დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4070-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.05.001.019340 |
|
„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის მიმართ“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართვის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტისათვის სახელმწიფო რეზერვის ხარჯების სტრუქტურას.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სხვა უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის სფეროში განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. სახელმწიფო რეზერვის სისტემის სტრუქტურა და მისი მართვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“; დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სახელმწიფო რეზერვის ობიექტების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, აგრეთვე სახელმწიფო რეზერვის სისტემაში დასაგროვებელი მატერიალური ფასეულობების ნუსხას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურასა და დაგროვების ოდენობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და წარუდგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურასა და დაგროვების ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 22 დეკემბერი 2018 წ. N4070-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები