დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016158 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
„5. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს შეუზღუდოს კომერციულ ბანკს ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ისეთი ინსტრუმენტების გამოშვება ან/და კაპიტალში ჩართვა, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, რათა ასეთი ინსტრუმენტების პორტფელი არ იყოს ზედმეტად გრანულარული.“.
„2. სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული რისკის მიხედვით შეწონვას ექვემდებარება ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“-„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საბალანსო რისკის პოზიციები საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების შემდეგ, რომლებიც დენომინირებულია რისკის პოზიციის დაფარვის წყაროს ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, გარდა შემდეგისა: ა) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც უზრუნველყოფილია ამავე კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტებით რისკის პოზიციის ვალუტაში; ბ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის მიერ მიღებული შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა აღნიშნული შემოსავლები სათანადოდ ჰეჯირებულია და ეფექტურად უზრუნველყოფს შემოსავლების რისკის პოზიციის ვალუტაში დენომინაციას; გ) რისკის პოზიციები და/ან მათი ნაწილი, რომელთა დაფარვის წყაროს წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული და შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებული მსესხებლის შემოსავლები რისკის პოზიციისგან განსხვავებულ ვალუტაში, როცა შემოსავლების სიდიდე რეალურად არ იცვლება რისკის პოზიციის ვალუტის კურსის ცვლილებით, რადგან მსესხებლის შემოსავლები არაელასტიური საქონლის გაყიდვიდან მიიღება (მაგალითად, იმპორტირებული საქონლის გაყიდვის საქმიანობა, თუ აღნიშნული საქონელი არაელასტიურია ფასის მიმართ, რაც ადგილობრივი გაცვლითი კურსის გაუფასურების შემთხვევაში და, შედეგად, ლარში დენომინირებული ფასების დონის გაზრდისას არ იწვევს მოცემული საქონლის გაყიდვების მოცულობისა და შესაბამისად მიღებული შემოსავლების შემცირებას). იმისათვის, რომ ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რისკის პოზიციები არ დაექვემდებაროს სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას, კომერციულმა ბანკმა უნდა მიიღოს თანხმობა ეროვნული ბანკისგან კონკრეტული სამეწარმეო საქმიანობების ასეთად მიჩნევაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს უნდა შეეძლოს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეროვნულ ბანკს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ რისკის პოზიციაზე, რომლებიც ამ ქვეპუნქტიდან გამომდინარე არ დაექვემდებარა სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას.“
„ო) ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტის დაფინანსების მინიმალური სახელშეკრულებო თანხაა 250,000 ლარი.“.
„ვ) ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტის დაფინანსების მინიმალური სახელშეკრულებო თანხაა 250,000 ლარი.“.
„1. შეფასება: ა) კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის თანხა (G) არის მსესხებლის დეფოლტის/გადაუხდელობის ან სხვა კონკრეტული საკრედიტო მოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფის მიმწოდებლის მიერ გადახდილი თანხა: ა.ა) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით დათვლილი კრედიტის უზრუნველყოფის თანხა უნდა შემცირდეს 40%-ით, თუ დაუფინანსებელ უზრუნველყოფას წარმოადგენს კრედიტის წარმოებული ინსტრუმენტი, რომელიც არ ვრცელდება კრედიტის რესტრუქტურიზაციაზე; ა.ბ) კრედიტის უზრუნველყოფის თანხა არ უნდა იყოს რისკის პოზიციის თანხის 60%-ზე მეტი თუ დაუფინანსებელ უზრუნველყოფას წარმოადგენს კრედიტის წარმოებული ინსტრუმენტი, რომელიც არ ვრცელდება კრედიტის რესტრუქტურიზაციაზე; ბ) იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა და რისკის პოზიცია დენომინირებულია სხვადასხვა ვალუტაში, კრედიტის უზრუნველყოფის თანხა უნდა შემცირდეს შემდეგნაირად: G* = G x (1-HFX), სადაც: ბ.ა) G - კრედიტის უზრუნველყოფის ნომინალური ღირებულებაა; ბ.ბ) G* არის სავალუტო რისკით კორექტირებული G; ბ.გ) Hfx - კრედიტის უზრუნველყოფისა და ძირითადი ვალდებულების ვალუტებს შორის სხვაობით გამოწვეული მერყეობების კორექტირება; ბ.დ) როდესაც კრედიტის უზრუნველყოფა და ძირითადი ვალდებულება დენომინირებულია ერთსა და იმავე ვალუტაში: G* = G; გ) ვალუტებს შორის განსხვავებების გამო წარმოშობილი მერყეობების კორექტირება უნდა იყოს 8%.“.
„6. კომერციულმა ბანკებმა უნდა გააგრძელონ მინიმალური კაპიტალის პარალელურ რეჟიმში დათვლა და ეროვნულ ბანკში წარდგენა „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 12 თებერვლის №18/04 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მანამ, სანამ ეროვნული ბანკის მითითებით მიეცემათ აღნიშნულის შეწყვეტის უფლება. განახლებული კაპიტალის ადეკვატურობის დებულებით სავალდებულო ანგარიშგების სამუშაო ვერსიები 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და ყოველი მომდევნო თვის ბოლოს მდგომარეობით წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით და ყოველი მომდევნო თვის ბოლოს მდგომარეობით ანგარიშგების ფორმები წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. 7. კომერციულმა ბანკებმა გარდამავალ ეტაპზე (2014–2017 წლები) უნდა დაიცვან როგორც მიმდინარე წესით განსაზღვრული კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები, ასევე „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 12 თებერვლის №18/04 ბრძანებით განსაზღვრული მინიმალური დონის მოთხოვნა შემდეგი წესის შესაბამისად: მინიმალური დონის გასაანგარიშებლად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 12 თებერვლის №18/04 ბრძანებით განსაზღვრული პირველადი და მეორადი კაპიტალის მინიმალური მოთხოვნა უნდა გამრავლდეს შესაბამისი წლის მაკორექტირებელ კოეფიციენტზე, რომელიც 2014 წელს უდრის – 100%-ს, 2015 წელს – 95%-ს, 2016 წელს – 90%-ს, 2017 წელს – 80%-ს. 8. 2014 წლის განმავლობაში კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა ნორმისა თუ კოეფიციენტის გაანგარიშებისათვის კომერციულმა ბანკებმა უნდა გამოიყენონ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 12 თებერვლის №18/04 ბრძანებით განსაზღვრული კაპიტალის განმარტება, ხოლო შემდგომ პერიოდებში - ამ დებულებით განსაზღვრული კაპიტალის განმარტება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები