დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის N100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 25/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016142 |
|
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული საკრედიტო შეფასების გარე ინსტიტუტებია: ა) Fitch; ბ) Moody’s; და გ) Standard&Poor’s.“. |
2.
მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:
„4. ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სშგი-ების სია განთავსდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.”. |
3.
მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ამ დებულების 32-ე – 45-ე მუხლებში მითითებულ საკრედიტო შეფასების თუ რომელ ბიჯს შეესაბამება აღიარებული სშგი-ს საკრედიტო შეფასებები დანართი №2-ის შესაბამისად.“. |
4.
62-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. კომერციულმა ბანკებმა უნდა წარმოადგინონ ამ დებულების 23-ე მუხლში აღწერილი შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების მიმდინარე პროცესის შედეგები არაუგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბრისა.“. |
5.
ბრძანებას დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით: |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები