„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016430
7/04
13/01/2020
ვებგვერდი, 14/01/2020
220020000.18.011.016430
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №7/04

2020 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/10/2013; ს/კ: 220020000.18.011.016109) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები:

„ფ) გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი;

„ქ) საჯარო ფასიანი ქაღალდები – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განმარტებული საჯარო ფასიანი ქაღალდები.“.

2. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კომერციული ბანკის გადახდისუუნარობის განსაზღვრისას, თუკი აღნიშნული ითვალისწინებს ვალდებულებების აქტივებზე მეტობის შეფასებას, ინსტრუმენტი არ იქნება ვალდებულებების ნაწილი;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ო) ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, გარდა საჯარო ფასიანი ქაღალდებისა, საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტის დაფინანსების ნომინალური მინიმალური სახელშეკრულებო თანხაა (ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში მისი მინიმალური ნომინალური ღირებულება) 1 000 000 ლარი. საჯარო ფასიანი ქაღალდები საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინსტრუმენტი დაფინანსებულია გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორის მიერ და ინსტრუმენტის მინიმალური ნომინალური ღირებულება ან ასეთი ინსტრუმენტის ყოველი შესყიდვის გარიგების მინიმალური თანხა ერთ ინვესტორზე 100 000 ლარს აღემატება.“.

3. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, გარდა საჯარო ფასიანი ქაღალდებისა, საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტის დაფინანსების ნომინალური მინიმალური სახელშეკრულებო თანხაა (ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში მისი მინიმალური ნომინალური ღირებულება) 1 000 000 ლარი. საჯარო ფასიანი ქაღალდები საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინსტრუმენტი დაფინანსებულია გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორის მიერ და ინსტრუმენტის მინიმალური ნომინალური ღირებულება ან ასეთი ინსტრუმენტის ყოველი შესყიდვის გარიგების მინიმალური თანხა ერთ ინვესტორზე 100 000 ლარს აღემატება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე