„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4617-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.019501
4617-IIს
29/05/2019
ვებგვერდი, 05/06/2019
040030000.05.001.019501
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გასაწევი ანაზღაურებადი მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები, გარდა კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც გასაწევი მომსახურების საფასური თავისი არსით ფიქსირებული არ უნდა იყოს და იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2019 წ.

N4617-IIს