დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 187/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016331 |
|
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/10/2013; ს/კ: 220020000.18.011.016109) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მიზნებისათვის უზრუნველყოფად ჩაითვლება მხოლოდ მაღალი ლიკვიდურობის მქონე საცხოვრებელი უძრავი ქონება. კომერციულმა ბანკებმა უნდა შეიმუშაონ რისკის პოზიციების საცხოვრებელი უძრავი ქონების იპოთეკით უზრუნველყოფილ აქტივებად კლასიფიკაციის იმგვარი პოლიტიკა, რომელიც ადეკვატურად ითვალისწინებს საცხოვრებელი უძრავი ქონების ლიკვიდურობას. ლიკვიდურობის კრიტერიუმებთან დაკავშირებული კომერციული ბანკის მიდგომები სათანადოდ უნდა იყოს ასახული ეროვნული ბანკისგან საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების კლასის გამოყენების ნებართვაზე წარდგენილ განაცხადში.“. 2. დებულების 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი: „14. იმ კომერციულმა ბანკებმა, რომლებსაც ეროვნული ბანკისგან მიღებული აქვთ თანხმობა საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების 35%-იან შეწონვაზე, ამ დებულების მე-40 მუხლის მე-7 პუნქტის გამოყენების მიზნებისათვის, უნდა წარმოადგინონ განახლებული განაცხადი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საცხოვრებელი უძრავი ქონების მაღალ ლიკვიდურად მიჩნევისათვის კომერციული ბანკის მიერ გამოყენებულ კრიტერიუმებს და მონიტორინგის პროცესებს. აღნიშნული განაცხადის წარმოდგენამდე ან/და ეროვნული ბანკისგან ნებართვის მიღებამდე, კომერციულმა ბანკებმა უნდა განაგრძონ რისკის პოზიციების არსებული მიდგომის მიხედვით შეწონვა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები