დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1736 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/12/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 31/12/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნის, განთავსების, გამოყენების, შევსებისა და განახლების პრინციპებს და აწესრიგებს ამ სფეროში არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მუხლი 1. სახელმწიფო რეზერვის არსი
1. საქართველოს სახელმწიფო რეზერვი არის განსაკუთრებული დანიშნულების მატერიალურ ფასეულობათა ხელუხლებელი მარაგი, რომელიც მიზნობრივად გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს − საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.
2. საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვის (შემდგომში – სახელმწიფო რეზერვი) შემადგენლობაში შედის სახელმწიფო რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი, რომელიც იქმნება მშვიდობიან დროს სამობილიზაციო დავალებათა შესაბამისად, საომარი და / ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში პირველი რიგის სამუშაოების უზრუნველსაყოფად.
3. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების, შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება „სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვა – სახელმწიფო რეზერვის გაცემის შესახებ განკარგულების მიღებამდე, განკარგვის უფლების გარეშე, სახელმწიფო რეზერვში არსებული მატერიალური ფასეულობების შენახვა;
ბ) მიწოდება – მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვისათვის მატერიალურ ფასეულობათა შესყიდვა და / ან გადატვირთვა (მიტანა);
გ) გაცემა – სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გატანა განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების ოპერაციათა წარმოებისას;
დ) განახლება – სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა მათი ტარის, შეფუთვისა და შენახვის დადგენილი ვადების გასვლასთან დაკავშირებით, აგრეთვე ისეთ გარემოებათა წარმოშობისას, რომლებიც განაპირობებენ რეზერვში შენახულ მატერიალურ ფასეულობათა გაფუჭებას ან ხარისხის დაქვეითებას შენახვის დადგენილი ვადების გასვლამდე, სახელმწიფო რეზერვში იმავე რაოდენობის ანალოგიურ მატერიალურ ფასეულობათა ერთდროული მიწოდების პირობით;
ე) შეცვლა – მიღებული სტანდარტების ან ტექნიკური პარამეტრების შეცვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, იმავე რაოდენობის ანალოგიური ან თვისობრივად მსგავსი მატერიალური ფასეულობების ჩანაცვლებით;
ვ) გასესხება – სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, დადგენილი დროის გასვლის შემდეგ სახელმწიფო რეზერვში იმავე ხარისხის, სახეობისა და რაოდენობის მატერიალურ ფასეულობათა დაბრუნების პირობით;
ზ) ჯავშნიდან მოხსნა – სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა მისი შემდგომი დაბრუნების გარეშე;
თ) გაშვება – სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურის შეცვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა რეალიზაცია ან უსასყიდლოდ გაცემა გარკვეული მიმღებისათვის (მომხმარებლისათვის).
მუხლი 3. სახელმწიფო რეზერვის დანიშნულება
სახელმწიფო რეზერვის დანიშნულებაა:
ა) საქართველოს სამობილიზაციო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
ბ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო პირველი რიგის სამუშაოთა უზრუნველყოფა;
გ) ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა.
1. სახელმწიფო რეზერვის სისტემის მართვა, ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებული კომპეტენცია. სახელმწიფო რეზერვის მარაგის შექმნას, შენახვასა და მომსახურებას, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოებას, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს და სახელმწიფო რეზერვის მართვასთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს (შემდგომ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო) მეშვეობით.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებისაგან გამოითხოვოს მონაცემები არსებული მატერიალური რესურსების შესახებ, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელი მასალებისა და საქონლის მოცულობის განსაზღვრისათვის.
3. სახელმწიფო რეზერვის ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მონაწილეობს საქართველოს სამინისტროებთან და სხვა უწყებებთან, საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამთავრობათაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან; დებს შესაბამის უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს.
4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართვის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტისათვის სახელმწიფო რეზერვის ხარჯების სტრუქტურას.
5. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო სახელმწიფო რეზერვის მართვის სფეროში:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებელს და დებს მასთან ხელშეკრულებას;
ბ) ახორციელებს მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს;
გ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარუდგენს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
6. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სხვა უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის სფეროში განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. სახელმწიფო რეზერვის სისტემის სტრუქტურა და მისი მართვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
7. სახელმწიფო რეზერვის სისტემა არ მოიცავს საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, რომლებიც სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ მატერიალურ ფასეულობათა საპასუხისმგებლო შენახვას.
8. სახელმწიფო რეზერვის ობიექტების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, აგრეთვე სახელმწიფო რეზერვის სისტემაში დასაგროვებელი მატერიალური ფასეულობების ნუსხას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 5. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურა და რაოდენობის განსაზღვრა
1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურასა და დაგროვების ოდენობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურასა და დაგროვების ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა დაგროვების ყოველწლიური მოცულობა, მიმდინარე საფინანსო წელს გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში განისაზღვრება დახურული მუხლით.
მუხლი 6. სახელმწიფო რეზერვის დაფინანსება
1. სახელმწიფო რეზერვის და მისი სისტემის შენახვა - განვითარება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
2. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა გასესხებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული სახსრების განკარგვა ხორციელდება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. საპასუხისმგებლო შენახვაზე არსებულ სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მიღებასთან, შენახვასთან, განახლებასთან, დამუშავებასთან, ინვენტარიზაციასთან, დაცვასთან, ბუნებრივ დანაკარგებთან და გაცემასთან დაკავშირებული სამუშაოების დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დანიშნულებით გამოყოფილი თანხებით.
თავი II. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებისა და განთავსების ორგანიზება
მუხლი 7. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებაზე დაკვეთების ფორმირება
1. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებაზე დაკვეთები საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო სახელმწიფო რეზერვის დადგენილ ოდენობამდე შევსებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შეარჩევს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებელს, აგრეთვე პროდუქციის ღირებულების, ხარისხის და ხანგრძლივი შენახვისათვის ვარგისობის გათვალისწინებით მასთან დებს ხელშეკრულებას.
3. სახელმწიფო რეზერვში მატერიალური ფასეულობების მიწოდების სახელმწიფო დამკვეთია სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.
მუხლი 8. სახელმწიფო რეზერვის განთავსება
1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მარაგი განთავსდება სახელმწიფო რეზერვის შესანახად სპეციალური დანიშნულების საცავებში, რომელთა ამ მიზნით გამოყოფა და მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მარაგი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება აგრეთვე განთავსდეს სახელმწიფო ან კერძო საკუთრებაში არსებულ საცავებში.
3. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციები (შენახვა, მიწოდება, გაცემა, განახლება, შეცვლა, გასესხება, ჯავშნიდან მოხსნა, გაშვება) წარმოებს ამ კანონისა და „სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ დებულების საფუძველზე.
მუხლი 9. სახელმწიფო რეზერვების მონაცემების შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა
მონაცემები სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების შექმნის, განკარგვის, განთავსებისა და მოცულობის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოებაა და მათი გამჟღავნება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
თავი III. სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებისა და მათი რეზერვიდან გაცემის წესი
სახელმწიფო რეზერვში მისაწოდებელი მატერიალური ფასეულობები შენახვის ვადის მთელ პერიოდში უნდა შეესაბამებოდეს გარემოსა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისათვის დადგენილი სტანდარტების მოთხოვნებს.
მუხლი 11. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემის წესი და საფუძველი
1. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობებს განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს − საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გასცემს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო.
2. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, როგორც წესი, წარმოებს ღირებულების წინასწარი გადახდის საფუძველზე.
3. სახელმწიფო რეზერვიდან საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ გაცემულ მატერიალურ ფასეულობათა ღირებულების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებით.
მუხლი 12. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა გადაზიდვის უზრუნველყოფა
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, ხოლო საქართველოს მთავრობის განკარგულებით − სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო რეზერვიდან გაცემულ მატერიალურ ფასეულობებს სატრანსპორტო საწარმოები და ორგანიზაციები გადაზიდავენ დაუყოვნებლივ, ღირებულების წინასწარ გადახდის გარეშე.
თავი IV. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა კონტროლი, აღრიცხვა და ანგარიშგება
სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა მარაგის რაოდენობისა და მოძრაობის ანგარიშგება, მისი აღრიცხვა და კონტროლი წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 14. პასუხისმგებლობა სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოებისას
1. სახელმწიფო რეზერვის შევსება, განახლება, სახელმწიფო რეზერვის შესაქმნელად განკუთვნილი რესურსების შენახვა და დროებით სარგებლობაში გადაცემა ხდება სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და, შესაბამისად, მიმწოდებელს, მატერიალურად პასუხისმგებელ შემნახველსა და დროებით მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნდა იყოს პასუხისმგებლობა სახელმწიფო რეზერვის მიწოდებისა და დაბრუნების ვადების დარღვევისათვის (სახელმწიფო რეზერვის დაგვიანებით მიწოდება და დაბრუნება, მისი ხარისხის, შეფუთვის, მარკირების შეუსაბამობა, ფარული დეფექტების აღმოჩენა, რის გამოც აუცილებელია შესაბამისი რეზერვის ხელახლა შექმნა, და სხვა), კერძოდ:
ა) მიმწოდებლის (მომხმარებლის) მიერ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსათვის საურავის გადახდა მიწოდების (დაბრუნების) ვადის გადაცილების ყოველი დღისათვის (ფარული დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში − ასეთი ფაქტის დადგენის დღიდან). საურავი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთისარანაკლებ გაორმაგებულ ოდენობას;
ბ) მიწოდების დაგვიანების ვადა, რომლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება ბათილად ცხადდება. მიმწოდებელს ეკისრება ხელშეკრულების დარღვევის გამო სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ხოლო სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ეძლევა სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადების უფლება;
გ) ფორსმაჟორის კონკრეტული პირობები.
3. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და მატერიალურად პასუხისმგებელ შემნახველს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემნახველის პასუხისმგებლობა რესურსის მიღების, შენახვის ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემის წესების დარღვევისათვის, კერძოდ:
ა) რესურსის მიღების წესები;
ბ) რესურსის შენახვის წესები;
გ) რესურსის დროებით სარგებლობაში გადაცემის წესები;
დ) ფორსმაჟორის კონკრეტული პირობები.
4. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მიმწოდებელთან (შემნახველთან) დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში:
ა) მიმწოდებელს (შემნახველს) უფლება აქვს, მოიხსნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
ბ) სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო ვალდებულია მიმწოდებლის (შემნახველის) მოთხოვნისას აანაზღაუროს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზარალი. ამ ზარალის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო.
5. პასუხისმგებლობა ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული, ოპერაციების წარმოებისას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნისა და განკარგვის წესების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 16. კანონმდებლობა სამობილიზაციო რეზერვების შესახებ
სამობილიზაციო რეზერვების შექმნისა და განკარგვის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 17. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) დებულება „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის შესახებ“;
ბ) დებულება „სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“.
თავი VII. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 18. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 31 ივლისის №795-13 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რეზერვების სახელმწიფო კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 31 ივლისის №795-13 დადგენილებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რეზერვების სახელმწიფო კომიტეტის შესახებ “;
გ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 11 მარტის №225-11 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკის მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შესახებ“;
დ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 11 მარტის №225-11 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა“;
ე) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 11 მარტის №225-11 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების ნუსხა “;
ვ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 18 აპრილის №17- სს ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მატერიალური და სამობილიზაციო რეზერვების დებულების დამტკიცების შესახებ“;
ზ) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 18 აპრილის №17-სს ბრძანებულებით დამტკიცებული დებულება „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მატერიალური და სამობილიზაციო რეზერვების შესახებ“.
ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი ,
1998 წლის 13 დეკემბერი .
№1736-I ს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები