"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4320-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110322021, 22/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.05.001.016249
  • Word
4320-Iს
09/03/2011
ვებგვერდი, 110322021, 22/03/2011
040030000.05.001.016249
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 20(27), 1999 წელი, მუხ. 101) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები გადასცენ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 9 მარტი.

№4320I