საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2052
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/05/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20(27), 09/06/1999
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.001.000.569
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

      მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

ეს კანონი ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობისა და ორგანიზაციის წესს.

     მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

2. ქალაქ თბილისში ქალაქ თბილისის საკრებულოს ნორმატიული აქტით შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით.

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81

საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №542-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუხ.221

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3973-სსმI,№73,23.12.2010წ., მუხ.443

     მუხლი 3. უფლებაუნარიანობა

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაფუძნებულია სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით, მისი წესდება (დებულება) უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონის მოთხოვნებს, რომლის საფუძველზედაც ადმინისტრაციული აქტი იქნა მიღებული.

2 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) საგამომცემლო საქმიანობა;

გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება;

დ) სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოება და რეალიზება;

ე) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/და თავისი წესდებით (დებულებით) გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლების საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. გარიგებები, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის სფეროს არ ეხება, ბათილია. ასეთ შემთხვევაში, მესამე პირს არ შეუძლია მიუთითოს, რომ მისთვის უცნობი იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლები. მის მიმართ არ გამოიყენება ნორმები კეთილსინდისიერი შეძენის შესახებ.

5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა შეიძლება განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი:

ა) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5915-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.35

საქართველოს 2010 წლის 12ოქტომბრის კანონი №3660-სსმI, №56, 20.10.2010წ., მუხ.362

საქართველოს 2010 წლის 17დეკემბრის კანონი №4117-სსმI,№75,27.12.2010წ., მუხ.473

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6433 - ვებგვერდი, 25.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №826 - ვებგვერდი, 05.08.2013წ.

    მუხლი 4. სტრუქტურა

საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება დაფუძნებული იყოს წევრობაზე (საჯარო სამართლის კორპორაცია), ანდა შეიქმნას საჯარო ან სახელმწიფოებრივი მიზნების განსახორციელებლად გარკვეული სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის) ქონების განკერძოების გზით (დაწესებულება). დაწესებულებას არ ჰყავს წევრები.

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81

თავი II

დაფუძნება

     მუხლი 5. უფლებაუნარიანობის შეძენა

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა და იურიდიული პირის სტატუსს იძენს წესდების (დებულების) დამტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნიდან (არჩევიდან).

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას:

ა) კანონით;

ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

გ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

დ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.

ე) ქალაქ თბილისის საკრებულოს ნორმატიული აქტით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება ერთობლივად დააფუძნოს რამდენიმე სახელმწიფო მმართველობის ორგანომ.

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81

საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №542-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუხ.221

     მუხლი 6. წესდების (დებულების) შინაარსი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) უნდა შეიცავდეს ამ პირის:

ა) სახელწოდებას მითითებით "საჯარო სამართლის იურიდიული პირი";

ბ) მიზნებს, ფუნქციებსა და საქმიანობის საგანს;

გ) მართვის ორგანოების შექმნის წესსა და კომპეტენციას;

დ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის (არჩევის) წესსა და კომპეტენციას;

ე) სახელმწიფო კონტროლის ფორმასა და ფარგლებს;

ვ) საფინანსო საქმიანობის საფუძვლებს, შესატანების, საწევროებისა და სხვა მოქმედებების მოთხოვნის უფლებების ჩათვლით;

ზ) ლიკვიდაციის წესსა და პირობებს;

თ) წესდებაში (დებულებაში) ცვლილებების შეტანის წესს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება (დებულება) მტკიცდება კანონით დადგენილი წესით.

     მუხლი 7. ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფოს (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის) მიერ გადაეცემა ქონება ან დაფუძნების აქტით განისაზღვრება მისი ქონების ფორმირების წესი.

2.  საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონება გადაეცემა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

21. საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

3. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონება იქმნება შესატანების ან საწევროების ხარჯზე, დაფუძნების აქტში უნდა განისაზღვროს მათი ოდენობა და შეტანის წესი.

საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2033-სსმI, №8, 14.04. 2003წ., მუხ.42

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6381 - ვებგვერდი, 15.06.2012წ.

თავი III

ორგანიზაცია, საქმიანობა

     მუხლი 8. წევრების უფლებამოსილება

1. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის უმაღლესი ორგანოა მისი წევრების საერთო კრება. კრებებს შორის პერიოდში მისი ფუნქციები შეიძლება დაეკისროს წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ სხვა ორგანოს.

2. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის წევრთა კრება მონაწილეთა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას წესდების (დებულების) შესახებ, ირჩევს მართვის ორგანოებს და წყვეტს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ამ პირის საქმიანობის თაობაზე. კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.

3. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის წევრებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ ამ პირის წესდების (დებულების) ძირითადი დებულებები.

     მუხლი 9. საქმიანობა

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში.

2. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის ორგანო ვალდებულია დააყენოს ამ პირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი.

თავი IV

მართვა, წარმომადგენლობა, სახელმწიფო კონტროლი

     მუხლი 10. მართვა და წარმომადგენლობა

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით) და ამ პირის წესდებით (დებულებით).

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

4. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, ხოლო წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს − წევრთა საერთო კრება.

4 1 . ამ კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო .  

5. ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.

6. კანონით, ადმინისტრაციული აქტით ან წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მართვის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს თანამდებობის პირები, აგრეთვე, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული, წევრთა კრების მიერ არჩეული წევრები და შრომითი კოლექტივის წარმომადგენლები.

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81

    მუხლი 101. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენისათვის განისაზღვრება 10 სამუშაო დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი თავისუფლდება თანამდებობიდან, თუ:

ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) დაიკავა მისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას;

ე) გადადგა თანამდებობიდან;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას;

თ) ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

    მუხლი 102. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო ან რელიგიური საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) ხელმძღვანელის მოადგილეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს უფლებამოსილი პირი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენისათვის განისაზღვრება 10 სამუშაო დღის ვადა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი პირი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების საფუძველზე.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილე თავისუფლდება თანამდებობიდან, თუ:

ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) დაიკავა მისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას;

ე) გადადგა თანამდებობიდან;

ვ) გარდაიცვალა;

ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას;

თ) ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ უფლებამოსილებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობიდან ათავისუფლებს უფლებამოსილი თანამდებობის პირი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

     მუხლი 11. სახელმწიფო კონტროლი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა ან სახელმწიფო მინისტრი (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის ორგანო), რომელსაც უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81

საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №542-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუ.221

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3973-სსმI,№73,23.12.2010წ., მუხ.443

     მუხლი 111. კონტროლი ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე

ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1974 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

     მუხლი 12. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის) ქონების საფუძველზე შექმნილმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) ბიუჯეტის (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა), საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) განსაზღვრა;

1) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა);

2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელი პირების ფუნქციებისა და რაოდენობის განსაზღვრა;

) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით , თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს .  

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის და ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ( ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსების სფეროში მოქმედი სამინისტროს ) თანხმობა .

3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.

4. ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავალი, ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გარდა, აღემატება 1 მილიონ ლარს და რომელიც არის სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულება ან/და საქართველოს მთავრობის, საქართველოს სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა კულტურის, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა), ვალდებულია საქართველოს მთავრობასთან შეათანხმოს შესაბამისი ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81

საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1350-სსმI, №16, 07.07.2009წ., მუხ.82

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3536-სსმI, №47, 05.08.2010წ., მუხ.310

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5654 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №1 19 - ვებგვერდი, 30 .12.2012წ.

      მუხლი 13. დაფინანსება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საწევროები და შენატანები;

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტით) და წესდებით (დებულებით) განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემის განვითარებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

21 . სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები გადასცენ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად.  

22. საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია, ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის ნაწილი მიიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, თუ ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიური დასაბეგრი მოგება აღემატება 1 მილიონ ლარს.

3. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამის ბიუჯეტში.

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81

საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1350-სსმI, №16, 07.07.2009წ., მუხ.82

საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი №4320-ვებგვერდი, 22.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის  20  დეკემბრის კანონი №1 19  - ვებგვერდი,  30 .12.2012წ.

     მუხლი 14. საბუღალტრო ანგარიშგება

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

თავი V

საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია

     მუხლი 15. საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები

საჯარო სამართლის იურიდიული პირი წყვეტს არსებობას:

ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;

ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;

გ) დაფუძნების აქტით ან წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 16. საქმიანობის შეწყვეტის აქტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაცული არ არის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი აგრძელებს არსებობას.

      მუხლი 17. ლიკვიდაცია

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.

2. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.

     მუხლი 18.ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება

1. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

1 1 . ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში .

2. წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განკარგვა ხორციელდება დამფუძნებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1131-სსმI, №13, 12.04.2005 წ., მუხ.81

თავი VI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

     მუხლი 19. კანონის მოქმედება დროში

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, მათი შექმნის დროის მიუხედავად.

2. ამ კანონისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონის ნორმებს შორის კოლიზიის შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური კანონის ნორმები.

2 1. ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების გასხვისება ან სხვაგვარად დატვირთვა შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო ქონების გასხვისების ან სხვაგვარად დატვირთვის შესახებ საქართვლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №542-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუხ.221

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1974 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

     მუხლი 20. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი.

№2052-IIს

 

22. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1228-რს - ვებგვერდი, 28/07/2017 21. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 153-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 20. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4380-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 19. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2937-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 18. 07/03/2014 - საქართველოს კანონი - 2098-IIს - ვებგვერდი, 14/03/2014 17. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1974-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1016-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 826-რს - ვებგვერდი, 05/08/2013 14. 20/12/2012 - საქართველოს კანონი - 119-Iს - ვებგვერდი, 30/12/2012 13. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6433-რს - ვებგვერდი, 25/06/2012 12. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6381-Iს - ვებგვერდი, 15/06/2012 11. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5654-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 10. 09/03/2011 - საქართველოს კანონი - 4320-Iს - ვებგვერდი, 110322021, 22/03/2011 9. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4117-რს - სსმ, 75, 27/12/2010 8. 10/12/2010 - საქართველოს კანონი - 3973-IIს - სსმ, 73, 23/12/2010 7. 12/10/2010 - საქართველოს კანონი - 3660-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 6. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3536 - სსმ, 47, 05/08/2010 5. 26/06/2009 - საქართველოს კანონი - 1350 - სსმ, 16, 07/07/2009 4. 21/11/2008 - საქართველოს კანონი - 542 - სსმ, 34, 04/12/2008 3. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5915 - სსმ, 7, 26/03/2008 2. 22/03/2005 - საქართველოს კანონი - 1131 - სსმ, 13, 12/04/2005 1. 28/03/2003 - საქართველოს კანონი - 2033 - სსმ, 8, 14/04/2003
totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.