„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5995-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.019864
5995-IIს
29/05/2020
ვებგვერდი, 10/06/2020
040030000.05.001.019864
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) დაემატოს შემდეგი შინაარსის 19მუხლი:

„მუხლი 191. მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი

1. მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით შეიძლება დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1561 მუხლით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონტროლს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც, ამ კანონის შესაბამისად, აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონის ნორმები, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ეს მუხლი მოქმედებს 2030 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2020 წ.

N5995-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.