დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1679-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 07/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.05.001.018614 |
|
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 58) მე-4 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის კომპეტენცია სახელმწიფო რეზერვის მიმართ“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო რეზერვის მარაგის შენახვა და მომსახურება, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოება, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლი ცენტრალიზებულია და მისი განხორციელება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.“. მუხლი 2 1. 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულმა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებამ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის მოსამსახურეების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამავე სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შესაბამის თანამდებობებზე დანიშვნა 2018 წლის 1 იანვრიდან. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) 2018 წლის 1 იანვრამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც (რომლებიც) ამავე ვადაში უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტისთვის საბალანსო მონაცემების მიხედვით გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას; ბ) 2018 წლის 1 იანვრიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აქტივები და ვალდებულებები, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) გადასცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტს; გ) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტმა 2018 წლის 1 მარტამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც (რომლებიც) უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) აღრიცხვასა და ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. 6. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1679-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები