული ოქროს ზოდი, საცავში ან გადანაწილებული ვალდებულების უზრუნველყოფის სახით, უნდა შეიწონოს 0% რისკის წონით. 7. აქტივის გაყიდვისა და გამოსყიდვის და ვალუტის ფორვარდული ხელშეკრულებების შემთხვევაში, შეწონვისათვის რისკის წონა უნდა მიენიჭოს აქტივს და არა კონტრაგენტ მხარეს.
8. სხვა აქტივები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული მე-11 მუხლის მიხედვით უნდა შეიწონოს 100%–ით. |
მუხლი 46.
რისკის წონების განსაზღვრისათვის სშგი–ის საკრედიტო შეფასებების გამოყენება |
1. კომერციულ ბანკს შეუძლია ერთი ან ერთზე მეტი აღიარებული სშგი–ის ნომინირება აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტების რისკის წონის განსაზღვრაში გამოყენებისათვის.
2. თუ კომერციული ბანკი აირჩევს კონკრეტული აღიარებული სშგი–ის გამოყენებას რისკის პოზიციების გარკვეული კლასისთვის, მან მისი საკრედიტო შეფასებები უნდა გამოიყენოს ამ კლასში შემავალი ყველა რისკის პოზიციის მიმართ. 3. თუ კომერციული ბანკი გადაწყვეტს რომელიმე კონკრეტული აღიარებული სშგი–ის საკრედიტო შეფასების გამოყენებას, მაშინ მან იგივე საკრედიტო შეფასებები უნდა გამოიყენოს მუდმივად და თანმიმდევრულად. 4. კომერციულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ იმ სშგი–ების შეფასებები, რომლებიც ითვალისწინებს მთლიან თანხას, როგორც ძირს, ასევე დარიცხულ პროცენტს. 5. თუ რომელიმე შესაფასებელი ერთეულისათვის არსებობს მხოლოდ ერთი ნომინირებული სშგი–ის საკრედიტო შეფასება, მაშინ იგი გამოიყენება ამ ერთეულის რისკის წონის განსაზღვრისათვის. 6. თუ არსებობს ნომინირებული სშგი–ების ორი საკრედიტო შეფასება, რომლებიც შეესაბამება განსხვავებული რისკის წონებს შეფასებული ერთეულისათვის, გაითვალისწინება უმაღლესი რისკის წონა. 7. თუ არსებობს ორზე მეტი საკრედიტო შეფასება ნომინირებული სშგი–ების მიერ შეფასებული ერთეულისათვის, გაითვალისწინება ის ორი მათგანი, რომლებიც შეესაბამებიან უმცირეს რისკის წონებს. თუ ეს ორი უმცირესი რისკის წონა ერთმანეთისგან განსხვავებულია, გაითვალისწინება მათ შორის უდიდესი და თუ ისინი ერთმანეთის ტოლია, აიღება თავად ეს რისკის წონა. |
მუხლი 47.
ემიტენტებისა და გამოშვებული ინსტრუმენტების შეფასება |
1. თუ საკრედიტო შეფასება არსებობს კონკრეტულ ინსტრუმენტთა კლასზე, რომელსაც მიეკუთვნება რისკის პოზიციის ერთეული, აღნიშნული საკრედიტო შეფასება უნდა იქნას გამოყენებული მოცემული ერთეულისათვის რისკის წონის მინიჭებისას.
2. როდესაც არ არსებობს კონკრეტული ინსტრუმენტის საკრედიტო შეფასება, ამასთან, არსებობს იმ ინსტრუმენტის საკრედიტო შეფასება, რომელთაც არ მიეკუთვნება მოცემული ერთეული ან არსებობს ემიტენტის ზოგადი საკრედიტო შეფასება, კომერციულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ზემოთხსნებული არსებული საკრედიტო შეფასებებიდან ის, რომელიც უფრო მაღალ რისკის წონას იძლევა. ამასთან, შეფასება, რომელიც უფრო დაბალ რისკის წონას იძლევა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთვევაში თუ მოცემული რისკის პოზიცია მოთხოვნის უფლების რიგითობით უპირატესია, ვიდრე მოცემული შეფასებული ინსტრუმენტი ან შეფასებული ემიტენტის არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციები. 3. ერთ კორპორატიულ ჯგუფში მყოფი ემიტენტის საკრედიტო შეფასება არ უნდა იქნას გამოყენებული ამავე ჯგუფში შემავალი სხვა ემიტენტების საკრედიტო შეფასებად. |
მუხლი 48.
მოკლევადიანი და გრძელვადიანი საკრედიტო შეფასებები |
1. მოკლევადიანი საკრედიტო შეფასებები შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ იმ მოკლევადიანი აქტივებისა და გარესაბალანსო ელემენტების შეწონვისათვის, რომლებიც წარმოადგენენ რისკის პოზიციებს კომერციული ბანკებისა და კორპორატიული კლიენტების მიმართ.
2. მოკლევადიანი საკრედიტო შეფასება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ ერთეულებზე, რომლებზეც ეს მოკლევადიანი საკრედიტო შეფასება ვრცელდება და არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა ერთეულებისათვის რისკის წონის მინიჭებისას. 3. თუ მოკლევადიან ინსტრუმენტს შეესაბამება 150% რისკის წონა, მაშინ აღნიშნული კონტრაგენტის მიმართ ყველა შეფასების არმქონე არაუზრუნველყოფილი მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი რისკის პოზიციები უნდა შეიწონოს ასევე 150% რისკის წონით.
4. თუ მოკლევადიან ინსტრუმენტს შეესაბამება 50% რისკის წონა, მაშინ შეფასების არმქონე რისკის პოზიციებს მოცემული კონტრაგენტის მიმართ არ უნდა მიენიჭოს 100%–ზე დაბალი რისკის წონა. |
მუხლი 49.
ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ერთეულები |
საკრედიტო შეფასება, რომელიც გამოიყენება კონტრაგენტის მიმართ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული რისკის პოზიციებისთვის, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმავე კონტრაგენტის მიმართ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული რისკის პოზიციების შეწონვისთვის. |
თავი XVI
კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი |
მუხლი 50.
კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი |
1. კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი არის ტრანზაქციის განხორციელებამდე კონტრაგენტის დეფოლტის რისკი.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის გაითვალისწინება კონტრაგენტთან დაკავშირებული მხოლოდ ის რისკები, რომელსაც მოიცავს საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო კურსის წარმოებული ინსტრუმენტები (ფიუჩერსები, ფორვარდები, სვოპები, ოფციონები და სხვა ანალოგიური ხელშეკრულებებით წარმოშობილი გარესაბალანსო ვალდებულებები). 3. თუ საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო კურსის წარმოებული ინსტრუმენტების ხელშეკრულების ვადა არ აღემატება 14 კალენდარულ დღეს, იგი არ გაითვალისწინება რისკის მიხედვით შეწონვის მიზნებისათვის.
4. საპროცენტო განაკვეთისა და სავალუტო კურსის წარმოებული ინსტრუმენტების ხელშეკრულებით განსაზღვრული რისკის პოზიციის ღირებულება განისაზღვრება ამ დებულების N1 დანართის მე–7 ცხრილის მიხედვით. |
თავი XVII
საკრედიტო რისკის მიტიგაცია. |
მუხლი 51.
ჩართვის უფლება |
ამ თავით განისაზღვრება ამ დებულების მე-16 მუხლის მიზნებისთვის საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმები. |
მუხლი 52.
ჩართვის უფლება. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა |
1. ნებადართულია კომერციულ ბანკსა და კონტრაგენტს შორის არსებული ორმხრივი საბალანსო მოთხოვნების ერთმანეთთან ურთიერთგაქვითვა.
2. ურთიერთგაქვითვას ექვემდებარება მხოლოდ კომერციულ ბანკსა და კონტრაგენტს შორის ორმხრივი ფულადი სახსრების საბალანსო ერთეულები. 3. მხოლოდ გამსესხებელი კომერციული ბანკის სესხები და დეპოზიტები შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებას რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების თანხის დათვლისას. 4. ნებადართულია უზრუნველყოფის შემდეგი სახეების კრედიტის დაფინანსებულ უზრუნველყოფად აღიარება:
ა)ფინანსური უზრუნველყოფის შემდეგი სახეები:
5. სხვა სახის კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა: სხვა კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსებული ფულადი სახსრები ან ფულთან გათანაბრებული სხვა სახის ინსტრუმენტები, რომლებიც განთავსებული არაა ფასეულობათა შენახვის მომსახურების მიღების მიზნით და რომლებიც გამსესხებელი კომერციული ბანკის მიერ დატვირთულია გირავნობით, შესაძლებელია აღიარებული იქნას კრედიტის ნებადართულ უზრუნველყოფად. |
მუხლი 53.
ჩართვის უფლება. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა |
1. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის მომწოდებლად შეიძლება ჩაითვალოს:
ა) ცენტრალური მთავრობები და ცენტრალური ბანკები; |
მუხლი 54.
მინიმალური მოთხოვნები |
1. კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს, რომ იგი იყენებს მართვისა და კონტროლის ადეკვატურ პროცესებს იმ რისკებისათვის, რომლებიც წარმოიქმნება საკრედიტო რისკის მიტიგაციის გამოყენების შედეგად.
2. საკრედიტო რისკის მიტიგაციის გამოყენების პარალელურად, მიტიგაციის შედეგად რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციისა და მოსალოდნელი ზარალის ცვლილების/შემცირების მიუხედავად, კომერციულმა ბანკებმა უნდა განაგრძონ აღნიშნული რისკის პოზიციის საკრედიტო რისკის სრულად შეფასება და ნათლად უნდა შეძლონ ეროვნული ბანკისათვის აღნიშნული მოთხოვნის შესრულების დემონსტრირება. |
მუხლი 55.
მინიმალური მოთხოვნები. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა |
1. ამ დებულების მე–15–მე–17 მუხლების მიზნებისთვის საბალანსო ელემენტების ერთმანეთთან ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულებების აღიარებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
ა) უნდა იყოს სავალდებულო ძალის მქონე და შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი მაშინაც კი, როდესაც კონტრაგენტი მხარე გადახდისუუნარო ან გაკოტრებულია; 2. ფინანსური უზრუნველყოფისა და ოქროს აღიარებისთვის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი პირობები:
ა) დაბალი კორელაცია: მსესხებლის საკრედიტო ხარისხსა და უზრუნველყოფის ღირებულებას შორის არ უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი დადებითი კორელაცია. მსესხებლის ან მის ჯგუფთან დაკავშირებული ნებისმიერი საწარმოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები არ ჩაითვლება ფინანსურ უზრუნველყოფად; 3. მინიმალური მოთხოვნები სხვა დაფინანსებული საკრედიტო უზრუნველყოფის აღიარებისთვის: ამ დებულების 58–ე მუხლის მე–2 პუნქტის პირობების გამოყენებისთვის ამ დებულების 52–ე მუხლის მე–5 პუნქტში მითითებული უზრუნველყოფა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) მსესხებლის მოთხოვნა მესამე მხარედ წარმოდგენილი კომერციული ბანკის მიმართ საჯაროდ დაგირავებულია გამსესხებელი კომერციული ბანკის მიერ ან დათმობილია მისთვის და გირაო ან მოთხოვნის დათმობა არის სავალდებულო ძალის მქონე და შესაბამის იურისდიქციაში აღსრულებადი; |
მუხლი 56.
მინიმალური მოთხოვნები. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა |
1. მოთხოვნები გარანტიების მიმართ:
ა) გარანტიები აღიარებულ იქნება უზრუნველყოფად თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები: 2. სამთავრობო და სხვა საჯარო ორგანოების კონტრ–გარანტიები:
ა) როდესაც რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია გარანტიით, რომელიც კონტრ–გარანტირებულია ცენტრალური მთავრობის ან ცენტრალური ბანკის, ადგილობრივი მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო დაწესებულების მიერ, რომლის მიმართ მოთხოვნებიც ამ დებულების IV თავის თანახმად მიიჩნევა ამავე იურისდიქციაში მოქმედი ცენტრალური მთავრობის მიმართ არსებული მოთხოვნების ანალოგიურად, ან მრავალმხრივი განვითარების ბანკის მიერ, რომლის მიმართ რისკის პოზიციებიც ამ დებულების IV თავის თანახმად იწონება 0% რისკის წონით, ის შეიძლება ჩაითვალოს გარანტიის გამცემის მიერ უზრუველყოფილ მოთხოვნად თუ: |
მუხლი 57.
საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლა |
1. ამ დებულების 51–ე– 56–ე მუხლების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ დებულების IV თავით გასაზღვრული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლა შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების57-ე, 58–ე და 59–ე მუხლების შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, როცა კომერციულ ბანკს აქვს სამართლებრივად აღსრულებადი სესხებისა და დეპოზიტების ურთიერთგაქვითვის ხელშეკრულებები, მას შეუძლია ამ დებულების 56–ე მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში კაპიტალის ადეკვატურობის დათვლისას გამოიყენოს რისკის პოზიციის წმინდა ღირებულება. 3. ფინანსური უზრუნველყოფით საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლისათვის კომერციული ბანკები გამოიყენებენ ამ დებულების 58-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკრედიტო რისკის მიტიგაციის მარტივ მეთოდს. ამ შემთხვევაში მსესხებლის რისკი ნაცვლდება უზრუნველყოფის რისკით რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილის პროპორციულად (მინიმუმ 20% რისკის წონით და გამონაკლის შემთვევებში, 0%–ით). ნაწილობრივი უზრუნველყოფა დასაშვებია, ხოლო ვადების შეუთავსებლობა არ დაიშვება. 4. კრედიტის დაუფინანსებული უზრუნველყოფის შემთხვევაში, უზრუნველყოფილ ნაწილს ენიჭება გარანტიის გამცემისგან (გარანტის) რისკის წონა, ხოლო არაუზრუნველყოფილ ნაწილს - პრინციპალის რისკის წონა. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფა და რისკის პოზიცია დენომინირებულია სხვადასხვა ვალუტაში,(ადგილი აქვს ვალუტის შეუთავსებლობას,) მოხდება რისკის პოზიციის უზრუნველყოფილი ნაწილის შემცირება. |
მუხლი 58.
საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლა. კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა |
1. ფინანსური უზრუნველყოფის მარტივი მეთოდი:
ა) მარტივი მეთოდის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მაშინ თუ უზრუნველყოფის შეფასება ხდება ამ დებულების IV თავის შესაბამისად. 2. სხვა დაფინანსებული უზრუნველყოფა: ამ დებულების 55–ე მუხლის მე–3 პუნქტის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ დებულების 52–ე მუხლის მე–5 პუნქტში მითითებული კრედიტის უზრუნველყოფა შეიძლება ჩაითვალოს მესამე მხარედ წარმოდგენილი კომერციული ბანკის გარანტიად.
3. სტანდარტული ოქროს ზოდის ექვივალენტით უზრუნველყოფილი რისკის პოზიცია უნდა შემცირდეს უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულების 50%–ით. |
მუხლი 59.
საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გამოთვლა. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა |
1. შეფასება:
ა) კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის თანხა (G) არის მსესხებლის დეფოლტის/გადაუხდელობის ან სხვა კონკრეტული საკრედიტო მოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფის მიმწოდებლის მიერ გადახდილი თანხა: 2. რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ღირებულების დათვლა:
ა) სრული უზრუნველყოფა: g არის რისკის წონა, რომელიც მიენიჭება რისკის პოზიციას, რომელიც სრულად უზრუნველყოფილია დაუფინანსებელი უზრუნველოფით (GA), სადაც g არის ამ დებულების IV თავით განსაზღვრული რისკის წონა უზრუნველყოფის გარანტის მიმართ რისკის პოზიციებზე და GA არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით დათვლილი G* |
თავი XVIII
საოპერაციო რისკი |
მუხლი 60.
ძირითადი ინდიკატორის მეთოდით საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის გაანგარიშება |
1. ძირითადი ინდიკატორის მეთოდით საოპერაციო რისკის კაპიტალის მოთხოვნა უნდა შეადგენდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი ინდიკატორის 15%–ს, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „თ“ ქვეპუნქტებში.
2. შესაბამისი ინდიკატორის განმარტება:
ა) ეროვნული ბანკი ადგენს შესაბამის ინდიკატორს კაპიტალის დათვლის მიზნებისთვის; |
მუხლი 61.
სტანდარტიზებული მეთოდით საოპერაციო რისკისათვის საჭირო კაპიტალის გაანგარიშება |
1. კაპიტალის მოთხოვნები:
ა) სტანდარტიზებული მეთოდის მიხედვით საოპერაციო რისკისთვის კაპიტალის მოთხოვნები წარმოადგენს ამ დებულების 60–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ა“– „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წლიური შესაბამისი ინდიკატორების ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელს შესაბამისი ინდიკატორი დაითვლება ყოველ წელს N1 დანართის მე-9 ცხრილით განსაზღვრული ბიზნეს ხაზების მიხედვით, რომელიც მრავლდება კაპიტალის N1 დანართის მე-9 ცხრილით განსაზღვრულ მოთხოვნის შესაბამის კოეფიციენტზე. გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ ნებისმიერი ბიზნეს ერთეულისათვის შესაბამისი ინდიკატორით გამოწვეული უარყოფითი კაპიტალის მიღების შემთხვევაში ინდიკატორი გაითვალისწინება ჯამში, ხოლო, თუ ყველა ბიზნეს ერთეულის ინდიკატორი წლის განმავლობაში არის უარყოფითი, მაშინ ინდიკატორი ამ წლისათვის უნდა განისაზღვროს როგორც 0; 2. კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშავოს და დანერგოს სპეციალური დოკუმენტირებული პოლიტიკა და შეიმუშავოს კრიტერიუმები სხვადასხვა ოპერაციის/საქმიანობის შესაბამის ბიზნეს ხაზებში დაჯგუფებისათვის, ასევე, უნდა აღწეროს თუ რომელი ბიზნეს ხაზი რა კონკრეტულ საქმიანობებს მოიცავს სტანდარტიზებული მეთოდისათვის. ბიზნეს ერთეულებში დაჯგუფების პრინციპები შემდეგნაირია:
ა) დაჯგუფება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი და ამომწურავი, რათა იძლეოდეს კომერციული ბანკის ნებისმიერი საქმიანობის ერთ კონკრეტულ ბიზნეს ხაზში მოხვედრის შესაძლებლობას;
3. საოპერაციო რისკის კაპიტალის სტანდარტიზებული მეთოდით დათვლისას კომერციულმა ბანკმა, რისკების მართვის ზოგადი სტანდარტების დაკმაყოფილების გარდა, უნდა დააკმაყოფილოს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმები. აღნიშნულ კრიტერიუმებთან სრულყოფილად შესაბამისობისათვის მნიშვნელოვანია კომერციული ბანკის ზომისა და განხორციელებული ოპერაციების სირთულის გაითვალისწინება. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას პროპორციულობის პრინციპი: |
თავი XIX
გარდამავალი ხასიათის დებულებები |
მუხლი 62.
გარდამავალი ხასიათის დებულებები |
1. ყველა კომერციულმა ბანკმა უნდა დაიწყოს ამ დებულებით დადგენილი მინიმალური კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დაკმაყოფილება არა უგვიანეს 2014 წლის 30 ივნისისა და უწყვეტად განაგრძოს მისი დაცვა მოცემული თარიღიდან.
2. კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს უნდა მიმართონ და თანხმობა მიიღონ იმისათვის, რომ გამოიყენონ:
ა) 75% რისკის წონა უპირობო და პირობითი საცალო მოთხოვნებისათვის;
3. ეროვნული ბანკი განიხილავს თანხმობის მიცემის საკითხს კომერციული ბანკის მიერ მოწოდებული დოკუმენტების საფუძველზე, რომელშიც ახსნილი და დასაბუთებული უნდა იყოს ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისათვის დანერგილი პოლიტიკები და კომერციული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. ამ პუნქტით განსაზღვრული მეთოდების გამოყენებამდე კომერციულმა ბანკმა იგი უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს სულ მცირე 2 თვით ადრე. 5. 2014 წლის 31 დეკემბრამდე ეროვნული ბანკის თანხმობით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ არ განახორციელონ გარესაბალანსო ელემენტების კლასიფიკაცია ამ დებულების 31–ე მუხლის შესაბამისად და ყველა მათგანი მიაკუთვნონ მაღალი რისკის კატეგორიას, რომელსაც რისკის პოზიციის ღირებულების მისაღებად ენიჭება 100% რისკის წონა. 6. კომერციულმა ბანკებმა უნდა გააგრძელონ მინიმალური კაპიტალის პარალელურ რეჟიმში დათვლა და ეროვნულ ბანკში წარდგენა „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის N9 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მანამ, სანამ ეროვნული ბანკის მითითებით მიეცემათ აღნიშნულის შეწყვეტის უფლება. განახლებული კაპიტალის ადეკვატურობის დებულებით სავალდებულო ანგარიშგების სამუშაო ვერსიები 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და ყოველი მომდევნო თვის ბოლოს მდგომარეობით წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით და ყოველი მომდევნო თვის ბოლოს მდგომარეობით ანგარიშგების ფორმები წარმოდგენილი უნდა იქნას არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. 7. კომერციულმა ბანკებმა გარდამავალ ეტაპზე (2014–2017 წლები) უნდა დაიცვან, როგორც მიმდინარე წესით განსაზღვრული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები, ასევე, „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის N9 ბრძანებით განსაზღვრული მინიმალური დონის მოთხოვნა შემდეგი წესის შესაბამისად: მინიმალური დონის გასაანგარიშებლად საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის N9 ბრძანებით განსაზღვრული პირველადი და მეორადი კაპიტალის მინიმალური მოთხოვნა უნდა გამრავლდეს შესაბამისი წლის მაკორექტირებელ კოეფიციენტზე, რომელიც 2014 წელს უდრის – 100%–ს, 2015 წელს – 95%–ს, 2016 წელს – 90%–ს, 2017 წელს – 80%–ს. 8. 2014 წლის განმავლობაში კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა ნორმისა თუ კოეფიციენტის გაანგარიშებისათვის კომერციულმა ბანკებმა უნდა გამოიყენონ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის N9 ბრძანებით განსაზღვრული კაპიტალის განმარტება, ხოლო შემდგომ პერიოდებში ამ დებულებით განსაზღვრული კაპიტალის განმარტება. 9. ამ დებულების ძალაში შესვლიდან 2017 წლის ჩათვლით კომერციულ ბანკებს შეუძლიათ საზედამხედველო კაპიტალს მიაკუთვნონ ის ინსტრუმენტები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ დებულების 30–ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, თუ მოცემული ინსტრუმენტების წინასწარი დაფარვა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობითა და აღნიშნული მკაფიოდ განსაზღვრულია ხელშეკრულებაში. 10. კომერციულმა ბანკებმა უნდა წარმოადგინონ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღწერილი შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების მიმდინარე პროცესის შედეგები არა უგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბრისა. 11. ამ დებულების მოთხოვნების დაცვის ვადების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის თანხმობით.
დანართი N1
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები