„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 120/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 15/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016254
120/04
15/08/2017
ვებგვერდი, 15/08/2017
220020000.18.011.016254
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №120/04

2017 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/10/2013; ს/კ: 220020000.18.011.016109) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საერთო რეზერვები, მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინებით საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების მაქსიმუმ 1.25%-ის ოდენობით.“.

2. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გუდვილი და სხვა არამატერიალური აქტივები უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. დაქვითვა უნდა მოხდეს შესაბამის გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებთან გაქვითვის შემდეგ;

დ) გადავადებული საგადასახადო აქტივები, რომელთა რეალიზება დამოკიდებულია  კომერციული ბანკის სამომავლო მომგებიანობაზე უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. გადავადებული საგადასახადო აქტივი შეიძლება გაიქვითოს მასთან დაკავშირებულ გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე, გადავადებული საგადასახადო აქტივიც და ვალდებულებაც, გადაიხდება ერთსა და იმავე საგადასახადო ორგანოში და გაქვითვა დაშვებულია შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ. დროებითი სხვაობების (მაგ: შესაძლო დანაკარგების რეზერვები) შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივების თანხის დაქვითვა უნდა მოხდეს „ზღვრული დაქვითვის“ მეთოდის გამოყენებით ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ყველა სხვა ასეთი აქტივი, როგორიცაა საოპერაციო დანაკარგებთან დაკავშირებული მომავალ პერიოდზე გადატანილი  გამოუყენებელი ზარალი ან გამოუყენებელი საგადასახადო კრედიტები, სრულად უნდა დაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებთან გაქვითვის შემდეგ, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი. გადავადებული საგადასახადო ვალდებულება, რომელიც შეიძლება გაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო აქტივთან, არ უნდა შეიცავდეს თანხას, რომელიც უკვე გაიქვითა გუდვილის და სხვა არამატერიალური აქტივების კორექტირებისას და უნდა გადანაწილდეს გადავადებული საგადასახადო აქტივის სრულად და ზღვრული დაქვითვის პროპორციულად.“.

3. დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რისკის პოზიციის ღირებულება საბალანსო ელემენტებისათვის წარმოადგენს სპეციალური რეზერვით და ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული კაპიტალის კორექტირებებით შემცირებულ ძირითად თანხას, შესაბამის დარიცხულ მისაღებ პროცენტებსა და ჯარიმებს და მხარის მიმართ ნებისმიერ სხვა სახის მოთხოვნებს,  დებიტორული მოთხოვნების ჩათვლით, ხოლო XIV თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების რისკის პოზიციის ღირებულება არის სპეციალური რეზერვით შემცირებული მათი ღირებულების შემდეგი პროცენტი (კრედიტ-კონვერსიის ფაქტორი): თუ მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 100%, თუ საშუალო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 50%, თუ საშუალო/დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 20%, თუ დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთნება – 0%. აღნიშნულ გარესაბალანსო ელემენტებს უნდა მიენიჭოთ რისკის კატეგორიები ამ დებულების XIV თავის მიხედვით.“.

4. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოვალე მხარის (რომელშიც იგულისხმება ურთიერდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი) მიმართ რისკის პოზიცია საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უპირობო ან პირობითი მოთხოვნების გამოკლებით, არ უნდა აჭარბებდეს 2,000,000 ლარს. კომერციულმა ბანკებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომერციულმა ბანკებმა უნდა შეიმუშაონ და დანერგონ პოლიტიკები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა სახის რისკის პოზიციის სათანადოდ და თანმიმდევრულად იდენტიფიკაციასა და  კლასიფიკაციას. რისკის პოზიციების კლასიფიკაციის პოლიტიკაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციის კლასის მიკუთვნებისათვის, სტანდარტული კატეგორიის მქონე რისკის პოზიციების შემთხვევაში, უმაღლესი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ რისკის პოზიციებს და შემდგომ მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს, ხოლო ყველა სხვა კატეგორიის მქონე რისკის პოზიციების შემთხვევაში, უმაღლესი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულების კლასს. როგორც სტანდარტული, ისე სხვა კატეგორიის რისკის პოზიციებისათვის, შემდგომი რიგის პრიორიტეტი ენიჭება ვადაგადაცილებული სესხების კლასს. დარჩენილი რისკის პოზიციებიდან პრიორიტეტი ენიჭება ყველაზე დაბალი რისკის წონის მქონე კლასს. იმ შემთხვევაში, თუ რისკის პოზიცია აკმაყოფილებს ორ კლასს, ის უნდა მიეკუთვნოს კლასს, რომელსაც აქვს დაბალი რისკის წონა. რისკის პოზიცია შეიძლება გაიყოს სხვადასხვა რისკის კლასებად.“.

5. დებულების XII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XII

            კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის გამჟღავნება (პილარ 3)

მუხლი 26. ინფორმაციის გამჭვირვალობაზე მოთხოვნები

ამ დებულების მიზნებისათვის  კომერციულმა ბანკებმა საჯარო უნდა გახადონ   „კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების  წესით“ დადგენილი ინფორმაცია.“.

6. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას,  საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტის დაფინანსების ნომინალური მინიმალური სახელშეკრულებო თანხაა (ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში მისი მინიმალური ნომინალური ღირებულება) 1 000 000 ლარი.“.

7. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ.“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ინვესტორს არ აქვს მომავალი გადახდების (კუპონი ან ძირი თანხა) დაჩქარების უფლება, გაკოტრებისა და ლიკვადაციის შემთხვევების გარდა;

ზ) ინსტრუმენტზე დივიდენდის გაცემა არ უნდა იყოს კომერციული ბანკის საკრედიტო მდგომარეობაზე დამოკიდებული, რაც გამოიწვევს დივიდენდის/კუპონის ცვლილებას კომერციული ბანკის საკრედიტო მდგომარეობის/რეიტინგის მიხედვით;

თ) კომერციულ ბანკს ან მასთან დაკავშირებულ პირს, რომელზეც კომერციულ ბანკს აქვს  კონტოლი ან მნიშვნელოვანი ზეგავლენა, არ უნდა ჰქონდეს შესყიდული მოცემული ინსტრუმენტი, ასევე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, კომერციულ ბანკს არ უნდა ჰქონდეს დაფინანსებული ინსტრუმენტის ყიდვის ოპერაცია;

ი) ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას,  საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტის დაფინანსების ნომინალური მინიმალური სახელშეკრულებო თანხაა (ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში მისი მინიმალური ნომინალური ღირებულება) 1,000,000 ლარი.“.

8. 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ერთ წელზე მეტი თავდაპირველი ვადიანობის მქონე აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტები (ხელშეკრულებები სესხის გაცემაზე, ფასიანი ქაღალდების შესყიდვაზე, გარანტიებისა და აქცეპტების გაცემაზე, საკრედიტო ბარათები და ოვერდრაფტები).“

9. 37-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეიტინგის არმქონე კომერციული ბანკების მიმართ რისკის პოზიციები  უნდა შეიწონოს 50% რისკის წონით. აღნიშნული რისკის წონა არ უნდა იყოს იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციისათვის მისანიჭებელ რისკის წონაზე ნაკლები, რომლის იურისდიქციაშიც არის დაფუძნებული მოცემული ბანკი.“;

ბ) მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციები რეიტინგის არმქონე კომერციული ბანკების მიმართ უნდა შეიწონოს 20% რისკის წონით. აღნიშნული რისკის წონა არ უნდა იყოს იმ ცენტრალური მთავრობის მიმართ რისკის პოზიციისათვის მისანიჭებულ რისკის წონაზე ნაკლები, რომლის იურისდიქციაშიც არის დაფუძნებული მოცემული ბანკი.

5. სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული და განთავსებული რისკის პოზიციები კომერციული ბანკების მიმართ შეიწონება 20% რისკის წონით.

6. როდესაც მოსალოდნელია, რომ სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციის ვადა გაგრძელებული იქნება წარმოქმნის დღიდან სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეალური/მოსალოდნელი ვადიანობა აღემატება სამ თვეს, რისკის პოზიცია არ უნდა ჩაითვალოს სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციად ამ მუხლის მიზნებისათვის.“.

10. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ კლიენტის რისკის პოზიცია ვადაგადაცილებულია 90-ზე მეტი დღით, მაშინ კლიენტის  ყველა სხვა რისკის პოზიციაც უნდა მიეკუთვნოს ვადაგადაცილებული სესხების კლასს და შეიწონოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“.

11. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კოეფიციენტების დარღვევის ან არაიდენტიფიცირების შემთხვევაში:

ა) მსესხებლისა და თანამსესხებლის ჯამური რისკის პოზიცია, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი უძრავი ქონებით, მათ შორის უზრუნველყოფილი სესხების ის ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავი ქონების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულებას, უნდა შეიწონოს 150% რისკის წონით;

ბ) მსესხებლისა და თანამსესხებლის ჯამური რისკის პოზიციის ის ნაწილი, რომელიც  უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით და რომელიც არ შეიწონება ამ დებულების მე-40 მუხლით განსაზღვრული საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების კლასში, უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით. ამ პუნქტის მიზნებისთვის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა შემცირდეს რისკის პოზიციის იმ ნაწილით, რომელიც შეიწონება ამ დებულების მე-40 მუხლით განსაზღვრული საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების კლასის შესაბამისად;

გ) უძრავი ქონებით არაუზრუნველყოფილი რისკის პოზიციები, მათ შორის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების ნაწილი, რომელიც აღემატება უძრავი ქონების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულებას, მსესხებლისა და თანამსესხებლის მიმართ შეიწონება 100% რისკის წონით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ მსესხებელსა და თანამსესხებლებს აქვთ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი რისკის პოზიციები, რომლისთვისაც დარღვეულია სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი და დაცულია სესხის მომსახურების კოეფიციენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის“ შესაბამისად.

5. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის“ მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სტანდარტულად კლასიფიცირებული ძვირფასი ლითონებით და ქვებით უზრუნველყოფილი სესხის თანხისა და უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულების თანაფარდობის კოეფიციენტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, მსესხებლისა და თანამსესხებლის ჯამური რისკის პოზიციები, რომლებიც ბანკის მიერ გაცემულია მხოლოდ ძვირფასი ლითონებისა და ქვების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალების გათვალისწინებით და არ არის ჩატარებული გადამხდელუნარიანობის  ანალიზი. უნდა შეიწონოს 150% რისკის წონით. აღნიშნულში არ გაითვალისწინება ამ დებულებით გათვალისწინებული ოქროთი უზრუნველყოფილი რისკის პოზიციების ის ნაწილი, რომელიც შეიწონება 0%-ში.“.

12. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 43. მოკლევადიანი რისკის პოზიციები კორპორატიული კლიენტების მიმართ

1. სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციებს კორპორატიული კლიენტების მიმართ, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია ნომინირებული სშგი-ის საკრედიტო შეფასება, №1 დანართის მე-5 ცხრილის შესაბამისად უნდა მიენიჭოს რისკის წონები სშგი-ების საკრედიტო შეფასებების ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საკრედიტო ხარისხის შეფასების  ექვსბიჯიან შკალაში პოზიციის მიხედვით.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის რისკის პოზიცია არ უნდა ჩაითვალოს სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციად, როდესაც მოსალოდნელია, რომ სამი ან სამ თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციის ვადა გაგრძელებული იქნება სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეალური/მოსალოდნელი ვადიანობა აღემატება 3 თვეს.“.

13. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მნიშვნელოვანი ინვესტიციები  არაკონსოლიდირებულ კომერციულ ბანკებში, სადაზღვევო ორგანიზაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში, როდესაც კომერციული ბანკი ფლობს მათ მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების 10%-ზე მეტს და გადავადებული საგადასახადო აქტივები, რომლებიც არ გამოიქვითა ძირითადი პირველადი კაპიტალიდან, უნდა შეიწონოს 250%-ით.“.

14. 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რისკის პოზიციის იმ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფილია ნებადართული უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულებით, მიენიჭება რისკის ის წონა, რაც მიენიჭებოდა ამ დებულების IV თავით იმ შემთხვევაში, თუ გამსესხებელს რისკის პოზიცია ექნებოდა თავად უზრუნველყოფის ინსტრუმენტის მიმართ, სულ მცირე 20%-ის ოდენობით გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღწერილი შემთხვევებისა. რისკის პოზიციის დარჩენილი ნაწილი კი უნდა შეიწონოს რისკის პოზიციის იმ კლასის მიხედვით, რომელსაც იგი მიეკუთვნება ამ დებულების IV თავის შესაბამისად. გარესაბალანსო ელემენტების მიტიგაციის ეფექტის გამოთვლის მიზნით, გარესაბალანსო რისკის პოზიციების ღირებულების დასათვლელად კრედიტ-კონვერსიის ფაქტორად აიღება 100%, ნაცვლად ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღირებულებისა.“.

15. 62-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 და მე-13 პუნქტები:

„12.  ამ დებულების 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 2017 წლის 10 აგვისტომდე გამოშვებულ და ფიზიკური პირების დაფინანსებულ ინსტრუმენტებზე.

13. ამ დებულების 42-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება 2017 წლის 30 ნოემბრამდე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში წარმოშობილ რისკის პოზიციის ნაშთებზე.“.

16. დებულების დანართ №1-ის:

ა) ცხრილი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ცხრილი 3

კომერციული ბანკების მიმართ რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

50%

50%

100%

100%

150%

კომერციული ბანკების მიმართ 3 ან 3 თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

20%

20%

50%

50%

150%

ბ) ცხრილი 5 ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

ცხრილი 5

კორპორატიული კლიენტების მიმართ 3 ან 3 თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის მქონე რისკის პოზიციების შეწონვა

კრედიტის ხარისხის ბიჯი

1

2

3

4

5

6

რისკის წონა

20%

50%

100%

150%

150%

150%

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე